კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 უნგრევს თუ არა ქმართან ურთიერთობას ქალს მის ნათესავებთან კონფლიქტი

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

დავიწყოთ იმით, რომ მეუღლეები მარტო არ არიან. ორივე მათგანის უკან დგას ოჯახი, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ, წყვილის ურთიერთობაში ერევიან, ზოგჯერ – აქტიურად, ზოგჯერ – უფრო ნაკლებად. მეუღლის ნათესავებთან კარგი ურთიერთობის დამყარება, როგორც წესი, ცოლის პოზიციებს ამყარებს. რაც შეეხება მათთან კონფლიქტს, ეს შესაძლოა, სერიოზულ პრობლემად იქცეს.
მაკა (37 წლის): საკმაო დრო გავიდა, რაც ქმრის ნათესავებთან პრობლემა მაქვს და არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ათი წელია, გათხოვილი ვარ და ნელ-ნელა სისხლი გამიშრეს. თავიდან თითქოს „პოზა“ ეჭირათ და წესიერად იქცეოდნენ. მაგრამ თურმე, ვერ მიტანდნენ. ვერაფრით შეეჩვივნენ ჩემს რძლობას და მუდამ მაყვედრიან, რომ მათმა გადასარევმა ბიჭმა ცოლად ჩემნაირი გოგო  მოიყვანა. განსაკუთრებით ბებია ვერ მიტანს, მულთანაც გამუდმებით კონფლიქტი მაქვს. დედამთილისას, ხომ, საერთოდ ვერაფერს გაიგებ: ხან მიღიმის, ხან – მკბენს. მამამთილი კი გამუდმებით კოპებშეკრულია. უხასიათო კაცია. მაზლი კი ცალკე ცხოვრობს.
– მაზლი პრობლემაა?
– არა. რა შედარებაა.. მასთან და მის ცოლთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მამიდა ჰყავთ... ქვრივია და ისტერიკებიანი. დარწმუნებულია, რომ მისი ძმისშვილისთვის შეუფერებელი ვარ და გამუდმებით მჭორავს მეზობლებში,  ნათესავებში, ვისთანაც  არ დაეზარება.  
–  ოჯახის წევრებსაც ექნებათ თავისებური სიმართლე და ალბათ, ისინი თქვენ გადანაშაულებენ ურთიერთობის გაფუჭებაში.
– ანუ, იქნებ მიზეზი ჩემშია? ოჯახში ყველასთვის მიუღებელი როგორ აღმოვჩნდი? რა ვიცი, რა მიზეზი უნდა იყოს.  მართლა თავს ვიკლავ სახლში საქმეების კეთებით, ვმუშაობ და ოჯახში ფული შემაქვს, მეტი რა ვქნა? ვცდილობ, ხალისიანი განწყობა არ დავკარგო და დილით ყოველთვის ისე გავდივარ საძინებლიდან, თითქოს ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, ეს ბედნიერება სხვებსაც გავუზიარო, მაგრამ ისეთი სახეებით მხვდებიან, ხალისი მეკარგება. მაგალითად, დედამთილი ამბობს, რა მოხდა, ასე კარგ ხასიათზე  რამ აგაყენაო. ათ საათზე გვიან არასდროს წამოვმდგარვარ ლოგინიდან და ასეთი ფუფუნებაც მხოლოდ უქმეებზე მაქვს, სხვა დროს გაცილებით ადრე ვდგები... მოკლედ, გაუსაძლისია ამ ოჯახში ცხოვრება, მაგრამ ქმარი ვერაფრით ვაიძულე, რომ ცალკე გადავიდეთ.
– თქვენი ქმარი რას ამბობს, ოჯახის წევრებთან რომ ასეთი ურთიერთობა გაქვთ?
– ხან მე მადანაშაულებს, ხანაც – იმათ. ზოგჯერ ვჩხუბობთ  და მერე ეს ჩხუბი ჩვენი შერიგებით მთავრდება, რაც მისიანებს სულაც არ უხარიათ. მიყვარს და ბევრ რამეს ვუთმენ, მაგრამ არ ვიცი, როდემდე შევძლებ თავის შეკავებას. ერთხელაც, შეიძლება, ყველაფერს მივაფურთხო და ყველას პირში მივახალო სათქმელი, მაგრამ ასე თუ მოვიქცევი, იმ სახლიდან წამოსვლა მომიწევს. მე კი არ მინდა, ქმარი დავკარგო.  ვაჟი მყავს, რომელიც ძალიან ჰგავს მამას. მაგრამ ვერც მისი ამქვეყნად მოვლინებით მოვიგე ქმრის ნათესავების გული.  დედამთილმა  ისიც კი გამომიცხადა: ეს ბავშვი მე უნდა გავზარდო, თორემ შენი  გაზრდილი რა იქნებაო.  