კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 როდის იქცევა აღსარება, მიტევება და ზიარება მაგიად და რიტუალად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ადამიანები დადიან ეკლესიაში, ამბობებ აღსარებას, ცოდვების მიტევების იმედით და ხშირად იციან, რომ ცოდვას, რომელსაც იმ მომენტში მიონანიებენ, ისევ ჩაიდენენ ან არ იციან და მაინც ჩაიდენენ. აქვს თუ არა აზრი იმ ცოდვების მონანიებას, რომლებსაც მუდმივად ვიმეორებთ. ამ თემაზე გვესაუბრება დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია).
– აქვს აზრი იმ ცოდვების მონანიებას ყოველ კვირას ან უფრო იშვიათად, თუ მაინც განაგრძობს ადამიანი მრისხანებასაც, ბილწსიტყვაობასაც, შურიანობასაც, მრუშობასაც და ასე შემდეგ დაუსრულებლად?
– აქაც იგივე პრობლემაა, როდესაც მოწყვეტილი ვართ საფუძველს და არ ვიცით, რისთვის მოგვეცა ეს სიცოცხლე და ვექცევით იმის გავლენის ქვეშ, რასაც გარედან გვკარნახობენ. და რას გვკარნახობენ გარედან?! როგორ? მამაო არ გყავს?! რას ამბობ? მამაოს გარეშე ქრისტიანი როგორ ხარ?! აუცილებლად უნდა თქვა აღსარება, აუცილებლად უნდა ეზიარო, დაიცვა მარხვა. ყველა მარხულობს, ყველას მამაო ჰყავს და მე რატომ უნდა ვიყო მათზე ნაკლები?! და მონანიება, ანუ ცოდვების ჩამოთვლა, როდესაც გულში ვერაფერს გრძნობს ადამიანი, იქცევა პროცედურად, ზიარება კი – აქტად, რომელიც, თუ არ ჩავატარე, ვერ ვცხონდები.
– ნამდვილი მონანიებაც ხომ არსებობს?
– დიახ და რა არის ნამდვილი მონანიება, ნამდვილი აღსარება, ნამდვილად წმიდა ზიარება?! ეს არ არის ემოციური მდგომარეობა. შეიძლება, იტირო კიდეც აღსარებისას, მაგრამ მაინც ათასჯერ გაიმეორო ცოდვები... მღვდელთან მისვლას, აღსარების თქმასა და ოლარის დაფარებას მაშინ აქვს ძალა, როდესაც ადამიანის შინაგან მდგომარეობასაც შეესაბამება ის, რაც აღსარებისას და ცოდვების მიტევებისას ხდება. ასე რომ არ იყოს, ყველას გადავაფარებდით ოლარს. უპირველესად, ადამიანში უნდა მოხდეს მონანიება. ბერძნულად „მონანიება“ არის „მეტანოია“, რაც ნიშნავს აზროვნების შეცვლას. ეს არის ნების აქტი, იმიტომ რომ ცოდვა შემოდის ნებიდან და არა ბუნებიდან. ღმერთს ადამიანის ბუნება არ შეუქმნია მთლიანად ცოდვისკენ მიდრეკილად. ცოდვა ადამიანის არჩევნით შემოვიდა და ამის შემდეგ იქცა ბუნებად, ისეთ ბუნებად, უკვე ჩვენ რომ გვერევა. ანუ ჩვენ მივეცით საკუთარი თავი ცოდვას. მას ჩვენ დავუთმეთ ცოტა ადგილი ჩვენივე სისუსტით, ის ჩვენში გაძლიერდა და მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულად ჩვენ გვაქვს მასზე ძალაუფლება, ის მაინც გვერევა. ქრისტემ სძლია ცოდვას ამ ცოდვის სხეულში შემოსვლითა და ჯვარცმით და იგივე აქტი ხდება ჩვენშიც, როდესაც ქრისტეს რწმენას ვიღებთ გულით, უკვე შეგვიძლია, დავუპირისპირდეთ ცოდვას. ქრისტემდე ცოდვა გვჭამდა და ეს ისეა ფესვგადგმული ჩემში, რომ, თუ ნება არ გამოვიჩინე და უბრალოდ ვთქვი ჩემი ცოდვები, თუნდაც, ცრემლებით, არაფერი შეიცვლება! იმიტომ რომ მხოლოდ ტოტებს ვამსხვრევთ, ფესვი კი რჩება. და რა არის ფესვი? ფესვი არის ამპარტავნება! ჩემმა ნებამ წარმოშვა ჩემში ცოდვები, გამრუდებულმა ნებამ, რაკი ჩემს თავს მივენდე. ბერძნულად „ცოდვა“ არის „ამარტეა“, ანუ „აცდენა“, ხოლო „მონანიება“ – „მეტანოია“, ამ აცდენის გასწორებაა. სხვანაირად რომ ვთქვათ – ცოდვა არის სიმრუდე და მონანიება – ამ მრუდის გასწორება. ფაქტობრივად, ვეღარც შესცოდავს ადამიანი გამრუდებულის გასწორების შემდეგ, იმიტომ რომ, რაც ნების სიღრმეში მართლაც ხდება, ანუ, როდესაც მრუდი გასწორდება, მრუდი ქრება. როდესაც სიცხადე, ნების შუქი შევა ცოდვის ძირში, ადამიანი ვერ შესცოდავს. სხვათა შორის, ებრაულად „მონანიებას“ ჰქვია „ჩუვა“, რუსები წერენ „ტშუვა“. ამ სიტყვის ერთ-ერთი ფესვია „მოქცევა“ და აქვს ხუთი ეტაპი, რომელთა გავლის შემდეგ ხდება ნამდვილი მოქცევა, ანუ ყველა ცოდვა სრულად ცამტვერდება. ათი ადამიანის მკვლელიც რომ იყო, შენზე ეს აღარ იმოქმედებს, იმიტომ რომ შენ ის ადამიანები დახოცე, როდესაც უგუნური იყავი. როდესაც შენ ამას არქმევ სახელს და მთელი არსებით, მთელი ნებით ამბობ ამაზე უარს, ახლად იბადები. „ჩუვა“ იყო ის, რაც ჯვარზე გაკრულმა ავაზაკმა გააკეთა და ამიტომაც პირველი შევიდა სამოთხეში. ნამდვილი მონანიებაა, როდესაც, როგორც ელმვალს ჩახსნიან ვაგონებს, ასე ჩაიხსნება ყველა ის ცოდვა, რომელიც მობმული გქონდა და ვერ თავისუფლდებოდი. ამის შემდეგ თავისუფალი ხარ უკვე ცოდვებისგან.
