№44 რა შედეგს მოიტანს ასტროლოგიურად სატანურ დღეს დანიშნული არჩევნები და როგორ ადამიანებს არ ემუქრება ვირუსით დაავადება
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე უდიდეს გავლენას ახდენს პლანეტათა შეერთება. ახლა, სწორედ ის პერიოდი დგას, როცა მეტი სიფრთხილე და ძალისხმევის გამოჩენა გვმართებს, რომ რთული პერიოდი გადავიტანოთ. ხოლო, რატომაა მოახლოვებული არჩევნების დანიშვნის თარიღი არასწორად შერჩეული, რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან მდგრადი იმუნიტეტით და როდის დასრულება მსოფლიოში კორონა პანდემია, ვარსკვლავურ-პლანეტურ-ასტროლოგიური გათვლით, ამას ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის ინტერვიუდან შეიტყობთ.
მიხეილ ცაგარელი: ახლა ის პერიოდია, როცა დიდი კოსმიური გამოცდის, ტრანსფორმაციის წინაშე ვდგავართ. მოიმატებს ინტუიცია, არაორდინარული აზროვნების უნარი, სულიერება. ამისთვის მზად არის ახალგაზრდა თაობა, ასაკში შესულ ადამიანებს ტრანსფორმაცია გაუჭირდებათ. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მსოფლიო და მათ შორის, ჩვენი ეკონომიკა, ცუდ მდგომარეობაში იქნება და მას ვერანაირი რეგულაციები ვერ უშველის. შავი მთვარე – მაცდუნებელი ძალა, გადადის კუროს ზოდიაქოში, სადაც ის უერთდება პლანეტა ურანს – მთავარ დამსჯელ პლანეტას, რომელიც განაგებს საბანკო-ეკონომიკურ სფეროს. აქედან გამომდინარე, ნოემბერ-დეკემბერში ამ ორი მძიმე პლანეტის შეერთება გამოიწვევს საბანკო-ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებას, დაამძიმებს საფინანსო მდგომარეობას, სავალუტო სფეროში შეიტანს ცუდ გავლენას. ეს იმოქმედებს მთელ მსოფლიოზე და მათ შორის, საქართველოზეც. ამიტომ, ეკონომიკურ-ფინანსური კუთხით, წინ კიდევ მძიმე ერთი წელი გვაქვს გადასატანი. მომავალი წლის მეორე ნახევარი, შედარებით ხელს შეუწყობს ამ კუთხით სტაბილურიბას, ხოლო, მსოფლიოში ეკონომიკური აღდგენა დაიწყება 2022 წლიდან. ახლა რთული პერიოდი გვიდგას, თუმცა, ნელ-ნელა დალაგდება. ოქტომბერ-ნოემბერი კი განსაკუთრებით რთულია.
– 31 ოქტომბერს ჩვენს ქვეყანაში არჩევნებია. რამდენად სწორადაა ეს დღე შერჩეული ასტროლოგიური კუთხით?
– არაერთხელ ვთქვი, რომ 31 ოქტომბერს არჩევნების დანიშვნა, ჩვენი მთავრობის მხრიდან ძალიან დიდი ასტროლოგიური შეცდომა იყო. ვამბობდი, რომ სჯობდა, 25-ში ჩატარებულიყო, რადგან, 2+5=7, 7-იანი კი, საკრალური რიცხვია, უფლის ძალაა. ასევე, არის დღე მშვიდი და სტაბილური. თუმცა, არ დამიჯერეს და დანიშნეს 31-ში. 3+1=4. 4 კი უმძიმესი რიცხვია, როცა დიდი სირთულის გადატანაა საჭირო. ადამიანმა რომ ელემენტარულს მიაღწიოს, დიდი ნებისყოფა და მოთმინება უნდა გამოავლინოს. 31 ოქტომბერს სავსემთვარეობაა, მზისა და მთვარის დაპირისპირება, კურო – მორიელის ღერძზე. სატანური, ძალიან მძიმე ენერგიების დღეა. მზისა და მთვარის ენერგიების დაპირისპირება ყოველთვის ქმნის ძალიან დიდ აგრესიას საზოგადოებაში. არჩევნები, თავისი ბუნებით, აგრესიულია და თქვენ წარმოიდგინეთ, მას დამატებული, სავსემთვარეობის აგრესია. თან, გეომაგნიტური დღეა, ადამიანებში ემოციური აღტკინება იქნება პიკზე და უკონტროლო, რაც კიდევ უფრო დაძაბავს ურთიერთობებს. პლანეტა მერკური, გონების მმართველი პლანეტა, უკანა პლანზეა, რაც ნიშნავს იმას, რომ რთულდება კომუნიკაცია, მოლაპარაკებები, ურთიერთგაგება ადამიანებსა და პარტიებს შორის და შესაძლოა, დიდი პრობლემა შეექმნას ტრანსპორტსა და კომპიუტერულ ტექნიკას. ანუ, წინასწარ განუსაზღვრელი, არასასიამოვნო მოვლენების დღეა. თან, ჰელოუნის ღამე ემთხვევა, როცა მთელი მსოფლიოს შავი მაგები იკრიბებიან სხვადასხვა ადგილას და მძიმე ენერგიების აკუმულაციას ახდენენ. ამიტომ, სიტუაცია დაძაბული იქნება. ამას შეემატება ის, რომ ნოემბერში ხდება იუპიტერისა და პლუტონის პლანეტების რიგით მესამე შეერთება და ამას მოყვება დაძაბულობა, კატაკლიზმები, ფინანსური კუთხით – სირთულეები. ამ პლანეტების შეერთების დროს დაიწყო პანდემია, შემდეგი შეერთების დროს – მეორე ტალღა აპრილის თვეში და ახლა, ნოემბერში გველის იუპიტერისა და პლუტონის მესამე შეერთება, რასაც მოჰყვება, ვირუსის კიდევ ერთი მასობრივი გავრცელება, ანუ, ეგრეთ წოდებული, მესამე ტალღა.
– როგორც ასტროლოგი, რა გათვლები გაქვთ პლანეტებზე დაკვირვებით კოვიდინფექციის კუთხით? რამდენ ხანს გასტანს პანდემია დედამიწაზე და მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში?
– როგორც პლანეტები გვამცნობენ, პანდემიის დასრულების ბოლო ვადა 2021 წლის მაისის პირველი დეკადაა. ხოლო, აფეთქება ნოემბრის თვეში ჯერ წინ გველის. თუმცა, მინდა, ყველას ავუხსნა: როცა ორი წლის წინ იყო ქათმისა და ღორის გრიპი, იმ დროს ვინმეს დაუდია სტატისტიკა, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ამ გრიპის გართულებით? რა მდგომარეობა იყო? არადა, რეალურად, ყოველი მეორე და მესამე ადამიანი გრიპით იყო დაავადებული. თუმცა, გადაიტანეს, განიკურნენ და გააგრძელეს ცხოვრება. მაშინაც არ არსებობდა ვაქცინა და ბევრს არ გაუკეთებია. რასაკვირველია, ჯანდაცვამ იცოდა დაავადებულთა სტატისტიკა, მაგრამ ჩვენთვის არაფერი უთქვამთ. ამიტომ, ჩვენ ახლა რომ გვაქვს პანიკა, დაინფიცირდა ამდენი, გარდაიცვალა ამდენიო, საზოგადოება კიდევ უფრო მეტად ვარდება პანიკაში და ეს უარეს შედეგს იწვევს. კოვიდზე გაცილებით საშიში იყო „ჰონკონგისა“ და ღორის გრიპი, მაგრამ რამდენი ადამიანი ემსხვერპლა მას, ამას არავინ ამბობდა. რეალურად, ნებისმიერი სეზონური გრიპი სუსტი იმუნიტეტის მქონე და ხანდაზმული ადამიანების ჯანმრთელობას მიმდინარე ქრონიკული დაავადებების ფონზე უქმნის საფრთხეს. მაგალითად, ონკოლოგიურ პაციენტს ან მას, ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემა აქვს მოშლილი, კოვიდი კი არა, ჩვეულებრივი გრიპის ფონზე გართულებამ შესაძლოა, შეუქმნას დიდი საფრთხე და ლეტალური შედეგი გამოიწვიოს. ეს პანიკა კი, გამოწვეულია მასონური ჯგუფების მიერ, ვინც შემოაგდო კოვიდის გრიპი. კოვიდი, ხშირ შემთხვევაში, უსიმპტომოდ მიდის და რამდენმა გადაიტანა, არავინ იცის. მოკლედ, ეს არის სპეციალურად, ხელოვნურად შექმნილი