კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 დემონის საქმენი

ადამიანები თავს იმაღლებენ გარეგნული ფორმით და არა არსით. ერთი მეორეს ურტყამს და რამდენადაც მას შეურაცხყოფს, სხვა ადამიანთა თვალში მაღლდება. ადამიანებს სიყვარული არ აქვთ, რომელიც მათ სულიერად მოწყლავდა. იქნება მაშინ მაინც არ ეკეთებინათ ის, რასაც იქმან. რომელიმე ეგოისტი ხურდას იღებს, მაშინ ის ხშირად ხვდება, რომ შესცოდა, მაგრამ ეგოიზმი დათმობის საშუალებას არ აძლევს. ამგვარად, თუ ერესს არ ებრძვი, მაშინ გარკვეულად მას ეხმარები. ახლა ხომ გესმით, რა ხდება?
***
დემონი თითოეულისთვის შესაბამის საშუალებას პოულობს. ამა სოფელში ის ადამიანებს ერთი სახით ავიწროებს, ჩვენ კი ათონის მთაზე – სხვაგვარად. ახალგაზრდობას აიძულებს, ყველაფერი ერთმანეთის მიყოლებით, ხარბად შეისრუტოს. ის ქრისტიანულ ოჯახებშიც შედის და ისე მოქმედებს, რომ ყველას გონება ერევა. ეს საყოველთაო ბოროტებაა.
***
ხშირად გვესმის რომელიმე „ქარიზმატული“ პიროვნებების შესახებ, რომლებიც ბევრს ხმაურორბენ, სამწუხაროდ მოქმედებენ და ამის შედეგად ხალხის ნაწილი მოლიპული გზით მიდის. ბერმა ერთი ამის მსგავსი შემთხვევა გვიამბო: „ერთხელ ერთმა სავსებით მოუთოკავმა ცოდვილმა განაცხადა, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: „შვილო, უთხარი ადამიანებს, რომ თესალიის დაბლობს ზღვა დაფარავს და ყველა დაიხრჩობა“. მაშინ მან მოჩვენებით ღვთისმშობელს მიუგო: „ჰოი, ყოვლად წმიდაო, თუ ადამიანებს დახრჩობის საფრთხე ემუქრებათ, მე მათ მოსეს მსგავსად ვიხსნი“. ვითომცდა ღვთისმშობელმა მას მისცა შესატყვისი ნიშნები ამ საქმისთვის, რომელიც ამ ადამიანმა იტვირთა. „შვილო ჩემო, მთელ სამყაროს შენ გაბარებ. წადი ვერიაში ამასთან და ამასთან და ის მოგცემს ჯვარს, რათა მთელი სამყარო მონათლო და გადაარჩინო“. დემონი მივიდა ვინმე ხიბლში მყოფთან ვერიაში და უთხრა, რომ მასთან კაცი მოვიდოდა, რომლისთვისაც ჯვარი უნდა გადაეცა. ისიც დაელოდა და კაცთა მოდგმის სახსნელად ჯვარი გადასცა. საბედნიეროდ, ის ადამიანი ბოლოს და ბოლოს იქიდან კურთხევისთვის აქ მოვიდა და მთელი ეს ისტორია მიამბო. ეს საბრალო ავადმყოფი იყო. თავისი ადამიანური ბუნებით ჩადენილისთვის სინანულისა და მოძღვართან წასვლის ნაცვლად, მან დემონი იპოვა. მას არ ესმოდა, რომ დემონმა თავის ხლართებში გააბა. შემდეგ საბრალო წავიდა.
***
ერთხელ  ერთი თითქმის შეპყრობილი ახალგაზრდა მოვიდა. მე კი მას დავეხმარე. საღამოს, მთელი ღამისთევის მსახურების განმავლობაში, ჭერზე კაკუნი ისმოდა, თითქოს ვიღაც ხის მორებს თუ კოჭებს აგორავებდა; სხვა მკვეთრი ხმებიც ისმოდა, თითქოს ვიღაც რაღაც სიმძიმეებს დაათრევდა. გულმოდგინედ ვლოცულობდი სკვნილზე, ჭერს ჯვარს ვსახავდი და ვგალობდი: „ჯვარსა შენსა თაყვანი ვსცეთ, მეუფეო...“ ხმები მცირე ხნით მიწყნარდებოდა და შემდეგ იგივე იწყებოდა. ასე გაგრძელდა მთელი ღამისთევის მსახურების განმავლობაში. შემდეგ კვირას ახალგაზრდა ისევ მოვიდა. მე, შეძლებისდაგვარად, მას ისევ დავეხმარე. საღმოს ისევ კაკუნი და ცუდი ხმები ისმოდა, მაგრამ არც ამჯერად მიფიქრია, რომ ამას ახალგაზრდის მოსვლასთან ჰქონდა კავშირი. მასთან არ ვაკავშირებდი. გარკვეული ხნის შემდეგ ახალგაზრდა ისევ მოვიდა. საღამოს ძლიერი დემონური თავდასხმა განმეორდა. კარი ძლიერ ჯახუნობდა დაძაბულად ვილოცე. მოულოდნელად ჩემი სენაკი აუწერელი სიმყრალით აივსო. ამის შემდეგ დემონური გამოხტომები შეწყდა.
მღვდელი დიონისე ტაცისი
скачать dle 11.3