  „ჩუვა“, ანუ მონანიება, ხუთი ეტაპისგან შედგება: პირველია ცოდვის გონებით დანახვა, როდესაც სახელს არქმევ, რომ, რაც ჩავიდინე, ეს ცოდვაა;  მეორე – ემოციურად შეგრძნება, გულში გაივლის, ანუ განვიცდი, ამას რომ ვაკეთებდი: შემრცხვა, შევძრწუნდი; მესამეა გადაწყვეტილება, რომ არასდროს ჩავიდენ იმავეს, ეს უკვე ნების გადაწყვეტილებაა; მეოთხეა, ვისაც მივაყენე წყენა, ზარალი, დავუბრუნო იმაზე მეტი, რაც წავართვი და მეხუთე – დამაგვირგვინებელია, რომ არათუ მათ, რომლებსაც აწყენინე და წაართვი, დაუბრუნო, ჭარბად დაიწყო სამყაროში სიკეთის გაცემა. ანუ, თუ აქამდე შენი ეგოს გამო ცხოვრობდი, ახლა პირიქით – ცხოვრობ გაცემის პრინციპით: არათუ არ მოვკლა და არ ვიპარო, არამედ მივცე, ვაცოცხლო; არათუ მშურდეს, არამედ მიხაროდეს; არათუ მძულდეს, არამედ მიყვარდეს და აი, ეს არის სრული მოქცევა, როდესაც იმ კონკრეტული ცოდვისთვის ადგილი არ რჩება. ამის შემდეგ ახალ პლასტებს დაინახავ უფრო სხვა დონეზე, სამშვინველის დონეზე და უკვე ისინი შეგაწუხებს. შემდეგ იქაც ხუთსაფეხურიან „ჩუვას“ გაივლი და ასე წლიდან წლამდე მუდმივად. სანამ ამ სხეულში ხარ, მიდიხარ სრულყოფისკენ. აი, ესაა ნამდვილი გზა, ყველაფერი დანარჩენი ფორმალობაა, მაგიაა და სინამდვილეში არაფერი ხდება. გახსოვთ 50-ე ფსალმუნი: „მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს...“ ანუ, თუ ადრე, ძველი აღთქმისას, შესაწირად მიმყავდა ხარი ჩემი დანაშაულის გამო, „ახალ აღთქმაში“ ასე არ არის და წინასწარ ფსალმუნში ამბობს დავით წინასწარმეტყველი – ღვთისთვის შესაწირი მსხვერპლი არის გული შემუსვრილი! გული უნდა დაუკლა უფალს! გული უნდა დაგემსხვრეს სინანულით! მღვდლისთვის ის კი არ უნდა იყოს მთავარი, ადამიანმა ცოდვები ჩამოარაკრაკოს, არამედ უნდა დააკვირდეს მისი სულის მდგომარეობას. ჩვენთან კი რა ხდება? მრევლის 80 პროცენტი იწყებს სხვების განკითხვით: ქმრის ბრალია, შვილის ბრალია და შეიძლება, ბოლოს დაამატოს, ჩემი ბრალიც არისო. თუ სიღრმისეული სინანული არ იქნა, ქრისტე არ შემოვა შენში, მიუხედავად იმისა, რომ ოლარი დაგაფარე. ეზიარები კიდეც, მაგრამ შედეგს ვერ ვიღებთ. იმიტომაცაა აუცილებელი თანხვედრა: როდესაც შინაგანად განიცდი სინანულს, რადგან ეკლესია ქრისტეა, უკვე ქრისტე მიგიტევებს მღვდლის სახით ცოდვებს. ქრისტე შემოდის იმ კოვზიდან შენში, როდესაც შინაგანია აღსარება. თუმცა ჩვენ მაინც ვერ გავზომავთ, ბოლომდე განიცდის თუ არა ყველა თავის ცოდვებს, ამიტომაც ყველა იღებს ზიარებას თავისი რწმენის მიხედვით და ქრისტეც ამას ამბობს, მოგეგოს შენი რწმენისამებრო. არ არის დანაშაული, თუ ისე ეზიარები, რომ მთელი არსებით არ გაქვს მონანიებული ცოდვები, მაგრამ მიიღებ იმდენს, რამდენის მისაღებადაც ხარ მზად.


скачать dle 11.3