№44 კითხვა-პასუხი
ნინო კანდელაკი ანი რევია
კითხვა: საკმაოდ ძვირს ვაძლევ კრემებში. ბევრი ჩემი ნაცნობი კი სახლში დამზადებულს იყენებს და რამდენად ეფექტურია და უსაფრთხო სახლის პირობებში დამზადებული კრემები?
პასუხი: სახლის პირობებში დამზადებული კრემები და ნიღბები, არ შეიცავს კონსერვანტებს. ამიტომ, პერიოდულად მათი გამოყენება კარგია, რომ სახე დაასვენოთ და ბუნებრივად გამოკვებოთ. ზამთარში, განსაკუთრებით მშრალი კანისათვის, კარგია კოსმეტიკური ზეთებით გაჯერებული, სუფთა თაფლის სანთელსა და ნატურალურ დინდგელზე მომზადებული მკვებავი კრემები. რაც შეეხება დამატენიანებელ კრემებს, ზაფხულში ჯობს, გამოიყენოთ ქარხნული, რადგანაც ისინი უკეთ იწოვება და სიცხეში არ ტოვებს ცხიმის კვალს.
კითხვა: რამდენად კარგია სახეზე ყურძნის წიპწის ზეთის წასმა?
პასუხი: ყურძნის წიპწის ზეთი იდეალურია ნორმალური, ცხიმიანი ან აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის.