კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 რატომ გადაწყვიტა დედამიწის უმდიდრესმა უმცირესობამ მართოს დედამიწის დანარჩენი მოსახლეობა ციფრული ტექნოლოგიებით და აკონტროლოს მათი აზრები და სურვილები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  გასულ კვირას ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა განაცხადა, რომ აშშ-ს 245 წლის განმავლობაში არ ახსოვს ისეთი ცენზურა, რაც გასულ კვირასვე სოციალურმა ქსელებმა „ფეისბუქმა“ და „თვითერმა“ ჩაიდინეს, კერძოდ, ხსენებული სოციალური ქსელები მთელი დღის განმავლობაში ბლოკავდნენ „ნიუ-იორკ პოსტის“ ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატების“ კანდიდატის შვილის მიერ უკრაინაში ქრთამის აღების ფაქტსა და ამ საქმეში თავად ჯო ბაიდენის მონაწილეობას. მეორე მხრივ, ქართველი მომხმარებლებისთვისაცაა ცნობილი, რომ „ფეისბუქი“ ხშირად უზღუდავს მათ ამ სოციალურ ქსელში აქტივობის უფლებას, თუ რომელიმე პოსტი არ მოეწონა. საბჭოთა და, პრინციპში, ნაციონალურცენზურაგამოვლილებისთვის ეს ფაქტი განსაკუთრებით მტკივნეულია აღსაქმელად, თუმცა ამ საკითხს აქვს მეორე ასპექტიც: თუ სიტყვის თავისუფლება დაცული არ არის დემოკრატიის აკვანში და, ამ მხრივ, თუ ისიც ემსგავსება ტოტალიტარულ ქვეყნებს, გამოდის, რომ კაცობრიობის მომავალი ტოტალური მართვაა? – სწორედ, ამ საკითხზე ვიმსჯელებთ პოლიტოლოგ ირაკლი გოგავასთან ერთად.
– მოსალოდნელი იყო, რომ ასე მოხდებოდა და ტექნოლოგია იქცეოდა არა მეტი თავისუფლების, არამედ ადამიანების მეტად დაზომბების საშუალებად?
– წარმოუდგენელი რამ ხდება აშშ-ში, ტექნოლოგიური კომპანიები დაირაზმნენ ტრამპის წინააღმდეგ და დაიკავეს ერთ-ერთი მხარე იმ დროს, როდესაც, ფაქტობრივად, მონოპოლისტები არიან ამ ბაზარზე. მათ საწყის ეტაპზე განვითარებაში მთელი სახელმწიფო ეხმარებოდა, მაგრამ ახლა ისე გაძლიერდნენ, რომ პოლიტიკურ თამაშებში ჩაერთნენ. აშკარაა მიკერძოება ტრამპის საზიანოდ და დათვლილიცაა, რომ ტრამპის საარჩევნო კამპანიის პოსტები დაბლოკეს 65-ჯერ, მაშინ, როდესაც ბაიდენის არც ერთხელ არ დაუბლოკავთ. ცალსახაა, რომ სოციალური ქსელები არ უნდა იყოს ცენზორი, რადგან ეს იგივეა, რომ თქვენ და თქვენს მეგობარს სატელეფონო საუბარი გაუთიშოს სატელეფონო კომპანიამ, თუ არ მოეწონება თქვენი სატელეფონო საუბრის შინაარსი. ვფიქრობ, ეს ცალსახად შეიძლება, შეფასდეს, როგორც ნაბიჯი ტოტალიტარიზმისკენ, დიქტატურისკენ და მსგავსის დაშვება არ შეიძლება. რაც ხდება, კიდევ ერთხელ აყენებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხს, ვინაიდან ჩვენნაირი ქვეყნები განსაკუთრებით დაუცველნი რჩებიან. თუ „ფეისბუქი“, „თვითერი“ და სხვა სოციალური ქსელები ერევიან აშშ-ის არჩევნებში, რა შეაჩერებს მათ, რომ ჩაერიონ საქართველოს არჩევნებში, გერმანიის არჩევნებში?!
– მე არ მისარგებლია არასდროს იმ სოციალური ქსელით, მაგრამ საქართველოში, მაგალითად, „ოდნოკლასნიკებზე“ უარი ითქვა იმის გამო, რომ რუსული სპეცსამსახური, რომელიც დგას მის უკან, არ ამ გზით არ ჩარეულიყო ქართველი საზოგადოების განწყობებში და არ მოეხდინა მათთვის სასურველი ზეგავლენა.
