№. ექიმის რჩევები

პასუხი: გირჩევთ, საკონსულტაციოდ ნევროლოგს მიმართოთ. ამასთან ერთად, ჩაიტაროთ სისხლის საერთო ანალიზი და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კვლევა.
კითხვა: რძის პროდუქტებზე მითითებულია, რომ შეიცავს მცენარეულ ცხიმს, თუ შეგიძლიათ, მიპასუხეთ, რა ცხიმია ეს?
პასუხი: სამწუხაროდ, ბაზარზე ფართოდ არის გავრცელებული რძის პროდუქტების ფალსიფიკატები, რომლებშიც რძის ცხიმი სხვა ცხოველური ან მცენარეული ცხიმით არის ჩანაცვლებული. შეეცადეთ, ასეთ პროდუქტებს მოერიდოთ – ისინი ნამდვილად არ არის სასარგებლო.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ორსულობა ქოლეცისტექტომიის შემდგომ? ან რამდენ ხანში უნდა დაიგეგმოს ორსულობა?
პასუხი: ქოლეცისტექტომიის შემდეგ ორსულობისას შესაძლოა, მოხდეს დარღვევები საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ამიტომ აუცილებელია თერაპევტის ან გასტროენტეროლოგის მეთვალყურეობა. რაც შეეხება ორსულობის დაგეგმვას, ეს დამოკიდებულია ოპერაციის მეთოდზე და პოსტოპერაციულ მდგომარეობაზე, ამიტომ ეს საკითხი თქვენს ექიმთან უნდა დააზუსტოთ.
კითხვა: ვარ 23 წლის ბიჭი. კვირაში 3-4-ჯერ მემართება ცხვირიდან სისხლდენა, თანაც, ნორმალური წნევის ფონზე. მაინტერესებს, ძლიერმა ნევროზმა თუ იცის ცხვირიდან სისხლდენა. მაქვს ძლიერი ნევროზი და დეპრესია.
პასუხი: ნევროზის ფონზე თუ მოხდა არტერიული წნევის მატება, მაშინ შეიძლება, აღინიშნოს ცხვირიდან სისხლისდენა. რადგან კვირაში 3-4-ჯერ ნორმალური წნევის ფონზე გაქვთ სისხლისდენა, მიზეზის დასადგენად, პირველ რიგში, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს მიმართეთ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე