კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 ექიმის რჩევები

კითხვა: ბავშვობიდან მაქვს ეს ჩვევა – ჭამის დროს ვსვამ წყალს. ძალიან მიყვარს. გავიგე, რომ ცუდია. თუმცა, არ მაქვს წონის პრობლემა, არც საჭმლის მონელების.  აუცილებელია, თავი ვაიძულო, რომ გადავეჩვიო?
პასუხი: თუ გწყურიათ, დალიეთ წყალი, მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ საკვებისა და წყლის ტემპერატურას შორის მკვეთრი სხვაობა არ უნდა იყოს.
კითხვა: ვარ 18 წლის გოგო, მაქვს ჩიყვი. მაინტერესებს მკურნალობის შემთხვევაში (წამლების მიღება), ნორმალური კვების მიუხედავად, მოვიმატებ თუ არა წონაში. ვარ 55 კილო.
პასუხი: თუ ჩიყვის გამო წონის დეფიციტი გაქვთ, მოიმატებთ იმდენს, რომ ეს დეფიციტი შეივსოს. თუ წონა ნორმალურია, სწორი კვების პირობებში წონაში არ მოიმატებთ.
კითხვა: ვარ 25 წლის. ვამჩნევ რომ ზედა და ქვედა ყბას შორის მაქვს აცდენა. ქვედა ყბა მიმართულია მარჯვენა მხარეს. ბავშვობაში გადატანილი მაქვს სამწვერა ნერვის ანთება და ცოტა დაგვიანებით ვიმკურნალე. მაინტერესებს, იყო თუ არა ეს  გამომწვევი მიზეზი და როგორ შეიძლება მისი გამოსწორება?
პასუხი: დაგვიანებული მკურნალობა სახის ნერვის ნაწილობრივი დამბლისა და შეიძლება, სახის ასიმეტრიის მიზეზიც იყოს, თუმცა რეალური მიზეზის დასადგენად ყბა-სახის ქირურგს უნდა მიმართოთ.
კითხვა: მაჯის ზედა ნაწილში მაქვს სიმაგრე. ექიმთან მივედი და ადგილობრივი ანესთეზიით, შპრიცით ამოიღო სითხე. როგორც ამიხსნა, სახსრებს შორის ჭარბი სითხე გამომეყოფა და კაფსულაში გროვდება (ჰიგრომა). დამინიშნა სერტოფენის გელი. დაახლოებით 1 თვეში ხელი იმავე მდგომარეობას დაუბრუნდა და სანამ სითხე კაფსულაში ისევ ჩადგებოდა, სუსტად მტკიოდა. როგორ ვიმკურნალო?
პასუხი: ჰიგრომის ეფექტური მკურნალობის მეთოდი არის ქირურგიული – ოპერაცია.
კითხვა: ბავშვს პირიდან უსიამოვნო სუნი ამოსდის. რითი დავეხმარო? არის 4,5 წლის. ხშირად აქვს ყელის გაციების პრობლემა. ამჟამად კარგადაა.
პასუხი: პირიდან სუნის შესაძლო მიზეზებია: კარიესი, ტონზილიტი, კუჭ-ნაწლავის პათოლოგია, აგრეთვე, ჭიებით ინვაზია. დიფერენცირებისთვის მიმართეთ პედიატრს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3