კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 პონთიფიკოსის ვნებანი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

„დავაქორწინეთ, მააშ“?!

  წელი ერთია და რომის პაპი სიურპრიზს სიურპრიზზე სთავაზობს როგორც მორწმუნე, ისე სრულიად მსოფლიო საზოგადოებას. არც თუ ისე დიდი ხნის წინათ პონთიფიკოსმა განაცხადა, რომ სექსი ეს ღვთაებრივი სიამოვნებაა. მე არ ვიცი, პირადად იცის ეს ამბავი თუ გადმოცემით, მაგრამ ფაქტი უჯიუტესია – სწორედ ასეთი რამ განაცხადა.
  მეორე მხრივ, გამორიცხულია, რომის პაპმა არ იცოდეს, რას ნიშნავს ჭეშმარიტად ღვთაებრივი სიამოვნება და ისიც, რომ ადამიანის სხეული, თავისი 5 გრძნობის ორგანოთი, სულაც, რომ ტყავიდან გამოძვრეს, ამას მაინც ვერ იგრძნობს, რადგან ეს მხოლოდ სულის უპირატესობაა, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა.
  ერთი სიტყვით, ეს ამბავი განელებული არ იყო, რომ რომის პაპმა მორიგი მოსაზრება გაგვაცნო, კერძოდ, ის, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას უჭერს მხარს. მომყავს ციტატა: „ერთნაირსქესიან ადამიანებს აქვთ უფლება, შექმნან ოჯახი.“
  აქვე შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, 2016 წელს პაპმა რომის კათოლიკურ ეკლესიას მოუწოდა, ბოდიში მოეხადათ ჰომოსექსუალი ადამიანებისთვის იმის გამო, რომ ვატიკანი დევნიდა მათ. უფრო ადრე კი ისიც განუცხადებია, რომ სასულიერო პირებს მათი არატრადიციული ორიენტაციის გამო არ უნდა აეკრძალოთ სასულიერო ღვწა.
  ცხადია, ვატიკანი თავად მოუვლის თავსა და კათოლიკურ დოგმებს, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, ვშიშობ, პაპს გუმანში რომელიმე კარდინალზე დაქორწინება არ ჰქონდეს?!



скачать dle 11.3