კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 როგორი ხელის მტევანი აქვს მამაკაცს, რომლის გვერდით ცხოვრება მჩქეფარე და შეუდარებელია

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

რუბრიკის დღევანდელი თემა ეძღვნება ქალებს და მათთვის ყველაზე გადამწყვეტ მომენტს ცხოვრებაში. სულ ახლახან გაიცანით და უკვე ვეღარ ითმენთ, ისე გსურთ გაიგოთ, ერთგული იქნება თუ არა თქვენი ახალი რჩეული და ასევე, რა „ურთიერთობაშია“ ის ფულთან. ძალიან გაინტერესებთ არა? - მაშინ ყურადღებით დააკვირდით ხელზე, კერძოდ, ხელისგულსა და თითებზე და პასუხს თქვენს კითხვებზე უმალ მიიღებთ. გაცნობისთანავე შეგიძლიათ გაარკვიოთ, რას წარმოადგენს: მოსაწყენია, მდიდარი, ერთგული თუ შეუდარებელი მაჩო. როგორ? - სწორედ ამაში გაგარკვევთ ეზოთერიკოსი, ქალბატონი მანანა კ.
- მამაკაცის დახასიათება ხელის თითების მიხედვით საკმაოდ აპრობირებული და მრავლისმეტყველი მეთოდია, რომელსაც არაერთი ქალი უხსნია შეცდომისგან. თანაც, არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს, საკმარისია, „დაკვირვების ობიექტის“ პასიური ანუ არაგამრჯე (მემარჯვენესთვის ეს მარცხენა ხელია, მემარცხენესთვის, ანუ ცაციასთვის კი - მარჯვენა) ხელის არათითი და საჩვენებელი თითები ერთმანეთს შეადაროთ.
-  ეს მისი ერთგულების „საზომია“?
- არამხოლოდ, უფრო მეტსაც შეიტყობთ მასზე. თუ მამაკაცს არათითი უფრო გრძელი აქვს, ვიდრე შუათითი - ეს მიუთითებს, რომ ღალატზე უკან არ დაიხევს. საყვარელ გოგონაზე დაქორწინების შემთხვევაშიც კი, ძველებურად გაურბის „თვალი განზე“, თუმცა იშვიათად, რომ ამ ამბავმა მეუღლის ყურამდე მიაღწიოს. ძირითადად ასეთ ინტრიგებს მოკლევადიანი ხასიათი აქვს და დიდს არაფერს ნიშნავს ამ ტიპის მამაკაცისთვის - ეს ისე, გასართობად! თუ ასეთი მამაკაცი დაქორწინებას შემოგთავაზებთ, ეს ნიშნავს, რომ მისი ცხოვრების მთავარი ქალი თქვენ ხართ. მაგრამ პირიქით: თუ საჩვენებელი თითია არათითზე გრძელი - არამუშა ხელზე, თქვენ გაგიმართლათ: შეგხვდათ მოსიყვარულე, დიდსულოვანი და მხიარული ყმაწვილი. თუმცა, მათ „თოკზე გამობმულ ხბოსაც“ უწოდებენ - ვინც ყულფი ყელზე წამოაცვა, ისვე წაიყვანს თან. ასე რომ, როგორც ზოგიერთ ფილმშია, გამორიცხული არაფერია: თქვენზე „მაგარი“ სხვა ქალი რომ გამოჩნდეს და საბელი ხელიდან აგართვათ? ამიტომ, მსგავსი პრობლემა რომ თავიდან აიცილოთ: საიმედოდ „დააბით“ ბოსტანში - მეურნეობაში ასეთი მამაკაცი ნამდვილად გამოგადგებათ. მართალია, დიდად საქმის კაცი ვერაა, სამაგიეროდ, სიხარულით შეასრულებს თქვენს ნებისმიერ ახირებას. მესამე ტიპია, როცა მამაკაცს არამუშა ხელის არათითი და საჩვენებელი თითი ტოლი აქვს - თქვენ წინაშეა საიმედო დასაყრდენი, მზრუნველი ქმარი და მამა. მართალია, სიურპრიზებისა და ფერიასავით სურვილების შემსრულებლად არ გამოდგება, მაგრამ კლდესავით კი გაგიმაგრებთ ზურგს! მისი მთავარი კოზირი - შორსმჭვრეტელობა, სტაბილურობა და ერთგულებაა. ეს შეიძლება ზოგჯერ  მოსაწყენიც იყოს, სამაგიეროდ, მშვიდად იქნებით.