– არ ვყოფილვარ მისი წევრი, თუმცა თქვენ მართალი ბრძანდებით, თანამედროვე ციფრულ ეპოქაში მნიშვნელოვანია, თუ ვინ აკონტროლებს ამ ციფრულ პლატფორმებს, მათ შორის, სოციალურ ქსელებს და ამიტომაცაა ეროვნული უსაფრთხოების ამოცანა, რომ ქვეყანამ წაახალისოს და შეიქმნას რამდენიმე ადგილობრივი სოციალური ქსელი, რომელიც შესაძლებელია, იყოს ინტეგრირებული „ფეისბუქთან“, „თვითერთან“, თუმცა, ასევე, უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად საქმიანობა, ამას გარდა, აუცილებელია, შეიქმნას ეროვნული კანონმდებლობა ციფრული სფეროს რეგულაციისთვის, ანუ გლობალური სოციალური ქსელები უნდა ემორჩილებოდნენ ქართულ საკანონმდებლო სივრცეს და ეს წესები ჩვენ უნდა განვსაზღვროთ და რაც ხდება აშშ-ში, ეს გვაჩვენებს, რომ ამის გაკეთება აუცილებელია.
– საამისო რესურსი გვაქვს?
– არის კიდეც ერთ-ერთი ქართული სოციალური ქსელი, რომელსაც 20 000 მომხმარებელი ჰყავს, თუმცა, თუ სახელმწიფო დაეხმარება, ისინი გაფართოვდებიან. იმის თქმა მინდა, რომ ამის საშუალება საქართველოში არის, უბრალოდ, მოსაფიქრებელია, როგორ მოხდეს მისი ისეთი ინტეგრაცია, რომ შეუთავსდეს გლობალურ სოციალურ ქსელებს.
– თუკი საზოგადოებრივი აზრის შექმნის ასეთი სტილი აირჩიეს გლობალურმა სოციალურმა ქსელებმა, ამ შემთხვევაში ისინი დაუშვებენ ინტეგრაციას? ამერიკული საზოგადოება როგორ რეაგირებს „ფეისბუქისა“ და „თვითერის“ მოქმედებებზე?
– მე ყოველდღიურად ვეცნობი აშშ-ის მედიას, მათ სოციალურ ფორუმებს და ძალიან ნეგატიური დამოკიდებულებაა ამ შეზღუდვების: წაშლის, კონტექსტის შეზღუდვის მიმართ. „რესპუბლიკელებმა“ უკვე გამოაცხადეს, რომ სენატში დაიბარებენ „ფეისბუქისა“ და „თვითერის“ ტოპ-მენეჯერებს და შესაძლოა, აამოქმედონ ანტიმონოპოლიური კანონი. მოგეხსენებათ, ამ კანონის მიხედვით, თუ კონკრეტული კომპანია ბაზრის განსაზღვრულ სეგმენტზე მეტს მოიპოვებს, ის უნდა დაიშალოს. მსგავსი რამ აამოქმედეს გეითსის „მაიკროსოფთის“ მიმართ გასული საუკუნის 90-ან წლებში და მას შემდეგ კიდევ ერთხელ აიძულეს, რომ დაშლილიყო, იმიტომ რომ ბაზარზე მონოპოლისტი გახდა. ეს ნორმალურია, იმიტომ რომ კაპიტალიზმი, თავისი არსით, ველური სისტემაა და თუ არ არეგულირე, მოგების მცდელობა და მიკერძოება ნორმას აჭარბებს, ამიტომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს.
– ტოტალიტარულ სახელმწიფოებში რატომ ჩნდება ადამიანებზე ზემოქმედების სურვილი, გასაგებია, მაგრამ აი, დემოკრატიულ ქვეყანაში რატომ უნდა გაჩენილიყო ეს სურვილი? ანუ ყოველთვის ახდენდნენ ადამიანებზე ზემოქმედებას დემოკრატიულ სამყაროშიც, უბრალოდ, კარგად ჰქონდათ შეფუთული და ახლა გამოაშკარავდა? უცებ, ერთ დღეში ხომ არ დაისწავლიდნენ ამ ტექნოლოგიას?
