კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 ააწაპნეს

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ „ვინ მოიპარა 2.3 მილიონი“?


  გასულ კვირას, არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ში ვისკონსინის შტატში „რესპუბლიკური პარტიის“ საბანკო ანგარიში ჰაკერებმა გატეხეს, რის შედეგადაც 2.3 მილიონი აშშ დოლარი მოიპარეს.
  როგორც აშშ-ელი „რესპუბლიკელები“ განმარტავენ, ამ ფულის დახარჯვას უშუალოდ არჩევნების წინა დღეებში აპირებდნენ და გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად ჰქონდათ შემონახული.
ჰაკერებმა ისე შეცვალეს დოკუმენტები და ანგარიშები, რომ, როდესაც პარტია იხდიდა ფულს სხვადასხვა მომსახურებაში, ფული ჰაკერებთან მიდიოდა და არა მომსახურების გამწევებთან.
  აქვე მოგახსენებთ, რომ იმავე „რესპუბლიკელების“ განცხადებით, ვისკონსინელმა „დემოკრატებმა“ ბოლო ორი წლის განმავლობაში 59 მილიონ დოლარამდე თანხა შეაგროვეს, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე იმავე ვისკონსინელი „რესპუბლიკელების“ მიერ იმავე პერიოდში შეგროვებული თანხა, ანუ 23.7 მილიონი აშშ დოლარი.
  ცხადია, „რესპუბლიკელები“ ვისკონსინიდან რამენაირად მოუვლიან საკუთარ პრობლემებს (და ფულსაც მოიძიებენ), მაგრამ, როცა ჩვენთან ის უკვირთ, ბანკის მძარცველს ნახევარი მილიონი როგორ გაატანესო, თვით დემოკრატიის აკვანში 2.3 მილიონი აშშ დოლარი ისე ააწაპნეს ცხვირიდან მმართველ პარტიას, თვალიც არ დაუხამხამებიათ.
  ამით მხოლოდ და მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ზედმეტად ტანზე შემოხევაც არ ივარგებს (საყველპუროდ რომ ვთქვა – ქაჯობაა), ანუ იმის მოლოდინი, რომ ყველანი ფრთიანი ანგელოზები უნდა ვიყოთ და თმის ბეწვიც კი არავის უნდა ჩამოუვარდეს თავიდან. იმიტომ რომ, ჩვეულებისამებრ, ყველა დროსა და სივრცეში ქურდები ქურდობენ, ფეხსუსტები კი ვნებათა მორევში ეძლევიან თავდავიწყებას. 



скачать dle 11.3