- მამაკაცის ხელი იმასაც „გვეტყვის“ ფულიანია ის თუ არა?
- დააკვირდით არაგამრჯე ხელზე მისი თითების სიგრძესა და სისქეს. თუ ბედმა ვიწრო ხელისგულისა და თხელი, გრძელი თითების პატრონთან შეგახვედრათ, თქვენ წინაშე რომანტიკული ბუნების, ნატიფი მამაკაცია. ასეთი ფორმის ხელის მტევანი უფრო ხშირად აქვთ: მსახიობებს, მუსიკოსებს, მხატვრებს. მათთან ერთად ცხოვრება მჩქეფარე და შეუდარებელია, ხოლო შემოქმედებით მიღებული შემოსავალი - საკმაოდ მსუყე. მხოლოდ ერთადერთი ნაკლი აქვს ასეთ ტიპს: ყოფითი საკითხების გადაწყვეტა არ ეხერხება. მზად ხართ, რომ ეს მოვალეობები საკუთარ თავზე აიღოთ?..  აი, მოკლე და ნატიფთითებიან მამაკაცზე კი დამსახურებულად ამბობენ, სახარბიელო სასიძოაო. მას პატივს სცემენ ხელმძღვანელი პირები, კოლეგები და ხელქვეითები. თავადაც კარგი ხელმძღვანელია და მთელ სულსა და გულს აქსოვს საქმეში: მუშაობს ენთუზიაზმით, რაციონალური წინადადებები შეაქვს ორგანიზაციისა და წარმოების საკითხებში. როგორც წესი, ასეთი თანამშრომლის შრომა მაღალანაზღაურებადია. თუმცა მასაც აქვთ მინუსები - მიდრეკილია ღალატისკენ, ეგოისტი და საკუთარ თავზე შეყვარებულია. არ გეგონოთ, რომ საყვარელი ქალის დასაცავად ქუჩის ხულიგნებს შეებრძოლება.  
- აბა, მოკლე და სქელი თითები არა მგონია, კარგ თვისებებზე მიუთითებდეს...
- მოკლე, სქელი თითები და განიერი ხელისგული სიძუნწის ნიშანია - ასეთი მამაკაცი მზადაა, ყოველი თეთრი გააკონტროლოს და არა მხოლოდ თავისი, - თქვენიც. ოჯახის ბიუჯეტის მუდმივი ეკონომიისა და ფულის სწორად განაწილების მიზეზით, ის მეუღლის შემოსავლებზეც აცხადებს პრეტენზიას. ასეთი ინდივიდის გვერდით ახალი ნივთების შეძენა უდიდესი „მოვლენაა“ ოჯახში. სანამ რამეს იყიდით, მოგიწევთ „მამა-მარჩენალს“ დაუმტკიცოთ, რომ გარდერობის განახლება ნამდვილად გჭირდებათ. ის არც შვილებს ანებივრებს. ამ კავშირის პლუსია - პარტნიორის ერთგულება და უსაფრთხოების ბალიში შავი დღისთვის. ასეთი მამაკაცი საქმისადმი დამოკიდებულების შესაშური თვისებებით გამოირჩევა და არასდროს დახარჯავს ფულს რაღაც სისულელეში. თან, ძალიან კარგად ართმევს თავს მამაკაცურ საქმეებსაც - თაროსაც გარანდავს, ონკანსაც შეაკეთებს და კვალსაც გაიყვანს ბოსტანში. რაც შეეხება ფართე ხელისგულისა და გრძელი, მსხვილი თითების მფლობელს - ის სიმბოლოა ერთგულების, ძალისა და უტყუარი ალღოსი. იშვიათად რომ ოლიგარქი იყოს, მაგრამ ოჯახის უზრუნველყოფა ფულითა და საცხოვრებლით მომდევნო რამდენიმე თაობისაც კი შეუძლია. ასეთი მამაკაცი ძირითადად კარგი მშენებელი, მეომარი, მეთევზე, მონადირე, სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელია.


скачать dle 11.3