კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 მოახლე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“#41-43(1034)


– ცოტაც მოითმინე, საშა, ცოტაც და მეფეებივით ვიცხოვრებთ. დავასრულებ ამ ოპერაციას. დანარჩენ ფულსაც ავიღებ და ჩვენს კვალს ვერავინ ნახავს, – უთხრა კიტიას ხვიჩიამ.
– რუსების დედაც!.. ფულის მეტი რა გვაქვს, ავახვიოთ აქედან და ვიცხოვროთ ჩვენს გემოზე, – მიუგო კიტიამ.
– რუსების დედაც... „იასნია“, მაგრამ შენ სამ მილიონ დოლარს ფულს ეძახი? – თქვა ხვიჩიამ.
– რა, ცოტაა? – კითხვა შეუბრუნა კიტიამ. ხვიჩიამ კი კითხვითვე უპასუხა:
– სამი მილიონი უფრო მეტია თუ ას ოცი მილიონი?
– ას ოცი. ეს რა შუაშია?
– იმ შუაშია, საშა, რომ მთელი ეს კომბინაცია ას ოცი მილიონი დოლარის გამოა მოფიქრებული. ვახოს იმიტომ ვუჩალიჩებთ, რომ ამ ფულის, რუსების ას ოცი მილიონი დოლარის გატანა არ უნდა ოფშორებში. არა და, სწორედ მას შეუძლია ეს, – თქვა ხვიჩიამ. კიტიამ კი დაამატა:
– მერე რა?
– რა და, ის, რომ რუსებს ვუთხარი, თუკი ვახოს მოვიშორებდით, მაშინ მის ადგილზე ნოდარ კეკელიას დანიშნავენ და კეკელიას კი ამ ფულს ოფშორებში გავატანინებ-მეთქი. ანუ, მთავარია, რომ რუსებმა ეს ფული ქეშად მომცენ. გაიგე?
– მოიცა, მოიცა! შენ, რა, რუსების გადაგდებაზე ჩალიჩობ?
– როგორც იქნა, მიხვდი.
– გაგიჟდი?
– რატომ?
– იმიტომ, ბიჭო, რომ „ეფესბე“ შეგარჩენს ფულის დაწერას? მიწიდან ამოგვთხრიან? – თქვა კიტიამ.
– საშა, „ეფესბე“ არც მისგან გაქცევისთვის გადაგვისვამს ხელს თავზე და ტოტალურ ძებნას დაგვიწყებენ. შედეგი კი იგივე იქნება. ამიტომ, ას ოცი მილიონით გაქცევა ჯობია სამი მილიონით გაქცევას. ბევრად უფრო საიმედოდ დავიმალებით. შენ კი გურამა ლოლაძე ვერ დაბრიდე და უკვე ექვსი თვეა, სული გძვრება, ის კი ჯერ კიდევ ცოცხალია, – უსაყვედურა კიტიას ხვიჩიამ.
– ხდება ხოლმე. სამაგიეროდ, „ბარიგა“ მივახურდავე. ლაშა მესხს „გავუჩალიჩე“ და ათი კილო ჰეროინი დავითრიე, – ამაყად თქვა კიტიამ.
– ჰეროინს გაუფრთხილდი და კაიფი არ დაიწყო, – ნახევრად ხუმრობით უთხრა ხვიჩიამ კიტიას და გვერდით ბინაში გაისტუმრა.
კიტია რომ წავიდა, ოთახში ტანწერწეტა ოცდაათიოდე წლის ქალი შევიდა. ხვიჩიას მუხლზე ჩამოუჯდა და უთხრა:
– რა იდიოტია ეს კიტია. ნუთუ ვერ ხვდება, რომ არაფერში გჭირდება. არსადაც არ წაიყვან.
– გვჭირდება. ჯერჯერობით გვჭირდება, ნორიკო. დიანა მესხი იქნება თავიდან მოსაშორებელი და ამ საქმეს კიტია შეასრულებს. მერე კი შეგვიძლია, საბრალო საშა საიქიოშიც გავისტუმროთ, – უთხრა ხვიჩიამ ნორა კერესს, ვისთან ერთადაც აპირებდა „ეფესბესთვის“ „შეწერილი“ 120 მილიონი დოლარით საზღვარგარეთ გაპარვას.