– აბსოლუტურად დემოკრატიული საზოგადოება ფიქციაა, არის დემოკრატიული საზოგადოება, ამიტომ ციფრული გიგანტების ზღვარგადასული თავგასულობა იწყება მაშინ, როდესაც უმცირესობა ცდილობს, რაღაც მოახვიოს თავზე უმრავლესობას. ამიტომ ხდება საჭირო მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენება: დაბლოკვები, კონტენტის შერჩევა... „გუგლში“ რომ ჩაწეროთ „დონალდ ტრამპი“, პირველ რამდენიმე გვერდს ამოგიგდებთ ტრამპზე ნეგატიურ სტატიებსა და ვიდეოებს დონალდ ტრამპზე, იმიტომ რომ ასეა დაყენებული „გუგლის“ ალგორითმი. ეს შესაძლოა, სამომავლოდ ნებისმიერის წინააღმდეგ გამოიყენონ. ეს არის სუპერმდიდრების უმცირესობის მცდელობა, რომ უმრავლესობის აზრი წაიყვანონ სხვა მიმართულებით და ეს ყველაფერი მიდის ტოტალიტარიზმისკენ.
– გარდა ანტიმონოპოლიური კანონის ამოქმედებისა, სხვა რამე საშუალება არსებობს? მე კი ვიცი, რომ სტერილური დემოკრატია არსადაა და დემოკრატიაზე უკეთესი არაფერი განოუგონია კაცობრიობას, მაგრამ ეს მართვის იდეალური ფორმა არაა. ანუ  თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდა კაცობრიობა, რაც მას უქმნის ისევ გამოქვაბულისდროინდელ ტერორის მდგომარეობაში დაბრუნების პერსპექტივას, უბრალოდ, უკეთეს პირობებში?
– ამ საკითხის მოგვარებისთვის ორი კომპონენტია საჭირო. პირველი ის, რომ უნდა იყოს კონკურენცია. მაგალითად, როდესაც ტრამპის მომხრეებმა დაინახეს, „თვითერის“, „ფეისბუქის“, „გუგლის“ და, თუნდაც, „იუთუბის“ მიკერძოებული ქმედებები, მათ 2018 წელს შექმნეს ახალი სოციალური ქსელი „პარლარი“. იქ დღეს უკვე მილიონები არიან გაწევრიანებული, ანუ სეგრეგაცია და კონკურენცია აუცილებელია და, მეორე – კანონმდებლობით მკაცრი რეგულირება. სოციალური ქსელი არის ინფორმაციის გამტარი და არა ცენზორი – რა უნდა დაწეროს ან არ დაწეროს ადამიანმა. სიტყვის თავისუფლება არის ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება და, როდესაც სიტყვის თავისუფლება იზღუდება, ტოტალიტარიზმამდე ერთი ნაბიჯია.
– შეიძლება, ცუდი ასოციაცია გამიჩნდა, მაგრამ, რაც ხდება დღეს აშშ-ში, ეს ჰგავს, რაც ჩვენთან ხდებოდა 2012 წლამდე. ჩვენს მაშინდელ მმართველებს აშშ-ში გარკვეულმა ჯგუფმა ხომ არ მოასინჯინა ეს მეთოდები? თუ ვფანტაზიორობ?
– გასული საუკუნის 90-ან წლებში შემუშავდა ადამიანთა მასების მანიპულირების ტექნოლოგიები, შემდეგ უფრო და უფრო დაიხვეწა. ამის კოორდინაციას ახდენდნენ ჯორჯ სოროსი და მასთან დაკავშირებული პირები და სტრუქტურები. და ეს ცალსახად იყო გამოყენებული საქართველოში „ნაციონალური’ მმართველობის დროს. როდესაც ტელევიზიებით აჩვენებდნენ მხოლოდ წარმატებას, ფასადს და ამ დროს ადამიანებს აწამებდნენ. ამ ყველაფერმა მიგვიყვანა 2008 წლის ომამდე. 2008 წლამდე საქართველოში რომ ყოფილიყო სიტყვის თავისუფლება და დემოკრატიის მცირედი ხარისხი, ომამდე საქმე არ მივიდოდა, რადგან ბილ ქლინთონის ცნობილი ფრაზაა: დემოკრატიები არ ომობენ. ამდენად, დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალიან რთულია ომის პროვოცირება: ბევრი ფილტრია, კონტროლის, ბალანსის ბევრი მექანიზმია.  მთელი მედია კონტროლდებოდა და საჩვენებლად დატოვეს ერთი-ორი მედია-კუნძული, რომლებიც, ფაქტობრივად, უფულოდ მუშაობდნენ.

скачать dle 11.3