№45 როგორ გაანეიტრალა სტალინმა ტროცკი და არ დაანგრევინა მას რუსეთი
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ცნობილი ფაქტია, რომ იოსებ სტალინი იყო ერთადერთი ადამიანი მთელ პოლიტბიუროში, რომელმაც პრინციპულად გაილაშქრა მეფის ოჯახის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ და ამას ხმა არ მისცა. მეტიც, სტალინი, უკვე გამოტანილი განაჩენის შეცვლას ცდილობდა და ლენინს ამის თაობაზე საათობით ელაპარაკებოდა. თუმცა ტროცკიმ სასწრაფოდ და მალულად დაავალა თავის ჯალათებს ამის გაკეთება და სანამ სტალინი ლენინს საპირისპიროში არწმუნებდა და თითქმის გადააფიქრებინა ეს საშინელება, ტროცკის ჯალათებმა მეფე და მისი ოჯახი გაწყვიტეს... ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ტროცკისთან და ტროცკიზმთან ბრძოლას ახლა, ამ გაგანია „პერესტროიკის“ დროს, ისე ხატავენ, როგორც საშინელ დანაშაულს. არადა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს იყო ბრძოლა რუსეთის გადარჩენისთვის, არც მეტი და არც ნაკლები. ამიტომ, სტალინმა ურყევი პოზიცია დაიკავა და მთელი თავისი ნებისყოფის მობილიზება მოახდინა. დაგვრაზმა მომხრეები და ჩვენ მოვიგეთ ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. ტროცკი რუსეთს იმ ფიჩხად თვლიდა, რომელიც მსოფლიო რევოლუციის კოცონებისთვის უნდა შეენთო და უფრო დიდი ცეცხლი გაეჩაღებინა. სწორედ, ამიტომ გაჰყვიროდა ეს ნაძირალა მსოფლიო რევოლუციაზე. პატიოსან, გაუნათლებელ ხალხს გონებას ურევდა და რუსეთი დაღუპვისკენ მიჰყავდა, მაგრამ სტალინს შეეჯახა და გაანადგურა... მარტო ის რად ღირს, რომ 1918 წლის 20 მარტს, ტროცკის დავალებით, გაიძარცვა კრემლი – გაიტაცეს, ძირითადად, ის უნიკალური და უძვირფასესი განძი, რომელსაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია 600 წლის განმავლობაში აგროვებდა და ინახავდა. ყველაზე მცირე შეფასებით, ეს განძი 1918 წელს 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარი ღირდა (დღესდღეობით მისი ფასი 200-ჯერ მეტია). ეს სიმდიდრე ტროცკიმ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადააგზავნა და მათ ტროცკის სპონსორი ბანკირების სარდაფებში დაიდეს ბინა. ეს იყო ტროცკის მიერ ვალის გადახდა მათთვის, თითქოსდა რევოლუციის დაფინანსების სანაცვლოდ. თუმცა, სტალინმა ხელში არ ჩაუგდო რუსეთი და დამარცხებული ტროცკი ქვეყნიდან გააძევა“.
გარდა ამისა, სტალინმა შეაჩერა ეკლესიების რბევა-დანგრევა და ძარცვა. შემდგომ კი მოიგერია დასავლეთის მიერ გამოგზავნილი ჰიტლერი და ისიც დაამარცხა. ქვეყანა ფერფლიდან აღადგინა და მას ისეთი სამხედრო ძლიერება შესძინა, რომ თანამედროვე რუსეთი დღემდე, სწორედ, მისი წყალობით სულდგმულობს. აი, ეს მისია განახორციელა სტალინმა რუსეთისთვის და ამიტომ არ უყვართ საბჭოთა ბელადი დასავლეთში. რუსები კი სტალინის ლანძღვის მაგივრად, მის ხატზე უნდა ლოცულობდნენ.“