კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 როგორ უნდა შეაჩეროთ ხელის კანის დაბერების პროცესი

ნინო კანდელაკი ანი რევია

  ამინდის ცვლილებასთან ერთად, ხელის კანი მალე შრება და უხეშდება. ამიტომ, შემოდგომის დადგომასთან ერთად, ხელებს სპეციალური ყურადღება უნდა მიაქციოთ. შეიძინეთ საშემოდგომო ხელთათმანები, ის დაიცავს თქვენს ხელებს სიცივისგან და ნაკლებად გამოაშრობს კანს. ასევე, მუდამ თან უნდა ატაროთ ხელის კრემი და გამოიყენოთ მაშინ, როდესაც იგრძნობთ, რომ კანი გამოშრა.
ცხელი წყალი და საპონი სწრაფად აშრობს კანს. ამიტომ ეცადეთ, რომ ხელის დაბანისას წყალი არა ცხელი, არამედ თბილი იყოს. როდესაც გარეთ უკვე საკმაოდ აცივდება, ჯობს, ხელის დასაბანად თხევადი ან გლიცერინიანი საპონი გამოიყენოთ. ხოლო ხელის დაბანის შემდეგ, აუცილებლად წაისვათ კრემი. კრემის გამოყენების გარდა, სასურველია ძილის წინ ხელის კანის დამასაჟება ქოქოსის ზეთით.
ზოგადად, ადამიანის ასაკს ყველაზე მეტად ხელის კანის მდგომარეობა ამხელს. ამიტომ, ხელებს ახალგაზრდობა და სილამაზე რომ შეუნარჩუნოთ, გულმოდგინედ უნდა მოუაროთ. საპონი აშრობს კანს, ამიტომ უმჯობესია, თხევადი საპნით ისარგებლოთ. სასარგებლოა ხელებზე მონაცვლეობით ცხელი და ცივი წყლის გადავლება.
  თუ კანი გამოგიშრათ, მაგრამ მკვებავი ან დამატენიანებელი კრემი არ აღმოგაჩნდათ, წაისვით ხელებზე რამდენიმე წვეთი მზესუმზირის ზეთი და მსუბუქად შეიზილეთ, მერე კი, ქაღალდის ხელსახოცით ნაზად შეიშრეთ. ეცადეთ, ქუჩაში სველი ხელებით არ გახვიდეთ, რადგან კანი გამოშრება და თუ მგრძნობიარეა, დასკდება.
  კარგია ხელების დაბანა სკრაბით, რომელსაც ადვილად მოამზადებთ დაფქული ყავისა და ორი წვეთი თხევადი საპნისგან. 3 დღეში ერთხელ, წაისვით ხელებზე ასეთი ნარევი, შეიზილეთ და ჩამოიბანეთ. ასევე, ძალიან სასარგებლოა ხელის აბაზანები: ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის აბაზანა კვებავს და არბილებს კანს. ხოლო, გვირილისა და ცაცხვის აბაზანა არა მარტო  არბილებს, ამშვიდებს კიდეც. აბაზანა მიიღეთ, კვირაში ერთხელ.
  სახლის პირობებში, ასევე, შეგიძლიათ, მოამზადოთ ნატურალური მკვებავი კრემი ხელებისთვის: აიღეთ თითო-თითო სუფრის კოვზი კალენდულა, გვირილა, მრავალძარღვა და ორკბილა, რომელსაც აფთიაქში შეიძენთ, მოათავსეთ თერმოსში და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. 6 საათი გააჩერეთ და გადაწურეთ. აიღეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, 50 გრამი ნაღების კარაქი, 1 ჩაის კოვზი მცენარეული ნაყენი და ერთმანეთში კარგად აურიეთ. შეინახეთ მაცივარში. ამ კრემს აქვს მკვებავი, დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
თუ გსურთ, ხელის კანი მუდამ ფორმაში გქონდეთ, ასევე, აუცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები:
* დაიბანეთ ხელები სწორად – უმჯობესია, არჩევანი შეაჩეროთ დამატენიანებელ საპონზე ჟოჟობას ზეთით, ზეითუნის ზეთით ან ალოე ვერათი. დაიბანეთ ხელები თბილი წყლით. არ გამოიყენოთ ელექტრონული საშრობები;
* გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანი ჭურჭლის ან რაიმეს გარეცხვის დროს – ქიმიური სარეცხი საშუალებების გამოყენება აშრობს და აუხეშებს კანს;
* გამოიყენეთ ხელის დამატენიანებელი კრემი რეგულარულად – დღეში ორჯერ, დილით და საღამოს. თუ კანი გამოგიშრათ, გამოიყენეთ ის ხელის ყოველი დაბანის შემდეგ. ფრჩხილებსაც სჭირდება დატენიანება. ამისთვის E ვიტამინით მდიდარი კრემი გამოგადგებათ.
აქვე გასწავლით ხელის სკრაბის მომზადებას, რომლის გამოყენება შეგიძლიათ კვირაში ერთხელ: ნახევარი ავოკადო, 1 კვერცხის გული და ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი შეურიეთ ერთმანეთს. წაისვით ხელებზე და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეფექტური სკრაბის მიღება შეგიძლიათ, ასევე, ზეითუნის ზეთისა და შაქრის ნაზავით. პიგმენტაციის წინააღმდეგ კი კარგია ციტრუსისგან დამზადებული ნიღაბი: 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი რძე და ერთი სუფრის კოვზი თაფლი შეურიეთ ერთმანეთს და წაისვით ხელებზე. გაიჩერეთ 15 წუთით და  თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

скачать dle 11.3