კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 ჭეშმარიტების გზაზე

 მეფე განაგებს სამეფოს ღირსეულის თავმოყვარეობით და ყოველ ღონეს ხმარობს ძლევამოსილ იყოს სამეფო მისი.
 მთავარნი და დიდებულნი მთავრობენ თავიანთი სახელოვნებით სახელის ასამაღლებლად, რათა მიიღონ ნიჭნი დიდებისა.
 მხედრობანი მხედრობენ ერთგულად დანიშნულებისა, რათა მიიღონ უმეტესი პატივი.
ვაჭარნი ვაჭრობენ და დღე და ღამ შრომობენ, რათა გამდიდრდნენ.
მოხელენი და ყველა თანამდებობის პირნი იღვწიან თავიანთი ბედნიერებისთვის.
ყოველნი მოხელენი ხელოვნებენ მხოლოდ თავიანთი შეძენისათვის და მუშაკნი მუშაკობენ, საწყალნი, თავიანთი უზომო საჭიროების დასაკმაყოფილებლად და ცოლ-შვილისთვის ლუკმა პურის მოსაპოვნელად.
 ამისგან დავინახეთ ჩვენ, რომ ყოველი კაცი თავისი პირადი სიამოვნებისა და შეძენისთვის ყოფილა მშრომელი, რამეთუ, ერთი მხრივ, შეხედულობა სწორედ ამას ამტკიცებს, მაგრამ ამგვარი შეხედულობა მცდარია, ვინაიდან მათ შორის განუწყვეტელი ძაფია გაბმული ერთობისა შენაწევრებულად და შემაკავშირებლად კაცობრიობის ერთ-გვამისა, რამეთუ ესე ყოველი შეადგენს ერთობას. მაგალითად, მეფე რომ მარტოდ დარჩეს, მეფობა არ ექმნება, არამედ ერთი უბრალო კაცი იქნება; მაშ, უმთავროდ, უმხედროდ და უეროდ არ ნავარგება მეფე. და მთავრობა, მხედრობა და ერი ჩაუცმელად და უჭმელად ხომ არ შეიძლება, მაშ ვაჭრობა და ხელოვნება დიდი საშუალება ყოფილა ქვეყნისთვის, ხოლო ყოველთა მიმართა საჭირო ერთობისათვის ჩვენისა საწყალი მუშა ხალხი ყოფილა, რომელიც ამა ზემოთქმულთა ყოველთა კაცთა სისხლის ოფლით ნაშრომს უგზავნის.
 ახლა ხომ დავინახეთ, რომ თურმე, ეს ღმერთის სიბრძნის კაცად-კაცისა თვისივე საკუთრებითი საგონებელ შრომითა შემდგარა ერთობა, ურომლისოდ სწორედ ერთობა შეუძლებელ იქმნებოდა.
 ახლა თქვენ რას ბრძანებთ, დიდებულნო? რისთვის არ ცნობილობთ და არ იღებთ ამ თქვენს ძმას, მუშაკს ამხანაგად? ხომ ხედავთ, რომ მიზეზი თქვენის პატივისა და დიდებულობისა ყოფილა მუშა ძმა. თუ არ დამიჯერებ, წაბრძანდი შორს მთაზედ მარტო, სადაც არავინ იყოს მცხოვრები, კაცი და თუ მთავარი დარჩები, ნახავ. შიმშილი როცა მოგიჭერს კისერზე, მაშინ მეცხვარეებსაც დაუდგები მოჯამაგირედ ლუკმა პურისთვის. მაშ, სცანი, რომ შენი საკუთრებითი შეძენილი არ ყოფილა ეს მთავრობა, და თუ თქენს დიდებას არ გაუზიარებთ, სიყვარული და გულკეთილობა მაინც უჩვენე დროსა საჭიროებისასა, ვითარცა მზრდელსა ძმასა, თორემ უწყოდეთ, უგულისხმოების მთავრობაში მხოლოდ იქმნებით შერაცხილ.
 ახლა შენ გეტყვი, ჩემო საყვარელო სწავლულო ძმაო, რისთვის ამაყად შეეყრები საჭიროების დროზედ ამ საწყალ მუშაკს და უსწავლელ ძმას და ანუ რისთვის მაღლობ ამაზედ და უკადრისად იხედები მისკეენ? ნეტავი ჰაერის საზრდოთი ხომ არ ცხოვრობდი, როცა სწავლობდი! უსათუოდ შენეც ამ საზოგადო პურით იქმნებოდი საცხოვრებელ, რომლის საშუალებით შესძლე სწავლის დამთავრება. აკურთხოს ის ღმერთმან შენი გამოზრდისათვის, რომ მამულს მისი მკლავის დახმარებით ესრეთი მაღალ სწავლულნი შვილები ეზრდებათ. ახლა თვითონ შენ განსაჯე, რადგან სწავლული ხარ, არ გესაჭიროება ჩემგან მითითება, თუ რამდენად დავალებული ხარ მისგან და რა პატივი ერგება ამ საერთო კეთილ ბედნიერების საძირკველს!
„წმიდა ალექსი ბერის
მოძღვრებანი“
скачать dle 11.3