კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 როგორ აღმოჩნდა მოსკოველი ქართველის ბინაში მილიონიანი ჩინური ფაიფურის ჭიქა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ჭირვეული დაზარალებული
1979 წლის 3 მაისს მოსკოველი ქართველის, 44 წლის ანეტა კორინთელის ბინა გაქურდეს. დაზარალებული ძველ არბატზე ცხოვრობდა და სახლთან ახლომდებარე გასტრონომის დირექტორი იყო. კორინთელი ქმართან იყო გაცილებული და 16 წლის ქალიშვილი ჰყავდა, რომელიც ქურდობის დროს სკოლაში იყო, თავად ანეტა კი – გასტრონომში. როგორც დადგინდა, ქურდობა დილის ათი საათიდან თერთმეტის ნახევრამდე მოხდა. ქურდმა მასიური მუხის კარი მძიმე ფოლადის ლომით („ფომკით“) გატეხა და ბინაში ამგვარად შეაღწია. როდესაც დაზარალებულმა მილიცია გამოიძახა და დაჰკითხეს, ქალმა განაცხადა, რომ ფული და ძვირფასი ნივთები ადგილზე იყო – ქურდს ვერ მიუგნია სამალავისთვის, რომელიც ქალს კედლის კარადაში ჰქონდა მოწყობილი. ანეტა კორინთელის განცხადებით, დაკარგული იყო ჩინური ფაიფურის 6 ცალი ჭიქა, ოთხი თეფში და ლარნაკი, აგრეთვე, „სონის“ ფირმის ორკასეტიანი მაგნიტოფონი და ლაიკის ტყავისგან დამზადებული პიჯაკი. თავდაპირველად მილიციელებს საქმის აღძვრაც კი არ უნდოდათ და დაზარალებულს უთხრეს, აუცილებლად ვიპოვით თქვენს ნივთებს და დაგიბრუნებთ. ისედაც ბევრი საქმე გვაქვს აღძრული და კიდევ ნუ აგვკიდებთ. მით უმეტეს, რომ ყველაზე მაქსიმალური შეფასებით, დაკარგული ნივთების სახელმწიფო ფასი 400-500 მანეთი თუ იქნებაო. ანეტა კი გაჯიუტდა:
– არ აღძრავთ და მინისტრთან გიჩივლებთო.
ამიტომ მილიციელები იძულებული გახდნენ, საქმე აღეძრათ. დაკარგული ნივთების ფასი კი ანეტაზე უკეთ ვინ იცოდა. ლაიკის პიჯაკში 800 მანეთი ჰქონდა გადახდილი სპეკულანტთან, „სონის“ მაგნიტოფონში – 1 200 მანეთი და ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო. ხოლო ჩინური ფაიფური კი მამამისმა ჩამოიტანა ჩინეთიდან მეორე მსოფლიო ომის დროს. ანეტას მამა სამხედრო პოლკოვნიკი იყო, მანჯურიაში, ჩინეთის ბოლო იმპერატორის აისინ გიორო პუის დაპატიმრებაში მიიღო მონაწილეობა და ეს ნივთებიც მისი სახლიდან წამოიღო.
