კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 მოარჯულე ქმარი

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე


უჟმურმა ქმარმა, შესაძლოა, ყველაზე ძლიერი, მშვიდი და გაწონასწორებული ქალიც კი გამოიყვანის წონასწორობიდან.
არსებობს   ზედმეტად უხასიათო,  ფაქტობრივად, აუტანელი მამაკაცის  რამდენიმე ტიპი.
* პირველ კატეგორიას ფსიქოლოგები რეგიდოაგრესიულს უწოდებენ. რას ნიშნავს ეს:
მამაკაცი  მიდრეკილია სიჯიუტისკენ. მკვეთრად გამოხატული  ეგოსიტია, ხშირად – აგრესიულიც.  ამ ტიპის მამაკაცის  მთავარი ამოცანაა, ყოველთვის მიაღწიოს მიზანს და მიიღოს ის, რაც თავად სურს.
როგორ უნდა იცხოვროთ ასეთი მეუღლის გვერდით?
ფსიქოლოგების აზრით, ეს შესაძლებელია, თუ რამდენიმე რჩევას გაითვალისწინებთ:
1. თავიდანვე, ანუ ურთიერთობის პირველივე ეტაპზე  უნდა მოახერხოთ მისი „გამოფხიზლება“, თორემ რამდენიმე წლის შემდეგ ქმრის შეცვლაზე ფიქრიც არ ღირს. მერე მხოლოდ ერთადერთი გზა რჩება – შეგუება.
2. ეცადეთ,  ყოველთვის შესთავაზოთ  პრობლემის მოგვარების თქვენეული ვერსია. ოღონდ ისე, რომ აქცენტი უშუალოდ მის პიროვნებაზე გაამახვილოთ. თითქოს ყველაფრის თავი და თავი ის არის.
3. შეგიძლიათ, მეუღლეს ერთგვარი ბარტერი შესთავაზოთ, მაგალითად, მე შენ ამას გაგიკეთებ, შენ კი ასე მოიქეცი.
  * მეორე ტიპი სტანდარტული,  უხასიათო მელანქოლიკია, მისი სისუსტე იმაში გამოიხატება, რომ მუდმივად ითხოვს ყურადღებას და მზრუნველობას, შესაბამისად, ცოლიც  ყოველთვის უნდა ამშვიდებდეს. ასეთი ტიპის მამაკაცს დადებითი თვისებებიც აქვს. თუმცა, არც ისე ბევრი. ასეთები უმეტესად ძალიან დამოუკიდებელ ქალებს მოსწონთ, რადგან ასეთი ქმრები არასდროს ახდენენ საკუთარი ძალების დემონსტრირებას. მათი ნდობა შესაძლებელია.
როგორ უნდა იცხოვროთ ასეთი  მეუღლის გვერდით?
ამ კონკრეტულ  შემთხვევაში იუმორი უებარი წამალია. იცინეთ ქმრის შიშებზე, ოღონდ ეს დაცინვაში არ გადაგივიდეთ. ანუ, თავად მას არასოდეს დასცინოთ, გაითვალისწინეთ, რომ ამ ტიპის მამაკაცები ძალიან მგრძნობიარენი არიან.
* მესამე ტიპი – ფარული უჟმური.
არ უყვარს საკუთარ პრობლემებზე საუბარი, ემოციებს ყოველთვის ფარავს. ფაქტობრივად, ყოველთვის უკმაყოფილოა. ცდილობს, ეს თქვენზეც გავრცელდეს და ამას არც მალავს.
დადებითი თვისებებიდან აღსანიშნავია ის, რომ ყურადღებიანია. არასოდეს გამოეპარება უმნიშვნელო დეტალიც კი. ყოველთვის ამჩნევს  და სათანადო ყურადღებას აქცევს ცოლის განწყობას.
როგორ უნდა იცხოვროთ ასეთი  მეუღლის გვერდით?
ყოველთვის გულწრფელად ეცადეთ, გაარკვიოთ, რეალურად რითაა უკმაყოფილო თქვენი მეუღლე.  თუ მიზეზი თქვენი მხრიდან  მოდის და ეს არასაკმარისი ყურადღებაა, ეცადეთ, მის გვერდით გაცილებით მეტი დრო გაატაროთ.

