კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 რაში გამოიყენა ლავრენტი ბერიამ დიმიტრი უზნაძის მეცნიერული მიღწევები

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  უკვე აღარავინ დავობს, რომ ლავრენტი ბერია განუმეორებელი ორგანიზატორი იყო და მისი ინოვაციური მოღვაწეობა ზოგჯერ დროსაც კი უსწრებდა. თუმცა, ბერიას მოღვაწეობის არაერთი ასპექტი დღემდე გაუმჟღავნებელი რჩება, ისინი თანდათან გამოაქვთ მზის სინათლეზე და ოდესღაც დადგება დრო, როდესაც ბერიას მთელი მოღვაწეობა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება... ისტორიკოს-პუბლიცისტი ანატოლი სურკინი წერს: „ნიშნადობლივი ფაქტია, რომ ის ადამიანები, ვინც დღემდე ლავრენტი ბერიას ანტიპიარით არიან დაკავებული, ბერიას ცივსისხლიან, დაუნდობელ ჯალათად ხატავენ და ლამის ვამპირობაც კი დააბრალონ, იმავდროულად, ბერიას „შავ შტრიხებს“ უწიგნურობასა და უკულტურობასაც უმატებენ. სინამდვილეში კი ლავრენტი ბერია განათლებული ადამიანი იყო და მას გამორჩეული ინოვაციური აზროვნება ჰქონდა. სადაც კი ბერიას უმუშავია, ყველგან მისი ინოვაციების კვალია დატოვებული, რაც დღემდე ამჩნევია ამა თუ იმ სფეროს. ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა კვალი ლავრენტი პავლოვიჩმა, რა თქმა უნდა, საბჭოთა უშიშროების მოდერნიზებას დააჩნია – სწორედ, ამ ადამიანის წყალობით გათანამედროვდა და ახალ სიმაღლეებზე ავიდა ძველი „ჩეკა“ და „გეპეუ“. სწორედ, ლავრენტი ბერია იყო მსოფლიო სპეცსამსახურების ისტორიაში ის პირველი ხელმძღვანელი, რომელმაც მეცნიერება დანერგა ამ სფეროში და დახმარებისთვის კორიფეებს უხმო. ერთ-ერთი ასეთი იყო ცნობილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი, ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი, ღვაწლმოსილი პედაგოგი დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძე. სწორედ, უზნაძის „განწყობის თეორია“ დაედო საფუძვლად როგორც საბჭოთა მზვერავ-ინდივიდუალების ფსიქოლოგიურ მომზადებას, ასევე, საბჭოთა კავშირში ყველა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელთა ფსიქოლოგიურ მომზადებასაც. ბერიამ, რომელიც უყურადღებოდ არცერთ სამეცნიერო-ტექნიკურ თუ სხვა მიღწევებს არ ტოვებდა, თვალნათლივ დაინახა, რომ მეცნიერ დიმიტრი უზნაძის გამოკვლევები და ექსპერიმენტები ფსიქოლოგიაში დიდად წაადგებოდა უშიშროების სტრუქტურას და ამის თაობაზე პირადად შეხვდა უზნაძეს. ლავრენტი ბერიას ვაჟი, სერგო ბერია ყვებოდა: „როგორც მამის მონათხრობიდან ვიცი, აკადემიკოსი დიმიტრი უზნაძე ძალიან ჭკვიანი, განათლებული ადამიანი იყო და მამა მას გენიოსს უწოდებდა. მამა, ზოგადად, ძალიან ინტერესიანი ადამიანი იყო და შესანიშნავად ახერხებდა, პრაქტიკულად, ყველა თანამედროვე მიღწევის საქმის კურსში ყოფილიყო. საქართველოს უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყოფნისას კი ბევრი ისეთი რამ იცოდა, რასაც ჯერ მზის შუქი არ ჰქონდა ნანახი (ვგულისხმობ ძირითადად სამეცნიერო მიღწევებს). მამამ კარგად უწყოდა დიმიტრი უზნაძის მოღვაწეობის, მისი კვლევებისა და ექსპერიმენტების შესახებ. ამიტომ მიხვდა, რომ უზნაძის ფსიქოლოგიური გამოკვლევები დიდად წაადგებოდა უშიშროების სფეროს, ამიტომ მას პირისპირ შეხვდა და დახმარება სთხოვა, რაზეც მეცნიერის თანხმობა მიიღო და საბჭოთა მზვერავებს უკვე უზნაძის მიერ დაწერილი პროგრამით ამზადებდნენ. ამ ამბავს ერთი დიდი მინუსი ჰქონდა. საქმე ის იყო, რომ უზნაძის ნაშრომი გასაიდუმლოვდა და მხოლოდ 60-იან წლებში გამოიცა. ერთი სიტყვით, მამამ ექსპერიმენტული მეცნიერება დანერგა უშიშროების ორგანოებში და ეს სტრუქტურა გაათმაგებული ძალით ამუშავდა“.
