კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რას ამხელს ადამიანის ხასიათზე კვირის კონკრეტულ დღეზე დაკვირვება

ნებისმიერი ჩვენგანის დაბადების დღეს უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს ხასიათსა და თვისებებზე. გთავაზობთ ხერხებს, თუ როგორ უნდა ამოიცნოთ ისეთი სახასიათო შტრიხები, რასაც ასტროლოგია გიმხელთ.
ორშაბათს დაბადებული ქალი ნაზი, მეოცნებე და მგრძნობიარეა. ადვილად ეგუება სხვა ადამიანს და დათმობაზეც ადვილად მიდის. მას მარტო ცხოვრება უჭირს და ნამდვილ ქალად მხოლოდ მაშინ გრძნობს თავს, როცა თავის სითბოს ვინმეს უზიარებს. ორშაბათს დაბადებული მამაკაცი კი ძალზე მგრძნობიარეა. აქვს წარმოსახვის მდიდარი უნარი. მუდმივად ეძებს სხვებთან კონტაქტს და განსაკუთრებით ყურადღებიანია საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მას გაგება და სინაზე სწყურია და ვერ ეგუება მარტოობას.
სამშაბათს დაბადებული ქალი გულუხვი და ვნებიანია. ის მამაკაცებს თავისი საღი გონებითა და იუმორით ხიბლავს. მუდამ დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის. ამქვეყნად ყველაზე მეტად თავისუფლება უყვარს და ეშინია მონოტონური გრძნობების. სამშაბათს დაბადებულ მამაკაცს კი, საკუთარი აზრის ჩამოყალიბების უნარი აქვს. ის ადვილად იყოლიებს ადამიანებს. ცხოვრებისეულ სიამოვნებებს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი იუმორის გრძნობით უმკლავდება. სავსეა ენთუზიაზმით და უყვარს გართობა.
ოთხშაბათს დაბადებული ქალი მოსიყვარულე, თბილი და ალერსიანია, თუმცა, ამ თვისებებს მოკრძალებულობისა და თავშეკავებულობის ნიღაბქვეშ მალავს. სასიყვარულო ურთიერთობებში გულწრფელობა და ერთგულება სჭირდება, ამიტომაც, არ ენდობა ერთი ნახვით ჩასახულ გრძნობას. ოთხშაბათს დაბადებული მამაკაცი კი წესიერი, კეთილსინდისიერი და მშვიდია, თუმცა, თავისი გრძნობების ბოლომდე გამომჟღავნება უჭირს. შეგიძლიათ, მას ენდოთ – მისი გრძნობა გულწრფელი და უანგაროა.
ხუთშაბათს დაბადებული ქალი მშფოთვარე და სულსწრაფია, უყვარს თავისუფლება და თავგადასავლები. გამოცდილებას ყოველდღე იმდიდრებს. მამაკაცებს თავისი მომხიბვლელობით იზიდავს და ვერ ეგუება მბრძანებლურ ტონს. ხუთშაბათს დაბადებული მამაკაცი კი ძალიან მაცდურია. მას ცხოვრების ყველა ასპექტის შეცნობა სურს და, იმავდროულად, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ინარჩუნებს. მარტოობაში ცხოვრება არ შეუძლია. მხოლოდ ოჯახისა და ახლობლების წრეში აღწევს სულიერ წონასწორობას.
პარასკევს დაბადებული ქალი რომანტიკული და მეოცნებეა. მისთვის მთავარია სილამაზე და ჰარმონიულობა. ემოციურია და მარტოობა აშინებს. ძალიან მგრძნობიარეა და ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს. პარასკევს დაბადებული მამაკაცი კი ნამდვილი მსახიობია. მისი მომხიბვლელობა ბევრ მანდილოსანს აჯადოებს. მისი ხასიათის ძირითადი თვისება სიყვარული და სინაზეა. ამ მამაკაცისთვის აუცილებელია სულიერი წონასწორობა. ის ახლობლებისგან გულწრფელ სიყვარულს ითხოვს.
შაბათს დაბადებული ქალი გულჩათხრობილი და იდუმალი პიროვნებაა. თავის გრძნობებს იშვიათად ამჟღავნებს. ორიგინალური და დამოუკიდებელია და ინტელექტით გამოირჩევა. ერთი შეხედვით, ის გულგრილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ, სულის სიღრმეში ემოციურია. შაბათს დაბადებული მამაკაცი მძიმე ხასიათის, უპირველეს ყოვლისა, დამოუკიდებელი ადამიანია, რომელსაც შეუძლია, მთელი ცხოვრება მარტოობაში გაატაროს. გრძნობებს არ ამჟღავნებს, სიყვარულში არავის უტყდება, მანდილოსნების მიმართ გულგრილია. ეს არის ემოციური ადამიანი, რომელიც, რატომღაც, თავის გრძნობებს საგულდაგულოდ მალავს.
კვირას დაბადებული ქალი იმპულსური და თავისუფლებისმოყვარეა. მას ვნება ამოძრავებს. მისთვის არ არსებობს შუალედი: მას ან უყვარს, ან – არა და შესაბამისადაც იქცევა. არ შეუძლია დათმობაზე წასვლა და საკუთარი თავისუფლების შეზღუდვა. უპირატესობას მორჩილ მამაკაცებს ანიჭებს. კვირას დაბადებული მამაკაცი სავსეა ამბიციებით. აქვს საკუთარი თავის რწმენა. მას უფრო აღიარება სჭირდება, ვიდრე სიყვარული. ინიციატივითა და ძალაუფლებით ახდენს სხვებზე შთაბაჭდილებას, მოსწონს, როცა მის საუბარს ყურადღებით უსმენენ და არც კომპლიმენტების მიმართ არის გულგრილი.
скачать dle 11.3