კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 როგორ გძინავთ

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

ცნობილია, რომ ადამიანის ძილის პოზა მის ხასიათზე მეტყველებს. მთავარია, მეტი დაკვირვებულობა გამოიჩინოთ და გაარკვიოთ, რა პოზაში იძინებთ ყველაზე კომფორტულად. მერე კი ნახეთ ტექსტის შედეგები, რომელმაც შეიძლება, გაგაოცოთ.
1. თუ თქვენ ვინმეზე, ან რამეზე მუხლით დაყრდნობის გარეშე ვერ იძინებთ – ეს  იმაზე  მეტყველებს, რომ  საიმედო და მშვიდი პიროვნება ხართ. თქვენი წყენინება რთულია. მომავლის არ გეშიანიათ. ოპტიმიზმი თქვენი ხასიათის  მთავარი უპირატესობაა.  თქვენნაირ  ადამიანებს შეუძლიათ, ადრე დილითაც იცინონ და ადვილად ეგუებიან  ნებისმიერ ცვლილებას. თქვენ იცით, როგორ და რით იყოთ ბედნიერი.
2. თუ თქვენ ჩვილი ბავშვის პოზაში გძინავთ – ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირად საჭიროებთ თანაგრძნობას. ამაოდ ცდილობთ პრობლემებისგან თავის დაღწევას, რადგან ამ მცდელობებში რეალობას ხართ აცდენილი. არ იცით როგორ გამოიყენოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები. მოეშვით საკუთარი თავის  ტერორს  და გააკეთეთ, რაც გულით გინდათ?  
3. თუ  გძინავთ მუცელზე და  ხელ-ფეხი ფართოდ გაქვთ გაშლილი – თქვენ გაქვთ ლიდერის თვისებები. გიყვართ  ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა და არ მოგწონთ მოულოდნელობები. თქვენი სიჯიუტით კი ხშირად  აღწევთ წარმატებას.
4. ზურგზე მეფეებს სძინავთ –  როგორც ჩანს, თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, მიუხედავად იმისა, რომ არავინ გამეფებთ.  პოზიტიური და ხალისიანი ხართ, გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. საქმეში პრინციპული და ჯიუტი ხართ, თანაც, რაციონალური, სიმართლეს ყოველთვის პირდაპირ ამბობთ.  
5. წეროსავით გძინავთ,  ანუ ფეხშეკეცილს – ამოუცნობი პიროვნება ბრძანდებით, რომელსაც ახალ-ახალი თავგადასავლები იზიდავს. ისეთი არასტაბილური ხასიათი გაქვთ, რომ  გარშემო მყოფებს, ოჯახის წევრებსაც კი გაურკვევლობაში აგდებთ. ძალიან გიჭირთ არჩევნის გაკეთება. ყველაფერში სტაბილურობა გსურთ, მაგრამ არ გამოგდით.  

скачать dle 11.3