№44 ბრძნული აზრები
ტეტჩერი: მე პასუხს ვაგებ მხოლოდ იმაზე, რაც მე ვთქვი და არა დასკვნებზე, რაც თქვენ ჩემი ნათქვამიდან გამოიტანეთ.
შაკური: დღეგრძელია ვარდი, რომელიც ბეტონზე ამოიზარდა მაშინ, როცა ის არავის ადარდებდა.
მონტენი: თუ ვინმეს მართლა უყვარდი და გიღალატა, იცოდე, იგი ამას უშენოდ ვერ შეძლებდა.
რობაქიძე: მტრის დასაძლევად ორი რამ არის საჭირო – თავდაჭერა და ირონია.
ილია მეორე: უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. შური არ უნდა ვიძიოთ – ბოროტებით ბოროტება არ იკურნება. ერთმანეთს გავუკეთოთ სიკეთე. შეიძლება, ღირსიც არ არის ის ამ სიკეთისა, მაგრამ ათმაგად შენ დაგიბრუნდება.
ორუელი: ძალაუფლება ნიშნავს ძალაუფლებას ადამიანებზე, მათ სხეულებზეც, რასაკვირველია, მაგრამ, უწინარეს ყოვლისა – მათ გონებაზე.
კიოსაკი: ადამიანები ყველაზე ხშირად იმიტომ ვერ აღწევენ წარმატებებს, რომ წარუმატებლობის ეშინიათ.
რემარკი: საოცარია, რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი, როდესაც უყვარს.
გოეთე: მუდამ რომ დაუსრულებელი ხარ, ეგაა შენი სიდიადე.
ფორბსი: შეუპოვრობას გაცილებით მეტი საზღაური მოაქვს, ვიდრე უბრალოდ არსებობას.
დოსტოევსკი: თუკი მე – შენნაირსავე ცოდვილს, გული შემიძარი და შეგიცოდე, მაშინ, ღმერთი რაღას იზამს? სიყვარული ისეთი შეუფასებელი საგანძურია, მთელ სამყაროს შეგაძენინებს და არა მხოლოდ შენსას, სხვის ცოდვებსაც გამოისყიდი.
რუმი: როცა გეჩვენება, რომ ყველა და ყველაფერი შენ წინააღმდეგაა, არ დანებდე! რადგან ეს სწორედ ის დროა და ის ადგილი, სადაც კურსი უნდა აიღო!
ფენელონი: კაცს, რომელსაც სძულს სიმართლე, სძულს ისიც, ვინც ბედავს სიმართლის თქმას.
ლეო ქიაჩელი: გულს თუ არაფერი უჭირს, ცხოვრება არაფრად ღირს, იცოდე!
ჟან ანუი: ქალი ყოველთვის თანაუგრძნობს იმ ჭრილობას, რომელიც მას არ მიუყენებია.
რობერ ბოვე: ქალებს გმირები კი არა, გამარჯვებულები უყვართ.