კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რატომ არიან ადამიანის უპირველესი მტრები მისი ოჯახის წევრები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

პირველად ფრაზა: ადამიანის ყველაზე დიდი მტრები მისი ოჯახის წევრები არიანო, ნიცშესთან ამოვიკითხე, თუმცა სულ ახლახან გავარკვიე, რომ ეს ქრისტეს სიტყვებია. რატომ უწოდებს უფალი ჩვენი ოჯახის წევრებს ჩვენს ყველაზე დიდ მტრებს? – ამ თემას განგვიმარტავს დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია).
– არ მომწონს, რომ მეც მტერი გამოვდივარ ჩემი ოჯახის წევრებისთვის. რას ნიშნავს ქრისტეს ეს სიტყვები: „კაცის მტრები მისი შინაურები იქნებიან“?
– მანამდე ქრისტე ამბობს: „ნუ გგონიათ, თითქოს მიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი. მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი. რადგან მოვედი, რათა გავყო კაცი თავის მამისაგან, ასული - თავის დედისაგან და რძალი - თავის დედამთილისაგან.“ ერთ ადგილას ასეც კი წერია, კაცს მტრებად ვუქციე ოჯახის წევრებიო. ანუ „მტრობა“ იგივე ჯვარია: როგორც იესო იყო თავისიანებისგან მოძულებული; საკუთარ მამულშიც არ მიიღეს, არც თავის ქვეყანაში, თავისიანებთან მოვიდა და მათ უფალი ვერ იცნეს. ესაა ის, რა გაყოფასაც დაუდო საფუძველი იესომ ჯვრით. ადამიანი ქრისტეში უკვდება ამ წუთისოფელს, ტრადიციას, აზროვნების იმ სტანდარტებსა და წესს, რომელშიც ჩვეულებრივ, ცხოვრობს წუთისოფელი. ამიტომ, როდესაც ადამიანი ხდება ქრისტიანი, მე რომ მდევნიდნენ, თქვენ განგდევნიანო, - ამბობს უფალი. ზოგიერთებს მოკლავენ კიდეცო, – ამასაც პირდაპირ ამბობს იესო. მეტიც, ნამდვილი ქრისტიანობის პირველი ნიშანი არის ის, რომ დევნილია თავისიანებისგან. პავლე მოციქული ამბობს: „ყველა, ვისაც სურს ქრისტე იესოში იცხოვროს ღვთისმოსაობით, დევნილი იქნება.“ იესო კი გვეუბნება: „ვაი, თქვენ, როცა კარგს იტყვის თქვენზე ყოველი კაცი.“ აი, აქედან ჩნდება „მტერიც“: დინების საწინააღმდეგო ცხოვრებაა ქრისტიანის ცხოვრება, ამ წუთისოფელში ქრისტიანად ყოფნა ნიშნავს წუთისოფლის 180 გრადუსით საპირისპიროდ სიარულს. ამ დროს ყველა, უპირველესად, შენი ახლობლები შენი მტრები ხდებიან. იმიტომ რომ ქრისტიანულად ცხოვრება უპირისპირდება წუთისოფლის სიცრუესა და სიყალბეს და როდესაც შენ ქრისტეში ნამდვილი სიცოცხლით აენთები, ფაქტობრივად, ნათელი და ბნელი ეჯახება ერთმანეთს. სიბნელე ვერ იტანს ამ შუქს. ყველა ოჯახს აქვს თავისი ტრადიციები, ღირებულებები, გემოვნება, ჩვეულებები. ქრისტიანის მიდგომა კი გამსხვავებულია ამისგან, რაც ქმნის წინააღმდეგობას. შესაბამისად, ოჯახის წევრები ვერ იტანენ ამას. ტრადიციული, ინერციული ცხოვრება კი როგორია? არსებობს წესები და პიროვნება ემორჩილება მათ. მაგრამ, როგორც კი განსხვავებულად დაიწყებ ცხოვრებას, თვალი აგეხილება და დაინახავ, რომ ეს ყველაფერი სიყალბეა და პიროვნულ პრინციპებს წამოსწევ წინ, მაშინ ამით უპირისპირდები არათუ მხოლოდ ოჯახს, არამედ საზოგადოებას; აზროვნების ინერციას, რომელშიც ცხოვრობენ ადამიანები და, უპირველესად, ოჯახის წევრები იქცევიან შენს მტრებად. ჩემი მაგალითი შემიძლია, მოვიტანო: როდესაც მე ვირწმუნე, ეს მოხდა 1986 წლის დასაწყისში, მომიწია დაპირისპირება ჩემს ოჯახთანაც, არათუ სისტემასთან. მაშინ ისტორიის მასწავლებელი ვიყავი და სკოლა რომ მივატოვე და ფიზიკურად დავიწყე მუშაობა, ეს სიგიჟე იყო ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც ჩემზე იმედებს ამყარებდნენ. ყველა დამცინოდა. მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო ის, რომ, რაკი ქრისტე ვირწმუნე, გავთავისუფლდი, მაგრამ მათ ეს არ ესმოდათ. ბიბლია დამიწვეს, მდევნიდნენ, ჩემივე ოჯახის წევრები ამბობდნენ, ჯობია, მოვკლათო და საბჭოეთის უფრო ადრეული პერიოდი რომ ყოფილიყო, მომკლავდნენ კიდეც. როდესაც ქრისტეს ირწმუნებს ადამიანი, მისი პიროვნული, შინაგანი არსი ძლიერდება. წუთისოფლის ვნებები, კარიერა, პატივი, სიმდიდრე მისთვის ნულდება უქმდება იმ სიკაშკაშესთან, რომელიც ქრისტეს რწმენით შემოდის სულიწმიდით. შენთვის ამის შემდეგ წუთისოფლის სიყალბეს უკვე აღარანაირი ფასი არ აქვს. და ეს ამხელს მათ, ვინც შენ გარშემოა: უპირველესად, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათაც ენგრევათ წუთისოფელი, მაგრამ არ შეუძლიათ, შეიცვალონ და ამიტომ იწყება აგრესია. შენ მათთვის პირველ მტრად იქცევი! წარმოიდგინეთ, შუქი აანთო იქ, სადაც არ უყვართ სინათლე?! აუცილებლად ეცდებიან, ჩააქრონ.