29 წლის ნორა კერესი ცნობილი დიზაინერის ქვრივი იყო და მას თავისი გეგმები ჰქონდა. საზღვარგარეთ გაპარვის შემდეგ ნორა რეზო ხვიჩიას მოკვლას, 120 მილიონი დოლარის დაპატრონებასა და დედოფალივით ცხოვრებას აპირებდა. გარეწარმა, ყოველ საზიზღრობაზე ხელის მომწერმა ქვრივმა იცოდა, რომ „ეფესბეს“ მიერ ძებნილის გვერდით ცხოვრება ძალიან საშიში იყო და ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლა ჰქონდა დაგეგმილი. ნორამ კისერზე შემოხვია ხელი ხვიჩიას და ჰკითხა:
– ჩემო სიყვარულო, როდის მოაშორებთ ვახო ლაბაძეს, რომ რუსებმა ას ოცი მილიონი ჩაგაბარონ?
– მაქსიმუმ, ერთ თვეში, – მიუგო ხვიჩიამ.
– ერთი თვე რა ამბავია? – თქვა ნორამ.
– რა, უფრო მეტს კი არ მოიცდი ას ოცი მილიონისთვის? – ჰკითხა პოლკოვნიკმა, რაზეც ქვრივმა უპასუხა:
– მოვიცდი, როგორ არ მოვიცდი. ვიხუმრე, ჩემო სიცოცხლევ.
კონსპირაციულ ბინაში გამართულ საუბრებს ხვიჩიას სხეულში მოთავსებული ჩიპის მეშვეობით დიკ შერი და ნილ სკაილი ისმენდნენ. ცენტრალური დაზვერვის რეზიდენტმა თავი გააქნია და შერის უთხრა:
– დიკ, ახლა უკვე ყველაფერი ნათელია და ფეიერვერკისთვის მოემზადეთ. „მოახლე“ გაააქტიურე და უთხარი, რომ ოპერაციის ფინალური ფაზა იწყება, მაგრამ ფრთხილად.
პოლკოვნიკ რეზო ხვიჩიასა და ახალგაზრდა ქვრივ გოგონას, ნორა კერესს შორის საუბრის მეორე დღეს ყველა ტელევიზიამ ერთდროულად გადმოსცა, რომ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ ლაბაძე დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება. ლაბაძის დროებით შემცვლელად კი ნოდარ კეკელია დასახელდა. კონკრეტულად რა მოხდა, არავინ ამბობდა და ეს კიდევ უფრო მეტ ეჭვსა და კითხვებს იწვევდა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ დაკავებული ლაბაძე პოლიციას ჰყავდა და არა უშიშროებას, როგორც ამას ხვიჩია ვარაუდობდა. პოლკოვნიკმა საკუთარი არხებით სცადა ინფორმაციის მოპოვება. მას უთხრეს, რომ მინისტრის მოადგილე სექსუალურ სკანდალში გაეხვა და ინფორმაციას არ ასაჯაროვებდნენ. ხოლო მისი პარტნიორი გოგონა კი მძიმე შოკში იმყოფებოდა და რეანიმაციაში, გაძლიერებული დაცვის ქვეშ იყო მოთავსებული. პოლკოვნიკმა შვებით ამოისუნთქა. მთავარი მიზანი მიღწეული იყო და მას უკვე ხელ-ფეხი ჰქონდა გახსნილი რუსებისთვის ფულის შესაწერად. ამიტომ, ხვიჩია კონსპირაციულ სარდაფში ეგორ ხლუსს ესტუმრა და უთხრა:
– ყველაფერი რიგზეა. კეკელიას ველაპარაკე. თანახმაა და ქეშს ელოდება, რომ ოფშორში გადაიტანოს, პანამაში. მოკლედ, ახლა თქვენი გამოსვლის დროა.
– პრობლემა არაა. ჩვენც ყველაფერი რიგზე გვაქვს და შეგიძლია, ფული ახლავე წაიღო, – მიუგო ხლუსმა.
