კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 გაცილებით მიმზიდველი, ვიდრე...


ბევრ ქალს მიაჩნია, რომ  მომხიბვლელობის გასაღები კარგი მაკიაჟია. ამ სტერეოტიპის ჩამოყალიბებაზე უამრავმა ფაქტორმა იმოქმედა. გარეგნობაზე მთავრი აქცენტები სპეციალურად გაკეთდა და მასმედიაც მხარს უჭერს ამ დამოკიდებულების გაღვივებას. სინამდვილეში ეს ბიზნესია, რომელშიც დიდი რაოდენობის ფული ტრიალებს. სწორედ ამიტომაც, ისინი ყველა  ხერხით არწმუნებენ ქალებს, რომ მაკიაჟი მათი მომხიბვლელობის გარანტია. სინამდვილეში სილამაზეს არ განაპირობებს  არც ტუჩსაცხი, არც თვალის ჩრდილები და არც ტუში.
არსებობს ფაქტორები, რომლებიც  გაცილებით დიდ გავლენას ახდენს ქალის მომხიბვლელობაზე, ვიდრე მაკიაჟი  ან მოდური ტანსაცმელი.    
* ქალი ძალიან მოსაწყენია ვნებისა და ემოციების გარეშე. ქალის ცხოვრება სავსე უნდა იყოს თავგადასავლებით, ახალი მისწრაფებებით, ემოციებით. რეალურად, ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ  ქალისთვის ძალიან რთულია, დააღწიოს თავი ყოველდღიურ მოვალეობებს.  გააკეთოს ის, რაც გულით სურს.   თუ ქალი  უარყოფს იმას, რაც მას შინაგან სხივს აძლევს, მისი ცხოვრება უკვე აზრს მოკლებული და უსიცოცხლო ხდება.
* როცა ქალი საკუთარი მისწრაფებებისათვის დროს პოულობს,  ხვდება, რამდენად ძვირფასია ცხოვრება. არ შეიძლება, ის განვლო ისე, რომ სიამოვნება არ მიიღო. ქალი, რომელიც  ცხოვრების მიერ ბოძებულ შესაძლებლობებს იყენებს ხშირად არის აღტაცების საგანი. რატომ? იმიტომ, რომ ვნება გადამდებია. ძალიან მომხიბვლელია და შთამბეჭდავია ადამიანი, რომელიც საკუთარ ოცნებებსა და მისწრაფებებს მისდევს.
* ასევე ძალიან გადამდებია თანაგრძნობა. ეს  თითქმის მაგიური სითბოა. ის ისეთია, როგორც ჰიპნოზი, რადგან გარშემო მყოფთათვის იმ კომფორტის ზონას ქმნის, საიდანაც წასვლა არავის უნდება. როცა ქალმა იცის, როგორ მიიღოს და გასცეს ეს სითბო, იგი შეუცვლელი ხდება. თანაგრძნობა გადამწყვეტია ნებისმიერი ტიპის ურთიერთობისთვის. სხვათა შორის, თვითკმაყოფილი და ნარცისი ქალი ამ მომხიბვლელობას მოკლებულია.
* არსებობს ერთი პოპულარული მითი – ლამაზი ქალი  ჭკვიანი არ არის. ამ სტერეოტიპს მეორე მიმართულებაც აქვს – გონიერი ქალი აუცილებლად უშნო უნდა იყოს. რეალურად, ქალი ინტელექტის გარეშე უინტერესოა. ყველაფერი დახვეწილი და გემოვნებიანი, სწორედ, ინტელექტით იქმნება, ამიტომ ხარისხიანი ურთიერთობისთვის  კარგი გონებრივი მონაცემები გადამწყვეტია. სიღრმის გარეშე ყველაზე ლამაზი ადამიანიც კი ძალიან მოსაწყენია.  მის გვერდით ცხოვრება მოკლებულია ყოველგვარ მრავალფეროვნებას.
* ქალი უნდა იყოს მხიარული,  თავგადასავლების წყურვილი და მადლიერების გრძნობა ყველაფრისადმი  გაცილებით მიმზიდველს ხდის მას. თუ ქალს არ შეუძლია, საკმარისად მოდუნდეს, იღიღინოს საყვარელი მელოდია შხაპის მიღების ან საქმიანობის დროს, მიიღოს სპონტანური გადაწყვეტილებები, ჩაიდინოს პატარა სიგიჟეები, მოაწყოს გაქცევები ყოველდღიური რუტინიდან, იგი კაცს ვერ მოხიბლავს, მით უფრო, ხანგრძლივად. სიხარული გადამდებია, ის საოცრად იზიდავს ადამიანებს.
* არაფერია იმაზე მომხიბვლელი, როცა ქალი არ ნებდება ცხოვრების გამოწვევებს. ასეთი სიჯიუტე, რომელიც შეეხება კარიერას, პირად ურთიერთობას, ჯანმრთელობას, ძალიან შთამაგონებელია. სამყაროს უყვარს მებრძოლები. ასევე, მამაკაცებსაც. საუბარია რწმენაზე, რომ ცხოვრება ვერასოდეს დაამარცხებს, ვიდრე ამ მარცხს თავად არ აღიარებს. როდესაც ქალი საკუთარ თავს ნდობას უცხადებს, ეს  კარგად იგრძნობა  და აფასებენ.   
დაბოლოს, ყველაზე მიმზიდველი თვისება – სასიცოცხლო ენერგიაა. განუმეორებელია ქალი,  რომელიც მისდევს საკუთარ მისწრაფებებს, ამჟღავნებს თანაგრძნობას, ეძებს თავგადასავლებს, უარს აცხადებს დანებებაზე და სჯერა საკუთარი თავის.
სიცოცხლეს
   „უმწარებს“

რაც უფრო ძლიერი ხდება მსოფლიოში ფემინისტური მოძრაობა, ანუ რაც მეტად აქტიური ხდება  ქალი,  მამაკაცების მიმართ უფრო მეტი პრეტენზიები უჩნდება. იმისთვის, რომ თანამედროვე ქალისთვის სასურველი მამაკაცის იმიჯს მიესადაგებოდეთ, გაითვალისწინეთ  ეს რჩევები და, ეცადეთ არ გამოავლინოთ ქალბატონთან ის ჩვევები, რომლებიც  მანდილოსნების „ცხოვრების გამამწარებლად“  გაქცევთ:
როგორია კაცი, რომელიც ქალს ცხოვრებას უმწარებს:
* შიშველი მამრი წინდებში – შიშველი მამაკაცი წინდებით ქალში სიმპათიებს ნამდვილად არ იწვევს. ასეთ შემთხვევაში მას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კაცს მუდმივად სადღაც ეჩქარება;
* მანქანის სიყვარულით  „დამთვრალი“  – ქალი ისეთი არსებაა, რომ შეუძლია, საყვარელი მამაკაცის მანქანაზეც კი იეჭვიანოს. როდესაც მამაკაცი საკუთარ მანქანას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, ქალი ამ დროს მიტოვებულად გრძნობს თავს და ეჭვიანობას იწყებს;
* ბევრს ჭამს – ასეთ შემთხვევაში ქალი იძულებულია, დააკმაყოფილოს მამაკაცის გასტრონომიული მოთხოვნები და მუდმივად სამზარეულოში იტრიალოს;
* უკბილო ხუმრობებს  დახვეწილ იუმორად წარმოაჩენს – ქალის გამხიარულება ძნელია ისეთი ანეკდოტებით, რომლებიც მას შეურაცხყოფს. ქალთან საუბრისას ერიდეთ ისეთი ანეკდოტის მოყოლას, რომელიც რთული აღსაქმელია;
* დადის  ჭუჭყიანი ფეხსაცმელებით – ქალმა შეიძლება, ყურადღება არ მიაქციოს ძვირფას, ლამაზ ჰალსტუხს, მაგრამ  მის თვალში მამაკაცის მიმართ სიმპათიები იკლებს, თუ ფეხსაცმელზე გაცვეთილ ქუსლს, გახსნილ ზონარებსა და ჭუჭყიან ზედაპირს ნახავს;
* ძალიან უყვარს დედა – თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტზე ქალს შეუძლია, თვალი დახუჭოს, დედის  გამორჩეულ და განსაკუთრებულ სიყვარულს არ გაპატიებთ. ერიდეთ მასთან დედაზე გაუთავებელ ლაპარაკს და, მით უმეტეს, ნუ შეადარებთ დედას და ცოლს ერთმანეთს.  ეს  წითელი ზოლია ურთიერთობაში.


скачать dle 11.3