კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 გოგრის თესლი – სამკურნალოდ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  გოგრის თესლი ეფექტური საშუალებაა მხედველობის პრობლემის დროს, საჭმლის მომნელებელი სისტემისათვის – გოგრის ზეთში შემავალი უჯერი ცხიმოვანი მჟავები, ფლავონოიდები და ფოსფოლიპიდები ხელს უწყობს ნაღვლის წვენის გამომუშავებას და აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას. მასში შემავალი ვიტამინი B1 აბალანსებს კუჭის წვენის მჟავიანობას. გოგრის ზეთი ეფექტური საშუალებაა შარდ-სასქესო სისტემის სამკურნალოდ. ის იცავს შარდ-სასქესო ორგანოების სისხლძარღვებსა და ქსოვილებს ანთებითი პროცესისაგან.
  გოგრის ზეთი მასში შემავალი თუთიისა და სელენის გამო აქტიურად გამოიყენება რეპროდუქციული ფუნქციის გასაუმჯობესებლად. ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტის მოქმედებას, ნაღვლის წვენის გამოყოფას, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციებს. აქვს მსუბუქი საფაღარათე თვისება. აძლიერებს იმუნიტეტს ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ, ეფექტურია ჰელმენთების (ჭიებით ინვაზიის) დროს, რეკომენდებულია თუთიის ნაკლებობისას (ინიშნება 18 წლიდან).
  გოგრის თესლში დიდი რაოდენობით შედის ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი მარგანეცი, მაგნიუმი, ფოსფორი, თუთია. მასში ნაკლებია რკინა, კალიუმი, კალციუმი, ტყვია და ფოლიუმის მჟავა, თუმცა დიდი რაოდენობით არის მცენარეული ცილა.
  მაგნიუმის შემცველობის გამო გოგრის თესლი ხელს უწყობს სისხლის გათხლებას და ხელს უშლის საცობების წარმოქმნას. ხოლო K ვიტამინის შემცველობის ხარჯზე ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს.
სასარგებლოა ათეროსკლეროზის დროსაც. ფიტოსტეროლები, რომლებსაც გოგრის თესლი შეიცავს, დაბლა სწევს ცუდ ქოლესტერინს სისხლში. გამოხატული ეფექტი აქვს იმ შემთხვევაში, თუკი მას ყოველდღიურად მიიღებთ.
  ძვალ-სახსროვანი სისტემა – ცხიმ-მჟავების შემცველობის შედეგად ართრიტის დროს გოგრის თესლის სისტემატური მიღების შემთხვევაში ჩაქრება სახსრების ანთება. კალციუმის-მაგნიუმის-თუთიის ტრიო ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვითარებას.
გოგრის თესლის უზმოზე მიღება შესანიშნავი პროფილაქტიკა და მკურნალობაა ჭიის ორგანიზმიდან გამოსადევნად.
კანის სიმკვრივისა და ელასტიკურობის შესანარჩუნებლად, ასევე, თმის ბზინვარებისა და ჯანმრთელობისთვის, თქვენი სილამაზისთვის ხშირად მიირთვით გოგრის თესლი – B, A და E ვიტამინების ერთობა საოცრებებს ახდენს.
  პროსტატის ჯირკვლის ანთება გვხვდება არა მხოლოდ ასაკში მყოფ მამაკაცებში, არამედ უკვე 25 წლის ახალგაზრდებშიც. თუთია, ცხიმოვანი მჟავები და განსაკუთრებული ფიტოჰორმონები, რომლებსაც გოგრის თესლი შეიცავს მამაკაცს ჯანმრთელობას უნარჩუნებს.
ძველ დროში, როცა მედიცინა ჯერ კიდევ  არ იყო განვითარების ამ საფეხურზე, უშვილო წყვილებს, სწორედ; გოგრის მარცვლებით მკურნალობდნენ, მასში შემავალი თუთია მამაკაცების რეპროდუქციულ ფუნქციებს აუმჯობესებს, დიდი რაოდენობით E ვიტამინი, იგივე ტოკოფეროლი, კი აუცილებელია ორსულთათვის.
  თუ ვესტიბულარულ აპარატთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, მიირთვით გოგრის თესლი. ზეთები, რომლებსაც თესლი დიდი რაოდენობით შეიცავს, შეგიჩერებთ გულისრევის შეგრძნებას.
A ვიტამინის დამსახურებით გოგრის თესლი საგრძნობლად აუმჯობესებს დაბინდულ მხედველობას.
  ვეგეტარიანელებისთვის გოგრის თესლი, უბრალოდ, ხსნაა. რადგან ყველაზე მეტად მათ ესაჭიროებათ ცილის დამატებითი და ასეთი მდიდარი წყარო.
სიფრთხილით უნდა მიიღონ გოგრის თესლი ორსულებმა, ასევე, ადამიანებმა კუჭის მაღალი მჟავიანობის შემთხვევაში, კოლიტისა  და კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს.  
  მოხალული გოგრის თესლი გემრიელი ნუგბარია, მას ზემო იმერეთში წერეთლის მწვადსაც ეძახიან, თუმცა ის მაქსიმალურად სასარგებლოა უმ მდგომარეობაში. ამოიღეთ გოგრიდან თესლი, გაშალეთ და გააშრეთ გარეთ. დროდადრო აურიეთ. 45 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებისას მარცვალი აქტიური ნივთიერებების ნახევარზე მეტს კარგავს. გამშრალი თესლი შეინახეთ ნაჭრის ტომარაში.

скачать dle 11.3