კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 პირველადი დახმარება ჭრილობის დროს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ჭრილობა, რომელიც სხვადასხვა სახის შეიძლება, იყოს, სწორ შეფასებასა და მოვლას საჭიროებს. არასწორმა ქმედებებმა შესაძლოა, მდგომარეობის დამძიმება და გართულებები გამოიწვიოს. სახლის პირობებში მოვლას ექვემდებარება მცირე ზომის, ზედაპირული, სუფთა ჭრილობები, რომლებიც არ საჭიროებს გაკერვას, უცხო სხეულის ამოღებას და რომელსაც ინფიცირების ნაკლები რისკი აქვს. ასეთი ჭრილობის შემთხვევაში, პირველ რიგში, ხელი დაიბანეთ საპნით ან გაიწმინდეთ ანტიბაქტერიული საშუალებით  და...
* გაასუფთავეთ ჭრილობა საპნითა და წყლით;
* პირდაპირი ზეწოლით შეაჩერეთ სისხლდენა – ამას, დაახლოებით, 10 წუთი დასჭირდება;
* სისხლდენის შეჩერების შემდეგ ჭრილობას წაუსვით ანტიბაქტერიული მალამო და შეახვიეთ სტერილური ბინტით.
ნაჩხვლეტი ჭრილობის  (ეს არის მახვილი საგნით: ლურსმანი, დანა, კბილი და სხვა მიღებული ჭრილობა) შემთხვევაში:
* ჭრილობა დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გამდინარე წყლის ქვეშ გააჩერეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მობანეთ ის საპნითა და წყლით;
* კარგად დაათვალიერეთ, რომ გამორიცხოთ მასში უცხო სხეულის არსებობა;
* თუ უცხო სხეული არ არის და ჭრილობის გამომწვევ ნივთსაც არ აკლია ნაწილი, რაც შეიძლება, ჭრილობაში იყოს ჩარჩენილი, გასუფთავების შემდეგ ანტიბაქტერიული მალამო წაუსვით და სტერილური ბინტით შეახვიეთ.
ჭრილობის მოვლისას გახსოვდეთ:
* თუნდაც დაბინძურებული არ ჩანდეს, ის მაინც საჭიროებს მობანვას;
* ნუ მოახვედრებთ მას ამოსუნთქულ ჰაერს;
* ორი დღის შემდეგ ბინტით შეხვევა აღარ არის საჭირო, ვინაიდან ის შეხორცების პროცესს ანელებს.
ექიმის დახმარებას საჭიროებს ჭრილობა, რომელიც:
* განიერი ან 6 მილიმეტრზე ღრმაა, თუნდაც სისხლდენა ძლიერი არ იყოს;
* სახის არეშია ან ძვალს აღწევს;
* ადამიანის ან ცხოველის კბენის შედეგია;
* ანკესის კაუჭით ან ჟანგიანი საგნით, ლურსმანზე ან მსგავს საგანზე დაბიჯებით არის მიღებული;
* დაზიანება მოხდა ბინძურ გარემოში;
* უცხო სხეულია ჩარჩენილი;
* ინფიცირებულია (აქვს სიმხურვალე, სიწითლე, შეშუპება, ჩირქისმაგვარი გამონადენი, ტკივილი).
სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე კი გაითვალისწინეთ:
* ნუ შეეცდებით დიდი ზომის ჭრილობის მობანვას, განსაკუთრებით სისხლდენის შეჩერების შემდეგ;
* ნუ შეეცდებით ჭრილობაში არსებული საგნის ამოღებას;
* ნუ შეეცდებით ჭრილობიდან გამოსული ქსოვილების უკან ჩაბრუნებას. დაფარეთ ისინი სუფთა ნაჭრით სამედიცინო დახმარების მოსვლამდე.
გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს ჭრილობა, რომელიც:
* ძლიერ სისხლმდენია, სისხლმდენია 10 წუთის განმავლობაში ზეწოლის შემდეგაც კი, ძლიერ მძიმეა, დაზარალებული ვერ გრძნობს ჭრილობის არეს ან მისი ფუნქცია მოშლილია.
 თუ სისხლდენა ძლიერია, ამ დროს არსებობს სისხლის დაკარგვის საშიშროება. დააფარეთ ჭრილობას რამდენიმე ფენად გაკეცილი ქსოვილი და გააკეთეთ დამწოლი ნახვევი. თუ სისხლი ისევ ჟონავს, ჭრილობაზე ქსოვილი კიდევ დაახვიეთ (ისე რომ, სისხლით გაჟღენთილი არ მოხსნათ) და ძლიერად დააწექით სისხლმდინარ არეს.
თუ ჭრილობიდან სისხლი შადრევანივით ასხამს. ამ დროს სისხლი ძალიან სწრაფად იკარგება. ამის თავიდან ასაცილებლად არტერიის საპროექციო არეს (ჭრილობის ზემოთ) თითით (ან თითებით) უნდა დააწვეთ, შემდეგ კი ლახტი დაადოთ. ლახტი ედება ჭრილობის ზემოთ. არტერიაზე ზეწოლის ადგილებია: მხრის ქვედა მესამედი და ბარძაყის ზედა მესამედი. გაითვალისწინეთ, ლახტს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ადებენ, რადგან ის ხშირად შეუქცევად დაზიანებებს იწვევს.
ლახტის დასადები ადგილი ტანსაცმლით უნდა იყოს დაფარული. თუ ჭრილობის ადგილი შიშველია, ლახტს ქვეშ რამე ქსოვილი უნდა დავუფინოთ.
პირველი ნახვევი მჭიდრო უნდა იყოს (შეძლებისდაგვარად უნდა დამაგრდეს), შემდეგ ლახტი იჭიმება და ჭრილობის არეს დამატებით ედება 3-4-ჯერ (ლახტის მაგივრად შეიძლება, გამოიყენოთ თოკი, ქამარი და სხვა).
ლახტი სწრაფად ედება, მაგრამ იხსნება ნელა, თანდათანობით. ლახტი ზამთარში ერთი, ზაფხულში კი ორი საათით ედება. შემდეგ 5-10 წუთით უნდა მოვუშვათ და თავდაპირველი ადგილიდან ოდნავ ზემოთ დავადოთ.
ლახტი აუცილებლად უნდა ჩანდეს. შეამოწმეთ, სწორად ადევს თუ არა ლახტი – სწორად დადების შემთხვევაში კიდურზე პულსი არ ისინჯება. ლახტის დადების შემდეგ დაშავებული დაუყოვნებლივ უნდა წაიყვანოთ ექიმთან.

скачать dle 11.3