კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1998 წლის 19 სექტემბერს. რომელი სფეროა ჩემთვის წარმატებების მომტანი?
პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, სამასაჟო საქმიანობა, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ორგანიზატორული საქმე, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, არქიტექტურა, მოდელირება, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სადალაქო ინდუსტრია, გასართობი სფერო, ხელოვნების ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობა.
კითხვა: დავიბადე 2000 წლის 6 მაისს. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები?
პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის მისაღებია ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, დიპლომატია, საავიაციო ბიზნესი ან შემოქმედება, ქორეოგრაფია, სამეცნიერო კვლევა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, საქველმოქმედო საქმიანობა, სასტუმროების ბიზნესი. ყველა ამ სფეროში წარმატებები გელით.
კითხვა: დავიბადე 1997 წლის 19 ივნისს, შუადღის 1 საათზე. რომელ სფეროში მექნება მეტი შანსი, მივაღწიო სასურველ მიზნებს?
პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია შემდეგი პროფესიები: მანქანათმშენებლობა, მანქანების ბიზნესი, სპორტი, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკა, საგამომგონებლო, საკონსტრუქტორო საქმიანობა, ფსიქოთერაპია, მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო-საფინანსო საქმიანობა, ლინგვისტიკა, მთარგმნელობითი სფერო, სოციოლოგია. თუ წინააღმდეგობებს გადალახავთ, წარმატებები გელით შემდეგ პროფესიებშიც: პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია.
კითხვა: დავიბადე 1994 წლის 28 აგვისტოს, დღის 12 საათზე. რომელი პროფესიებია ჩემთვის წარმატების მომტანი, გამიმართლებს თუ არა უცხოეთში და, კერძოდ, რომელი ქვეყნებია ჩემთვის მისაღები და სასურველი?
პასუხი: თქვენი კოსმიურ-კარმული მისია სამშობლოს უკავშირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უცხოეთი თქვენთვის ცუდია. კარგია და წარმატების მომტანი შემდეგი ქვეყნები: ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, კუნძული სარდინია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან აღმოსავლეთი მხარე, ჩრდილო აფრიკის ქვეყნები, საბერძნეთი, ნორვეგია, უკრაინა, კვიპროსი, ირლანდია, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, მოლდოვა, ესტონეთი, არგენტინა, ფინეთი, ლიტვა, ბულგარეთი, ისრაელი, შრი-ლანკა. პროფესიებიდან კი მისაღებია ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პროფესიონალური დიპლომატია, ლინგვისტიკა, მთარგმნელობითი საქმიანობა, ავიაცია, იურისპრუდენცია, საკომუნიკაციო სისტემები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე, უძრავი ქონების ბიზნესი, საიუველირო საქმე, საკონდიტრო სფერო, არქიტექტურა და მშენებლობა.
скачать dle 11.3