კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 სად მიჰქონდა სტალინს მილიონიანი ჰონორარები

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ბელადის მოძულეები სტალინს უამრავ ცრუ ბრალდებას უყენებენ და მის ლაფში ამოსვრას ცდილობენ, ისინიც კი აღიარებენ, რომ ამ ვეებერთელა ძალაუფლების მქონე ადამიანს, პირადი საკუთრება, ფაქტობრივად, არ გააჩნდა და ყველა მისი ნივთი სახელმწიფოს ეკუთვნოდა... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ინოკენტი ბოროვსკი წერს: „იოსებ ბესარიონის ძე სტალინი იყო ის ადამიანი, ვისაც კაცობრიობის ისტორიაში მოღვაწე მმართველებს შორის ყველაზე დიდი ძალაუფლება ჰქონდა. ამაში საბჭოთა ბელადს ვერც მაკედონელი შეედრებოდა, ვერც ნაპოლეონი, ვერც ჰიტლერი და  ვერც სხვა ცნობილი მმართველები. იმავდროულად, ყველა ზემოჩამოთვლილ მმართველს სიკვდილის შემდეგ უზარმაზარი ქონება დარჩათ, რაც მათ თავიანთი მოღვაწეობის პერიოდში მოიხვეჭეს. სტალინს კი  არანაირი პირადი ქონება არ ჰქონია და ერთადერთი პირადი ნივთი, რაც მხოლოდ მას ეკუთვნოდა, იყო მისი მეუღლის, ნადეჟდა ალილუევას ფოტო, რომელზეც ეწერა: „ძვირფას, საყვარელ იოსებს, ნაზად მოყვარული მეუღლისგან. 20 მაისი, 1931 წელი“. ეს ფოტო სტალინს კიტელის გულის ჯიბეში ედო და მუდამ თან ატარებდა. დიდ ინტერესს იწვევს საბჭოთა ბელადის, ეგრეთ წოდებული, პირადი ნივთების ნუსხა, რომლებიც სინამდვილეში სახელმწიფოს ეკუთვნოდა და არა სტალინს. სტალინის დაცვის ყოფილი უფროსი, ნიკოლაი ვლასიკი წერდა: „სტალინი 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა. ბერიას განკარგულებით, იმავე საღამოს განხორციელდა სტალინის აგარაკის შემოწმება და პირადი ნივთების აღწერა. საგულისხმოა, რომ სტალინს 4 ცალი შარვალი, 6 ცალი კიტელი, 2 წყვილი ჩექმა ჰქონდა გარდერობში და ყველა მათგანს სახელმწიფო შტამპი ერტყა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ეს სამოსი სახელმწიფოს კუთვნილება იყო და არა პირადად სტალინის. მეტად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ შარვლები და კიტელებიც საკმაოდ გაცვეთილი იყო და რამდენიმე მათგანი დაკემსილიც კი... აღმოჩნდა, ასევე, სამი ჩიბუხი და მათაც სახელმწიფო შტამპი ერტყა. საწერი მაგიდის უჯრაში შემნახველი სალაროს წიგნაკი იპოვეს, რომლის მიხედვითაც სტალინის ანგარიშზე 900 მანეთი ირიცხებოდა. სტალინს საბჭოთა კავშირში ყველაზე დიდი ხელფასი – 10 ათასი მანეთი ჰქონდა. ამ ფულიდან იოსებ ბესარიონოვიჩი 300 მანეთს პარტიული გადასახადის ფონდში რიცხავდა, დანარჩენი თანხით კი ხან ვის ეხმარებოდა და ხან – ვის. ბელადის კუთვნილი ხელფასის ნაწილით საბავშვო სახლებისთვის საჭირო ნივთებს ყიდულობდნენ. ნიშანდობლივია ის, რომ ამის აფიშირება არ ხდებოდა. საკმაოდ ხშირად ჩუქნიდა სტალინი საჩურებს თავისი დაცვის თანამშრომლებს თუ მოსამსახურე პერსონალს, ასევე მათი ოჯახის წევრებს – მეუღლეებსა და ბავშვებს. საგულისხმო ფაქტია ის, რომ სტალინის ნაშრომებს დიდი ტირაჟებით ბეჭდავდნენ როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე საზღვარგარეთ. ამიტომ ბელადს მილიონიანი ჰონორარები ერიცხებოდა როგორც მანეთებში, ასევე ვალუტით. მთელი ეს ფული სტალინს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაჰქონდა და პირადად ერთ კაპიკსაც კი არ იტოვებდა. ასევე, არ ინახავდა ნაჩუქარ ნივთებსაც და ყველა მათგანს სახელმწიფო საცავში გზავნიდა. არადა, ბელადს უცხოელი სტუმრები ძალიან ძვირფას საჩუქრებს უძღვნიდნენ. საინტერესოა ისტორია ჩერჩილის მიერ ნაჩუქარ ჩიბუხზე. 1942 წლის 12 აგვისტოს მოსკოვში მყოფი ბრიტანელი პრემიერი უინსტონ ჩერჩილი სტალინს კრემლში შეხვდა. ამ შეხვედრას ესწრებოდა შეერთებული შტატების ელჩი ჰარიმანიც. იმ საღამოს ჩერჩილმა სტალინს „დანჰილის“ ფირმის ჩიბუხი აჩუქა. გავიდა სამი წელი, ომი დამთავრდა და გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ბანკეტზე კრემლში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ავერელ ჰარიმანიც იმყოფებოდა. სტალინს ჩერჩილის ნაჩუქარი ჩიბუხი თან ჰქონდა და აბოლებდა. ჰარიმანი ღიმილით უცქერდა სტალინს და უთხრა:
– ბატონო სტალინ, ალბათ, ძალიან სასიამოვნოა ამ ჩიბუხით თამბაქოს მოწევა?
– დიახ, ბატონო ელჩო, რაც მართალია, მართალია, ბრიტანელებმა ჩიბუხის დამზადება იციან და ბატონი ჩერჩილის მიერ ნაჩუქარ ჩიბუხს, უკვე მესამე წელია, ვიყენებო, – მიუგო სტალინმა.
ამერიკის ელჩს გაეცინა და სტალინს უთხრა:
– ეს არცაა გასაკვირი, ასეთ ჩიბუხებს ცალობით ამზადებენ და მათი ფასი 120 ათასი გირვანქა სტერლინგია. თქვენი ჩიბუხიც სპეცშეკვეთითაა დამზადებული.
სტალინმა კოპები შეკრა და ჰარიმანისთვის პასუხი აღარ გაუცია. ბანკეტის დამთავრების შემდეგ კი პირადად მე დამავალა, გამერკვია ჩიბუხის ფასი და როდესაც მას ჰარიმანის ნათქვამი დავუდასტურე, სტალინმა ბრძანა, რომ ჩიბუხზე სახელმწიფო შტამპი დაერტყათ და სპეციალურ ნუსხაში შეეტანათ. მართალია, მას ეს ჩიბუხი თან ჰქონდა, მაგრამ იშვიათად იყენებდა და ხუმრობით ამბობდა: როდესაც ამ ჩიბუხს ვაბოლებ, გაქსუებულ ბურჟუად ვგრძნობ თავს, მეუხერხულებაო. ეს ჩიბუხი ამჟამად სტალინის მუზეუმ-აგარაკზე უნდა იყოს, კუნცევოში.“
ფაქტია, რომ იოსებ სტალინი ასკეტივით ცხოვრობდა – არანაირი საბანკო ანგარიშები თუ ძვირფასეულობა არ გააჩნდა და სხვა კოლეგებისგან განსხვავებით, სიმდიდრისადმი მიდრეკილება არ ჰქონდა. ეს ფაქტი კი მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ საბჭოთა ბელადი მთელი არსით სახალხო მმართველი იყო, კრიტიკულ სიტუაციებში არსად გაქცევას არ აპირებდა და ზოგიერთი ძველი ბოლშევიკივით უცხოური პასპორტები, ფული და ოქრო არ ჰქონდა მომარაგებული.“

скачать dle 11.3