№44 ჩაშლილი ქეიფი
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მოკლედ, მოქეიფეთა გუნდი (მაყუჩიას ძმაკაცები) პარტერის პირველ რიგში არიან ჩამწკრივებული და მის მოკვლას ელოდებიან, რომ საქეიფოდ წავიდნენ. მაყუჩია სცენაზე შემოვარდა და დაიყვირა:
– მეფე მოჰკლეს!
– ეს რა ცუდი ამბავი მოიტანეო და... მაყუჩიას ესროლეს და მოკლეს. ერთი სიტყვით, მაყუჩია სცენიდან უნდა გაათრიონ, მაგრამ არავის გაჰყავს, რადგან იცოდნენ, რომ საქეიფოდ უნდა წასულიყო და „უჩალიჩებენ“... მაყუჩია მიხვდა, რაშიც იყო საქმე და ვითომ მძიმედაა დაჭრილი, კულისებისკენ მიხოხავს, რომ სცენიდან გავიდეს...
– ეს კიდევ ცოცხალიაო?! – დაიღრიალა მსროლელმა და მაყუჩია რომ სცენაზე დაეტოვებინა, ტყვიების ახალი ჯერი დაახალა.