ერთხელ მაინც

ყველა სტატისტიკური   მონაცემის მიხედვით, ქორწინებაში მყოფ მამაკაცთა მესამედი, ხოლო ქალთა მეოთხედი ღალატისადმია მიდრეკილი და მეუღლისთვის ერთხელ მაინც უღალატია.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ევროპელი წყვილების უმრავლესობა ნეგატიურადაა განწყობილი ცოლქმრული ღალატისადმი, სოციოლოგიურმა გამოკითხვებმა ცხადყო, რომ დაქორწინებულ მამაკაცთა 25 პროცენტი და გათხოვილ ქალთა 17 პროცენტი მეუღლეს ღალატობს.
ღალატის შესახებ უამრავი მითი არსებობს:
* მითი პირველი – ღალატი მხოლოდ სექსუალური ურთიერთობით განისაზღვრება
სინამდვილეში ცოლქმრული ღალატი მხოლოდ სექსუალურ ურთიერთობას არ ნიშნავს. ძალიან ხშირად ქალებიც და მამაკაცებიც საყვარელთან იმ გრძნობებსა და დამოკიდებულებას ეძებენ, რომლებსაც ქორწინებაში მოკლებულნი არიან,  მაგალითად, ურთიერთგაგებას, მზრუნველობას, აღფრთოვანებას... ასეთ შემთხვევებში, სექსუალურ ურთიერთობაზე მეტად, ადამიანებს, სწორედ, ის გრძნობები და სულიერი სიახლოვე ხიბლავთ, რომლებზეც ვისაუბრეთ.
* მითი მეორე – ღალატისაკენ მიდრეკილება ადამიანის თვისებაა
ადრე საზოგადოება ალკოჰოლიზმსაც იმავე პრინციპით უდგებოდა. ეს სუსტი ხასიათის გამოვლენად ითვლებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მთლად ასეც არ არის. უამრავი გამოკვლევით მტკიცდება, რომ თუ ოჯახში მშობლები ერთმანეთს ღალატობენ, მოგვიანებით შვილებიც იმავეს იმეორებენ.
* მითი მესამე – ღალატი კურნავს
საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სასიყვარულო ინტრიგებით მეუღლეები იმ დანაკლისის შევსებას ცდილობენ, რასაც კანონიერ ქორწინებაში მოკლებულნი არიან. მაგრამ ეს სახიფათო შეცდომაა, რადგან სექსუალური პარტნიორების სიმრავლე სხვადასხვა დაავადების რისკს ზრდის. გარდა ამისა, ღალატი შესაძლოა, ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდეს.
* მითი მეოთხე – ღალატი უწყინარია
უამრავ მხატვრულ ფილმში, რომლებიც კინემატოგრაფიის კლასიკადაა აღიარებული, ღალატი უწყინარად, ლამაზად, ვარდისფერ ფერებშია ასახული. რეალობაში, სამწუხაროდ, ღალატი მეუღლეებს შორის ურთიერთნდობას, სიყვარულსა და პატივისცემას ანადგურებს, ხშირ შემთხვევაში კი ოჯახისა და კარიერის დანგრევის საფუძველიც ხდება.
* მითი მეხუთე  – მეუღლე ვერასოდეს ვერაფერს გაიგებს.
ღალატის გამო მხოლოდ ოჯახთა მცირე ნაწილი გადაურჩება ხოლმე  დანგრევას. ფსიქოლოგთა აზრით, არაფერს ისე სწრაფად და მტკივნეულად არ შეუძლია, გაანადგუროს ქორწინება და ოჯახი, როგორც ცოლქმრულ ღალატს.  სწორედ ესაა რეალობა.

скачать dle 11.3