  სხვათა შორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ლავრენტი ბერიას ძალისხმევით დაარსდა და მეცნიერების ქართველ კორიფეებს მძლავრი სამეცნიერო-ტექნიკური და მატერიალური ბაზაც შეუქმნა. ბერია, ერთი მხრივ, ქართულ კულტურასა და მეცნიერებას ასხამდა ხორცს, მეორე მხრივ კი მათ მიღწევებს ქვეყნის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში ნერგავდა დიდი წარმატებით. სხვათა შორის, 1947 წელს, როდესაც ამერიკელებმა „ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო“ დააარსეს, მთლიანად ბერიას გამოცდილებას დაეყრდნენ და ამ ორგანიზაციეში მეცნიერების ყველა კორიფე დაასაქმეს, რომლებიც იმ პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობდნენ. აღსანიშნავია, რომ „ცეერუს“ ლეგენდარული შეფი და ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი, ალენ დალესი ღიად ამბობდა, რომ „ცეერუს“ დაარსებისას ბერიას გამოცდილება გამოვიყენეთო. უნდა ითქვას, რომ თუკი თავდაპირველად მზვერავებისა და სპეცსამსახურების სხვა თანამშრომლების მომზადებისას მეცნიერულ მეთოდებს იყენებდნენ, ბერიასვე ინიციატივით, გარკვეულ მომენტებში უკვე მეცნიერებს ამზადებდნენ მზვერავებად ეს აუცილებლობა კი მაშინ დადგა, როდესაც საბჭოთა კავშირი ატომურ ბომბს აკეთებდა. გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „საბჭოთა ატომური ბომბის დამზადების პროცესში ჩვენ – მზვერავებიც ვიყავით ჩართულები და ამერიკულ ატომურ საიდუმლოებებზე ვნადირობდით. სწორედ, ამან დააჩქარა ბომბის მოკლე დროში დამზადება. ბერიას ბრძანებით, ბალაშიხის სადაზვერვო სკოლაში, წოდებული, „ფიზიკოსთა კურსი“ გაიხსნა. იქ პროფესიონალ ფიზიკოსებს მზვერავების უნარ-ჩვევებს ასწავლიდნენ და შემდგომ საზღვარგარეთ, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გზავნიდნენ. იქ კი მზვერავი-ფიზიკოსები პროფესიონალ მზვერავებთან უნისონში წარმატებით ართმევდნენ თავს ამერიკის შეერთებული შტატების ატომურ საიდუმლოებებზე ნადირობას. ამგვარად, მოვიგეთ დრო და ამერიკელების ცხვირწინ საკუთარი ბომბი შევქმენით. ამ საქმეში კი ლომის წილი, სწორედ, ლავრენტი ბერიას მიუძღვის“.
  რა თქმა უნდა, ბერიას დამსახურება არა მარტო ატომური ბომბის შექმნაა და მიუხედავად ყველაფერისა, ეს არაორდინარული ადამიანი დღემდე „გაშავებულია“ და რუსეთის მთავრობა  არც კი ცდილობს სინამდვილეში გარკვევას“.

скачать dle 11.3