№44 იმუნიტეტის ასამაღლებელი და წონაში დასაკლები დიეტა
ნინო კანდელაკი ანი რევია

აქვე შემოგთავაზებთ ეფექტურ დიეტას, რომელიც იმუნიტეტს ამაღლებს და იმავდროულად, წონაში კლებასაც იწვევს. ამ დიეტის დაცვა სასურველია სამ კვირაში ერთხელ.
პირველი დღე
საუზმე: 1 ჭიქა რძე და 100 გრამი ნიგოზი.
სადილი: 200 გრამი ბოსტნეულის სალათა, 200 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, შავი პურის ნაჭერი, 1 ჭიქა ხილის წვენი.
ვახშამი: ერბოკვერცხი, უცხიმო ყველი, ერთი ჭიქა რძე და რუხი პური.
მეორე დღე
საუზმე: რუხი პური, ერბოკვერცხი, უცხიმო ყველი, 1 ჭიქა რძე.
სადილი: მოხარშული ქათმის ხორცი, მწვანე ჩაი და ხილი.
ვახშამი: ბოსტნეულის წვნიანი.
მესამე დღე
საუზმე: 1 ჭიქა იოგურტი.
სადილი: მოხაშული ქათამის ხორცი, ბოსტნეულის სალათა, მწვანე ჩაი.
ვახშამი: მოხარშული კარტოფილი, რამდენიმე ლებანი ნიგოზი, 1 ცალი ფორთოხალი.
იმუნიტეტის ასამაღლებლად დიეტის დაცვისას სასურველია, დალიოთ თაფლიანი და ლიმონიანი წყალი – 1 ჭიქა წყალი, 1 ლიმონის წვენითა და 1 სუფრის კოვზი თაფლით. ამ ნაზავის მიღება შეიძლება დილით და საღამოს. აგრეთვე, ძალიან სასარგებლოა ახალგამოწურული ხილისა და ბოსტნეულის წვენები.