საღამოსაც არ მანებებდა, რომ შვილი ხელში ამეყვანა. თავიდან ამასაც ვუთმენდი, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ყელში ამომივიდა, სამსახური მივატოვე და შვილზე პასუხისმგებლობა მთლიანად საკუთარ თავზე ავიღე. მართალია, თავიდან დიდ წინააღმდეგობას წავაწყდი, მაგრამ ქმარიც მხარში ამომიდგა და ჩემი თხოვნა გაითვალისწინა, რაღაც პერიოდით ჩემს მშობლებთან გამიშვა და დაახლოებით, ორთვე-ნახევარი იქ დავრჩი. როცა ოჯახში დავბრუნდი, დედამთილმა ისევ მოინდომა პირველობა, მაგრამ ბავშვი ისე იყო ჩემზე ჩამოკიდებული, რომ არაფერი გამოუვიდა.
– ვიდრე გათხოვდებოდით, მომავალი მეუღლის ოჯახის წევრებს იცნობდით?
 – არა. მე და ჩემმა მომავალმა ქმარმა ერთმანეთი ტელეფონით გავიცანით. მერე შევხვდით, ვილაპარაკეთ. დარწმუნებული ვიყავი ჩვენს გრძნობებში. არ მეგონა, თუ ქმრისიანები ასე ცუდად შემხვდებოდნენ. სახლში რომ მიმიყვანა, მაშინვე მივხვდი, აქ ვერ შემიყვარებდნენ. დედამისმა თავში ხელი წაიშინა – ამისთვის გზრდიდიო. მერე გავიგე,  შერჩეული ჰყოლიათ სარძლო და შვილმა მშობლებს იმედი გაუცრუა.
– სიყვარულის აღარ გჯერათ?
– სიყვარულში გამიმართლა. დარწმუნებული ვარ, ქმარს ახლაც ისე ვუყვარვარ, როგორც წლების წინ და სწორედ ამის გამო ვითმენ ბევრ რამეს, მაგრამ ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს? ხომ შეიძლება, ბოლოს და ბოლოს, მიმიღონ რძლად და შემიყვარონ ისეთი, როგორიც ვარ.  ჩემმა მშობლებმა არ იციან, აქ რა ჯოჯოხეთში მიწევს ყოფნა,  სიძე ძალიან უყვართ. ყველგან აქებენ.  ერთხელ,  როცა  ახალი  პატარძალი ვიყავი, მაშინ დედას პირდაპირ უთხრეს, რომ მისი შვილისნაირ რძალზე არასდროს უოცნებიათ. დედამ  უპასუხა: წავიყვანთ, ჩვენს შვილს დასაწუნი არაფერი სჭირსო! ცოტა წაიკინკლავეს, მაგრამ მერე საქმეში კაცები ჩაერივნენ და სიტუაცია  მაშინ დააბალანსეს. უცნაური, იცით, რა არის, მიუხედავად ყველაფრისა, დედამთილს მოსწონს ჩემი მშობლები, როცა ისინი ჩვენთან სტუმრად არიან, ცდილობს, დედასავით მომექცეს და ეს გამოსდის კიდეც. მე კი ამ მოთმენით აქამდე ვერაფერი მოვიგე და მომავალში რა იქნება, კაცმა არ იცის.
– მული რა როლს ასრულებს ამ ყველაფერში. ახალგაზრდაა?
– ოცდაათის არის.  გარეგნულად ძალიან კარგი გოგოა, ორი დიპლომი აქვს, მაგრამ ზოგჯერ ისეთ რაღაცებს იტყვის, გადაგრევს. კაცებს თავისი უცნაურობითა და ცუდი ხასიათით აფრთხობს. ვერა და ვერ ეწია ბედს, რომ იმანაც დაისვენოს და მეც დამასვენოს. სულ იმას იძახის: მახინჯები და გაუნათლებლები თხოვდებიან, კარგი არავის უნდაო. ამხელა გოგო სახლშიც არაფერს აკეთებს. იმასაც არ კადრულობს, რომ სარეცხი მანქანაში შეყაროს. დამიყრის ხოლმე თავის ნივთებს და ელოდება, როდის გავრეცხავ და გავფენ. სარეცხ მანქანაში ჭუჭყიანი ტანისამოსის შეყრა რატომ უნდა დაგეზაროს, თუ ადამიანს ჯიბრში არ უდგახარ?
– ქმარს რატომ არ უნდა, რომ საცხოვრებლად ცალკე გადახვიდეთ?
– ამბობს, ასე რომ მოვიქცე, მშობლებს გულს ვატკენო. მას ხომ არავინ არაფერს სტკენს და ცოლის გასაჭირი, მისთვის ღობეს ჩხირია. ფიქრობს, რომ ქალი ვალდებულია, რაღაცები მოითმინოს... ასე ვინ ექცევა რძალს? ბევრი ისეთი ოჯახი ვიცი, სადაც უფროსები ცდილობენ, ახალგაზრდებს ყველანაირად ამოუდგნენ მხარში და ჩვენ, პირიქით – ბევრ რამეში გვიშლიან ხელს.


скачать dle 11.3