კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 როგორ დავეხმაროთ ადამიანს გულის შეტევის დროს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  გულის შეტევას (სტენოკარდია) გულის კუნთის გარკვეულ ნაწილში სისხლის მომარაგების შემცირება იწვევს. ეს შეიძლება, განპირობებული იყოს გულის მკვებავი სისხლძარღვის დახშობით ან შევიწროებით. გულის შეტევის დროს დაზარალებულის მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზომის უბანში მოხდა სისხლის მიმოქცევის შეფერხება. არსებობს გულის გაჩერების საშიშროებაც.
  თუ ფიქრობთ, რომ ვიღაცას გულის შეტევა აქვს, პირველ რიგში, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება და არ დაელოდოთ იმის გარკვევას, ნამდვილად გულის შეტევის სიმპტომებია თუ არა. პაციენტს გადარჩენის სამჯერ მეტი შანსი აქვს, თუ სამედიცინო დახმარებას გულის შეტევიდან ერთი საათის განმავლობაში მიიღებს.
სიმპტომები:
* პაციენტი უცებ იგრძნობს სისუსტეს, თავბრუს ან გული წაუვა;
* იგრძნობს მწვავე ტკივილს გულმკერდის არეში (რომელიც ყბამდე ადის და ერთ ან ორივე მკლავშიც გადადის) და ეს ტკივილი არ ცხრება, როცა პაციენტი შეჩერდება და დაისვენებს;
 * იგრძნობს დისკომფორტს მუცელში (დისპესიის, ანუ საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობის მსგავსად);
*  უჭირს სუნთქვა და ქშინავს;
* ეშინია სიკვდილის;
* ფერმკრთალია, ნაცრისფერი. კანი წებოვანი და ოფლიანი აქვს;
*  აქვს სწრაფი, სუსტი და არარეგულარული პულსი;
* ბორძიკობს და ეცემა კიდეც;
* გონებას კარგავს.
  ეს ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია. შეიძლება, პაციენტს ჰქონდეს მხოლოდ რამდენიმე მათგანი და არა – ყველა.
თუ პაციენტი გონებაზეა, შეუმცირეთ ტკივილი. მოათავსეთ კომფორტულ პოზიციაში იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია – დასვით ნახევრად-მჯდომარე პოზაში ისე, რომ თავი მხრებისკენ ჰქონდეს და მუხლები შეერთებული იყოს, ეს ტკივილის შემცირებაში დაეხმარება. შეხსენით ტანსაცმელი ყელზე, მკერდსა და წელზე. თუ პაციენტი სტენოკარდიულ წამალს იღებს, მიეცით ის წამალი და თან ესაუბრეთ, რომ დაწყნარდეს. ექიმის მოლოდინში მყოფ ავადმყოფს შეიძლება, მისცეთ ასპირინი (300 მილიგრამი). ეცადეთ, რომ არ ჩაყლაპოს და ნელ-ნელა დაადნოს, რათა სისხლში სწრაფად მოხვდეს. ასპირინი ათხელებს სისხლს და ნაკლებად აზიანებს გულის კუნთს შეტევის დროს. მუდმივად აკონტროლეთ პაციენტის მდგომარეობა. გაუსინჯეთ პულსი, გაიგეთ, როგორ სუნთქავს ის და შემდეგ ყველაფერი ექიმს უთხარით.
  თუ უგონოდაა, გაუთავისუფლეთ სასუნთქი გზები, გახადეთ მოჭერილი სამოსი. შეამოწმეთ სუნთქვითი მდგომარეობა, შემდგომ კი მოემზადეთ ხელოვნური სუნთქვის ჩასატარებლად. პაციენტის გარშემო უზრუნველყავით, რომ ბევრი ხალხი არ იყოს. აკონტროლეთ პულსი. რაც უფრო ადრე აცნობებთ სასწრაფო დახმარებას, მით უფრო მაღალია პაციენტის გადარჩენის შანსი.
  სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ქალებში გულის შეტევა შესაძლოა განსხვავებული სიმპტომებით წარიმართოს. ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების გარდა, მოსალოდნელია: მუცლის ტკივილი ან გულძმარვა, ცივი ოფლი, თავბრუ, უჩვეულო და ერთი შეხედვით უმიზეზო სისუსტე.
ეს სიმპტომები სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა ხარისხით არის გამოხატული. გულის შეტევა შეიძლება, განვითარდეს მუშაობისას, გართობისას, მოსვენებისას, ფიზიკური აქტივობისას... ზოგჯერ მოულოდნელად იწყება, მაგრამ უმეტესად წინ უძღვის სიმპტომები, რომლებიც მას საათობით, დღეობით, კვირაობითაც კი უსწრებს. შეტევის ყველაზე ადრეული წინამორბედი სიმპტომი შეიძლება იყოს განმეორებითი ტკივილი გულმკერდში, რომელიც ფიზიკური დაძაბვისას აღმოცენდება, ხოლო მოსვენებისას მცირდება.
скачать dle 11.3