პოლკოვნიკი სულ მალე 120 მილიონი დოლარის მფლობელი უნდა გამხდარიყო. სამი დღის შემდეგ კი ხვიჩია და ნორა კერესი ამდენი ფულით ჯერ თურქეთში ჩავიდოდნენ, იქიდან კი – ახალ ზელანდიაში. პოლკოვნიკს ეს არხი კარგად ჰქონდა დამუშავებული და დარწმუნებული იყო, რომ ვერავინ შეუშლიდა ხელს. ამიტომ, როდესაც პოლკოვნიკმა ზუსტად შუაღამეს 120 მილიონი დოლარი თავის კერძო სახლში მიიტანა და ნორა კერესთან დარეკვას აპირებდა, რომ ქვრივისთვის ფულის ხელში ჩაგდება ეხარებინა, უცბად ორმა ათლეტმა მას ტელეფონი გამოართვა, ხოლო დიკ შერიმ  გამართული ქართულით უთხრა:
– ნუ ირჯები, პოლკოვნიკო. ნორა კერესი აქაა და წინააღმდეგობის გაწევას არ გირჩევთ.
პოლკოვნიკისთვის იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყოველივე, რომ საკუთარ თვალს არ უჯერებდა. მაგრამ, როდესაც რეალობა აღიქვა, ისტერიკაში ჩავარდა და დაყვირება დააპირა, თუმცა ამერიკელმა ოპერებმა ეს მცდელობა აღკვეთეს და ხვიჩიამ კრინტიც ვერ დაძრა.
***
ხვიჩიას გაკოჭვის პარალელურად, აზერბაიჯანსა და სომხეთში იმ რუსული საწყობები აფეთქდა, სადაც იარაღი საქართველოს გავლით შეიტანეს. ინციდენტი მოხდა ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზეც და ხუთი ტონა ჰეროინი ისევე სრულად და სწრაფად დაიწვა, როგორც რუსული რეაქტიული დანადგარები სომხეთ-აზერბაიჯანში. ეგორ ხლუსი მთელ  ამ ინფორმაციას ტელევიზორში უყურებდა და ვერ დაეჯერებინა, თან ქოშინით იმეორებდა – ეს შეუძლებელია, ეს შეუძლებელიაო. რუსმა რეზიდენტმა მობილურზე დაურეკა რეზო ხვიჩიას და პაროლით შეეხმიანა, თუმცა იქიდან უპასუხეს:
– პაროლი გაუქმებულია, რეზიდენტო, თამაშგარე ხართ...
ამ ფრაზამ საბოლოო სიცხადე შეიტანა და ხლუსი მიხვდა, რომ მისი სიცოცხლე აღარ ღირდა. ამიტომ პისტოლეტის ლულა საფეთქელზე მიიდო და სასხლეტს თითი გამოჰკრა...
ამერიკელების კონსპირაციულ ბინაში კი და-ძმა მესხები იმყოფებოდნენ და დიკ შერისა და ნილ სკაილს ესაუბრებოდნენ. ცენტრალური დაზვერვის რეზიდენტმა დიანას უთხრა:
– მაქვს პატივი, გაცნობოთ, ამერიკული ვარსკვლავით ხართ დაჯილდოებული. ბრწყინვალე ოპერაცია იყო და როდესაც ვაშინტონში ჩახვალთ, შეფი პირადად მიგიღებთ,.
– ვაშინტონში, მისტერ ნილ? – ჰკითხა დიანამ?
– დიახ, ჩემო კარგო, თქვენ და თქვენი ძმა ლაშა. რუსები ძებნას დაგიწყებენ შურის საძიებლად, ჩვენ კი ამას ვერ დავუშვებთ. ასე რომ, სამიოდე საათის შემდეგ სამხედრო თვითმფრინავით გადაუფრენთ ოკეანეს, თანაც, არც თუ ისე ცარიელები. ჩვენი კანონის თანახმად, შავი ფულის ამოღებაში გაწეული გარჯისთვის თქვენ ორი პროცენტი გეკუთვნით. ეს კი  ორი მილიონ ოთხასი ათასია. – უთხრა სკაილმა აგენტ „მოახლეს“ და ოთახიდან გაისტუმრა.
სამიოდე საათის შემდეგ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავს და-ძმა მესხები ვაშინგტონში მიჰყავდა საცხოვრებლად, ვახტანგ ლაბაძე კი – გრძელვადიანი კონტრაქტით სამუშაოდ. ასეთი პატივი კი ფინანსთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს იმიტომ ხვდა წილად, რომ მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამერიკელების მიერ განხორციელებულ სპეცოპერაციაში.
ვაშინგტონშივე მიჰყავდათ რეზო ხვიჩიაც, რომელმაც ბევრი რამ იცოდა და ცენტრალურ დაზვერვას მისი ცოდნა რუსებთან პაექრობაში გამოადგებოდა.
დასასრული
скачать dle 11.3