კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 როგორ ვუმკურნალოთ ნერვულ სისტემას სახლის პირობებში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

* ძალიან კარგი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ბარამბოს ნაყენის აბაზანას. აიღეთ 5 სუფრის კოვზი ბარამბო, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, ნახევარი საათით ჩადგით წყლის აბაზანაში, მერე გადაწურეთ და წყლით სავსე აბაზანაში ჩაასხით. დამამშვიდებელი აბაზანის ხანგრძლივობაა 10-15 წუთი;
* როზმარინი არა მხოლოდ ჰაერის ხარისხს აუმჯობესებს, არამედ დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზეც (იზრდება 75 პროცენტით). ასევე, ამ მცენარეს აქვს უნარი, გაგათავისუფლოთ დაღლილობისგან და შიშისგან და აუმჯობესებს ძილს;
* ნერვული სისტემის მოსაწესრიგებლად კარგია ეს არომატული აბაზანაც: აიღეთ 100-100 გრამი ბარამბო, როზმარინი, სალბი, ლავანდა და პიტნა. 500 გრამ ნარევს დაასხით 3 ლიტრი წყალი, გააჩერეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთი, გადაწურეთ და ჩაასხით თბილი წყლით სავსე აბაზანაში. აბაზანის ხანგრძლივობა 15 წუთია. პროცედურის კურსი 8-15 აბაზანას მოიცავს;
* უძველესი ეგვიპტელები ალოეს „უკვდავების მცენარეს“ უწოდებდნენ. სჯეროდათ, რომ ის ბოროტ სულებს ანადგურებდა. მეცნიერები აცხადებენ, რომ ალოე წმენდს ჰაერს დამაბინძურებლებისგან და ღამით ის ხელს უწყობს უკეთესად დაძინებასა და გაღვიძებას;
* დიდი ტევადობის ჭურჭელში ჩაყარეთ 3,5-4 კილოგრამი ნაძვის წიწვები, დაასხით 6 ლიტრი წყალი და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. ნახარში გადაწურეთ. აბაზანაში ჩაასხით ნახარში და 1 კილოგრამი ზღვის მარილი. სურვილისამებრ შეგიძლიათ, დაუმატოთ ვალერიანიც. აბაზანა მიიღეთ ნახევარი საათის განმავლობაში კვირაში 2-3-ჯერ;
* შერყეული ნერვული სისტემის სამკურნალოდ ეფექტურია კუნელის გამხმარი ნაყოფის ჩაი. აიღეთ 1 სუფრის კოვზი კუნელი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 2 საათი, მერე გადაწურეთ. უნდა მიიღოთ 1-2 ჩაის კოვზი ნაყენი დილით, შუადღისას, საღამოს და უშუალოდ ძილის წინ. ეს ჩაი, გარდა იმისა, რომ ამშვიდებს ნერვულ სისტემას, დადებითად მოქმედებს ადამიანზე თავბრუს, ქოშინის, ჰიპერტონიის დროსაც;.
* კვლევებმა აჩვენა, რომ პიტნის არომატი აუმჯობესებს განწყობას, მეხსიერებას, პროდუქტიულობას. კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა ლეიკემიით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც დიაგნოზირებული იყვნენ დეპრესიითა და დაღლილობით. კვლევის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ პიტნის არომათერაპიის შემდეგ, დაღლილობა და შფოთვა შემცირდა, ხოლო მადა გაუმჯობესდა;
* თუ ჭარხლის წვენს 1:1 თანაფარდობით შეურევთ თაფლს, შესანიშნავ დამამშვიდებელ საშუალებას მიიღებთ. ეს ნარევი შეგიძლიათ, მიიღოთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ. მკურნალობის კურსი 10 დღეა;
* ბევრი მომატებულ აღგზნებადობასა და გაღიზიანებას კატაბალახას ნაყენით ებრძვის. 1 სუფრის კოვზი კატაბალახას ძირი მოათავსეთ თერმოსში და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ნაყენი მთელი ღამით გააჩერეთ, მერე კი მიიღეთ დღეში 3-ჯერ მესამედი ჭიქა. გაითვალისწინეთ: მკურნალობა არ შეიძლება გააგრძელოთ 2 თვეზე მეტხანს;
* ხალხურ მედიცინაში დამამშვიდებელ საშუალებად დიდი ხანია წარმატებით იყენებენ თავშავას. ამ მცენარის ნაყენი ამცირებს გულისცემას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აქვეითებს არტერიულ წნევას. დამაშვიდებელი ეფექტით თავშავა კატაბალახასაც კი სჯობს. 1 სუფრის კოვზ თავშავას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათი. გადაწურეთ და მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
скачать dle 11.3