გრიპი, აქვს გავრცელების მრავალფეროვანი ფორმა, ამიტომ, შესაძლოა, ბევრ ადამიანს მოედოს. თუმცა, არც ისეთი სასიკვდილოა, როგორც მისი წინამორბედი გრიპები. ვინც ეს გრიპი შექმნა, დაინტერესებულია პანდემიის გამოწვევით მსოფლიოში, ანუ იმით, რომ საყოველთაო ხიფათი შექმნას. პანდემიის დროს ქვეყნის კონსტიტუცია არ მუშაობს, არ გაქვთ უფლება, თქვათ უარი ვაქცინაციაზე. ზუსტად ამისთვის სჭირდებოდათ კოვიდი, რომ შეეყვანათ ადამიანში ვაქცინა, რომელიც სწორედაც რომ, არსებობს და ის შეიქმნა მაშინ, როცა შეიქმნა ეს ხელოვნური გრიპი – კორონა. ჯერ კიდევ 2005 წელს ბილ გეითსი ამბობდა, რომ არსებობს კორონავირუსი და არსებობდა მისი ვაქცინაც. ასე რომ, ახლა აწყობთ პანიკა, თორემ ვაქცინა, კიდევ ვამბობ, დიდი ხანია შექმნილია. მასონურ ჯგუფებს კი უნდათ პანიკა და შიში დათესონ, რადგან, როცა ადამიანში იმატებს შიში და პანიკა, იკლებს მისი ორგანიზმის ვიბრაციული სიხშირე, იკლებს იმუნიტეტი და ბიოველი სუსტდება. როცა მსოფლიოში არის პანდემია, ადამიანი ვარდება პანიკაში და მცირდება მისი ორგანიზმის ვიბრაციის სიხშირე, ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, მას ადვილად ერევა ვირუსი და ამწვავებს ქრონიკულ დაავადებებს. ხოლო, როცა ადამიანი არის მშვიდი, გაწონასწორებული და არა აგრესიული, ასევე, იცავს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს – იყენებს პირბადეს, იბანს ხელებს, მეტ დროს ატარებს ჰაერზე და ჯანსაღად სძინავს, მას კორონა არ ემუქრება. დამიჯერეთ, მდგრად იმუნიტეტს კორონავირუსი ვერ ერევა. ამიტომ, არ უნდა მიეჯაჭვოთ ტელევიზორს, რომ ყოველ ერთ საათში არ ისმინოთ, რამდენი ადამიანი ავადდება და კვდება მსოფლიოში. მასმედია ადამიანის იმუნიტეტის დაქვეითების მთავარი წყაროა.
– რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი გამოირჩევა მდგრადი იმუნიტეტით, იმუნურ სისტემაზე თუ მოქმედებს ადამიანის დაბადების მომენტი და ზოდიაქო?
– ზოგადად, ეს ინდივიდუალურია. ადამიანის იმუნურ სისტემაზე, გარდა ზოდიაქოს ნიშნისა, მოქმედებს გენეტიკა და ცხოვრების წესი. ოქტომბრის თვემდე ძალიან რთული პერიოდი და მათ შორის, დასუსტებული იმუნიტეტი ჰქონდათ „მორიელებს“, „კუროებს“, „კირჩხიბებს“, „თევზებს“ და „თხის რქებს“. მათ სჭირდებოდათ ბევრი სიფრთხილე. იმუნიტეტის დაქვეითების კუთხით ახლა რთული პერიოდი იწყება „მშვილდოსნის“, „ვერძის“, „სასწორის“, „მერწყულისა“ და ლომის“ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. ადამიანის იმუნიტეტზე მოქმედებს წელიწადის გარკევულ დროს დაბადება. ძლიერი იმუნიტეტით გამოირჩევიან ზაფხულსა და ზამთარში დაბადებულები, რადგან სტაბილური პერიოდებია. ხოლო გაზაფხულსა და შემოდგომაზე, როცა გარდამავალი პერიოდია, არის ვიტამინების ნაკლებობა, იცვლება ამინდი, ამ კუთხით ცოტა რთულია. უფრო მდგრადი იმუნიტეტი აქვთ დილით დაბადებულ ადამიანებს, ვიდრე საღამოს საათებში დაბადებულებს. აგრეთვე, შედარებით მყარი იმუნიტეტით გამოირჩევიან ახალ მთავრეზე, ორი კვირის განმავლობაში დაბადებული ადამიანებიც.