№45 კითხვა-პასუხი
ნინო კანდელაკი ანი რევია
კითხვა: როგორ დავიტენიანო მშრალი კანი სახლის პირობებში?
პასუხი: მშრალ კანს აქვს სუსტი ჰიდროლიპიდური ბარიერი. მისი ცხიმოვანი ჯირკვლები არაა აქტიური. ამიტომ, აარჩიეთ კრემები, სადაც არის ლიპიდები, მცენარეული კოსმეტიკური ზეთები, ცერამიდები. იხმარეთ მაღალი SPF-ის მქონე დამცავი საშუალება. შეარჩიეთ შედარებით რბილი გამწმენდი და ერიდეთ აგრესიულ სკრაბებს. მშრალ კანს კვირაში ერთხელ ან ორჯერ სჭირდება დამატენიანებელი ნიღაბი. ასეთს კი ბანანის, ხაჭოსა და არაჟნის ნებისმიერი კონცენტრაციით მიიღებთ. ასევე, უნდა სვათ, დღეში 2 ლიტრი სითხე, იხმაროთ აქტიური კოსმეტიკა, რომელიც აძლიერებს ჰიდროლიპიდურ შრეს და ხელს უშლის წყლის ზედმეტ აორთქლებას. ესაა დამატენიანებელი კრემები და ნიღბები. ეს კოსმეტიკა, ასევე, ებრძვის ფოტოდაბერების პროცესს. ხშირად ნუ იხმართ ძლიერ პილინგებს.