№44 ეს საინტერესოა
* შუა საუკუნეების ესპანეთში ფიქრობდნენ, რომ ეშმაკი ითხოვდა მსხვერპლს იმისთვის, რომ ადამიანებს ხიდის აგებაში დაეხმარა. სწორედ ამის გამო დამკვიდრდა ტრადიცია – ახალაგებულ ხიდზე პირველს შავ კატას გაუშვებენ.
* როგორც ძველი კორეელი მწერალი ლიმ ჯე წერს: „ხანძრის დროს მარცვლეული რომ არ განადგურებულიყო, ძველ დროში ბეღლებს სოფლიდან საკმაოდ მოშორებით აგებდნენ“.
* აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარე ტანზანიის რესპუბლიკის საპორტო ქალაქის, ბოგომაიოს სახელი ითარგმნება, როგორც „ადგილი, რომელიც დატოვა იმედმა“ – რამდენიმე საუკუნის წინ ბოგომაიოში მონებით ვაჭრობდნენ.
* ეკლესიაში კასტრირების შედეგად ხმადაწვრილებული მამაკაცები მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც წმიდა პავლემ თქვა – ტაძარში ქალი უნდა დუმდესო და თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში მღეროდნენ ეკლესიის გუნდში. 1903 წელს ეს პრაქტიკა გაუქმდა.