კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2003 წლის 10 ივნისს, საღამოს ექვს საათზე. რომელი პროფესიებია მისთვის წარმატებების მომტანი და რომელ უცხო ქვეყანაში გაუმართლებს?
პასუხი: მისთვის წარმატების მომტანი პროფესიებია: საქველმოქმედო საქმე, ლიტერატურა, პოეზია, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პედაგოგიკა, მედიცინის ფართო სპექტრი, ლინგვისტიკა, მთარგმნელობითი საქმიანობა, გასართობი ინდუსტრია, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. უცხოეთიდან კი მისთვის სიკეთის მომტანი ქვეყნებია: გერმანია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, ლიტვა, საბერძნეთი, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, შვეიცარია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი, თურქეთის დასავლეთი მხარე, ბრაზილია, პორტუგალია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ისრაელი, კორეა და კუნძული მალტა.
კითხვა: დავიბადე 1968 წლის 25 აპრილს. რა არის ჩემი კარმული მისია დედამიწაზე?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, რომ იყოთ მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, მომთმენი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველ-გადამანაწილებელი, დამოუკიდებელი მებრძოლი, მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი. თუ ამ თვისებებს წინ წამოსწევთ, წარმატებებსაც მიაღწევთ ცხოვრებაში და კარმულ მისიასაც შეასრულებთ.
კითხვა: რა საქმის წამოწყება არ ვცადე, მაგრამ არ გამიმართლა.  დავიბადე 1978 წლის 20 იანვარს, დილის ათის ნახევარზე. რომელ სფეროში გამიმართლებს უფრო მეტად?
პასუხი: თქვენთვის კარგია სამხედრო სტრუქტურები, მანქანათმშენებლობის ბიზნესი, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, საავიაციო ბიზნესი ან შემოქმედება, სახანძრო, სამაშველო საქმიანობა, ფსიქოთერაპია, ფილოსოფია, პარაფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, მედიცინიდან – ფარმაცევტიკა, საქველმოქმედო საქმე, დიზაინი, არქიტექტურა, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება.
скачать dle 11.3