ქურდი
ანეტა კორინთელის სიჯიუტით გამწარებულმა მილიციელებმა გულში ჩაიდეს წყენა და გადაწყვიტეს, მისთვის სამაგიერო გადაეხადათ. ეს არც თუ ისე ძნელი იყო, რადგან გასტრონომის დირექტორები დარღვევების გზით დიდ ფულს შოულობდნენ და მათი გამოჭერა დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. საკითხავი იყო ის, თუ ვინ მფარველობდა ქალს, მაგრამ, გარკვეული თანხის წართმევას ანეტასთვის მაინც ვარაუდობდნენ. მანამდე კი მილიციელები მოპარული ნივთების ძებნას შეუდგნენ. ლაიკის პიჯაკი და ორკასეტიანი იაპონური მაგნიტოფონი იმ პერიოდში თვალში საცემი ნივთები იყო, ამიტომ ოპერებმა შავ ბაზარს მიაკითხეს და გადამყიდველები, ივან კოკორევი და ოლეფტინა კაზანცევა დააკავეს. პირველს „სონის“ მაგნიტოფონი ჰქონდა გასაყიდად გამოტანილი, რომელსაც ათას მანეთად აფასებდა, მეორეს კი – ლაიკის პიჯაკი 400 მანეთად. ორივე გამყიდველმა აღიარა, რომ ეს ნივთები მათ ზახარ ვორობეიმ მიუტანა. ეს კაცი, მეტსახელად „ზახარიჩი“, ძველი ქურდი იყო და მილიციელები მას კარგად იცნობდნენ. გადამყიდველებს რომ ფაიფურის ნივთები მოჰკითხეს, მათ ერთხმად უპასუხეს, რომ „ზახარიჩს“ მათთან  ფაიფური არ მიუტანია. ოპერებმა ეს ნივთები ვერც „ბარიგა“ მეფაიფურეებთან აღმოაჩინეს, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მაგნიტოფონი, პიჯაკი და რაც მთავარია, გადამყიდველთა აღიარებითი ჩვენებები ხელთ ჰქონდათ. ამიტომ, მილიციის ოპერჯგუფი „სოკოლნიკში“ გაემართა, სადაც „ზახარიჩი“ ცხოვრობდა. როდესაც მილიცია ქურდის ბინაში შევიდა, „ზახარიჩი“ სავარძელში იჯდა, მარიხუანას აბოლებდა და კორინთელის ბინიდან მოპარული პატარა ფაიფურის ჭიქით, რომელსაც მამლები ეხატა, ჩეფირს სვამდა...
„ქათმის თასი“
მილიციის ოპერებმა „ზახარიჩისგან“ ფაიფურის ნივთები ამოიღეს და ქურდი მილიციაში წაიყვანეს. მან დანაშაული აღიარა და საქმეც გახსნილად გამოცხადდა. დაუძახეს დაზარალებულსაც და ამოღებული ნივთების ამოცნობის პროცედურა ჩაატარეს.. თუმცა, მილიციის უფროსმა, ანეტას გაწვალების მიზნით, გადაწყვიტა, ნივთების დაბრუნების დრო გაეწელა და ფაიფურის ექსპერტი გამოიძახა. ექსპერტმა რომ ნივთებს დახედა, „ქათმებიანი“ ჭიქა დიდი გულისყურით დაათვალიერა, შემდეგ მილიციელებს შეავლო თვალი, ქურდს, გადამყიდველებს, ანეტას და თქვა:
– ეს ჭიქა ჩინეთის მერვე იმპერატორ მინ ჩჟუ-ცზიანშენს ეკუთვნოდა და „ქათმის თასი“ ეწოდება. აქ საიდან გაჩნდაო?
ანეტამ კი მიუგო:
– მამაჩემი პოლკოვნიკი იყო და ჩინეთის ბოლო იმპერატორი, პუი რომ დააპატიმრეს, ეს ფაიფური მაშინ აჩუქეს.
ექსპერტს გაეცინა და თქვა:
– ძალიან ძვირფასი საჩუქარი გაუკეთებიათ მამათქვენისთვის – ეს პატარა ფაიფურის ჭიქა მილიონ დოლარამდე ღირს. ამიტომ ის სახელმწიფო საცავში უნდა დაიდოსო.
  ანეტა კორინთელს ამ სიტყვების გაგონებაზე გულის შეტევა დაემართა და საავადმყოფოში მოხვდა, თუმცა, „ქათმის თასი“ მას მაინც არავინ დაუბრუნა და ის სახელმწიფო საცავში შეინახეს.
P.S. მსოფლიოში დღესდღეობით „ქათმის თასის“ სულ 14 ეგზემპლარია, რომლებიც სხვადასხვა კერძო კოლექციაშია შენახული, რამდენიმე კი – მუზეუმში. ერთ-ერთი ეგზემპლარი 2014 წელს ჰონკონგში „სოთბის“ აუქციონზე 6 მილიონ დოლარად გაიყიდა.


скачать dle 11.3