– რატომ ნიშნავს ქრისტეს მიღება და მისი რწმენა იმთავითვე, რომ დაგამცირებენ და განგდევნიან?
– იმიტომ რომ ამით სწავლობს ქრისტიანი. ღმერთი ამ დევნას უშვებს, რათა, რაც ადამიანის შიგნით მოხდა, გაძლიერდეს და ადამიანი რწმენაში გამყარდეს. როდესაც ამ წინააღმდეგობებს გადალახავ, ცხადად დაინახავ, თუ როგორ გაძლიერებს. წინააღმდეგობა ერთგვარი ტესტია. მეც მამშვიდებდა და რწმენას მიძლიერებდა თითოეული წინააღმდეგობა. პავლე მოციქული ამბობს: „ამისთვის სათნო-მიჩანს უძლურებათა შინა, გინებათა, ჭირთა, დევნულებათა და იწროებათა ქრისტესთვის, რამეთუ რაჟამს მოუძლურდე, მაშინ განვძლიერდები.“ ანუ, როდესაც მდევნიან, მამცირებენ, მაშინ ვარ ძლიერი... რაც მეტად ძლიერდება ადამიანის დევნა, მისი სული უფრო მტკიცდება, რა თქმა უნდა, თუ ის სული აქვს ადამიანს. ამიტომაც იყო, რომ პირველი ქრისტიანები ცეცხლში შედიოდნენ, ლომებს ეძლეოდნენ საჭმელად და ამას აკეთებდნენ დიდი სიხარულითა და სიმშვიდით. სწორედ ეს არის ჯვრის საიდუმლო. მაგრამ რა ხდება დღეს?! სიმშვიდეა, ყველა ქრისტიანი, მით უმეტეს, ყველა მღვდელმსახური პატივდებულია, არავინ იდევნება...
– თუმცა საზოგადოების ნაწილი ჩვენს ეკლესიას საკმაოდ ლანძღვს და ლაფს ასხამს.
– ესეც დევნაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ყოველთვის არ ვილანძღებით ქრისტეს რწმენის გამო, ხანდახან სამართლიანადაც. ნეტავ, მართლაც, მხოლოდ იმიტომ ვიდევნებოდეთ, რომ ქრისტიანები ვართ. მე რომ მკითხოთ, პატივდებული მდგომარეობა ადუნებს ქრისტიანს. ასე რომ, კანონია: ქრისტიანად ყოფნა ნიშნავს დევნას, რომ შენი სული გაიწვრთნას, იმიტომ რომ მოდუნება სიკვდილია! ჩვენი პრობლემა ისაა, რომ დღეს ქრისტიანად ყოფნა უფრო ტრადიციის ძალაა, ვიდრე ჭეშმარიტად ნათლის მიღება. ნათლობისას, ნათლისღებისას ადამიანი იღებს სულს ქრისტესი, ვინც წუთისოფლისგან ჯვარცმულია. ეს ნათელი ანათებს სწორედ ბნელს და შობს წინააღმდეგობას. დღეს ადამიანები ინერციის ძალით ინათლებიან: საიდუმლო აღესრულება, მაგრამ ადამიანის სულში არ ცხადდება სულიწმიდა, იმიტომ რომ ნათლავენ ბავშვს, ნათლიების 90 პროცენტი კი არ ასრულებს თავის მოვალეობას. ამდენად, იურიდიულად ყველანი ქრისტიანები ვართ, მაგრამ იმის გამო, რომ ქრისტეს სული ჩვენში ცოცხლად არ ვლინდება – ხელშესახები არ არის, ვერ ვანათებთ. ეს უნისონი და სიშვიდე სულაც არაა იმით გამოწვეული, რომ ყველანი ქრისტიანები ვართ, არამედ პირიქით – იმის გამო, რომ ჩვენ ვერ ვართ ის ქრისტიანები, როგორიც უნდა ვიყოთ, ვერ ვფლობთ ქრისტეს ნათელს, თორემ, რომ ვფლობდეთ, მაშინ წინააღმდეგობა შეგვექმნებოდა გარემოსთან. დავიჯერო, გარშემო ისეთი ქრისტიანები არიან, რომ ვერც ერთი მთავრობა ვერ ბედავს წინააღმდეგობის გაწევას და ამიტომ ჩვენ ასე მშვიდად ვცხოვრობთ?! ეს სიმშვიდე უფრო იმით გამოწვეული მგონია, რომ ჩვენ, ქრისტიანები, ვერ ვანათებთ და ამიტომ ვერც ვაღიზიანებთ გარემოს. შესაბამისად, მათთან ერთად ვართ უნისონში, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი პიროვნული შეურიგებლობით ვერ ვუნათებთ ბნელს.


скачать dle 11.3