კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 სისხლიანი სპექტაკლი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ რამდენ აქტად?

  მართალია, სომხეთის პრეზიდენტი, რომელმაც თავის ტყავზე იწვნია, თუ როგორი მოკავშირეა რფ, კომპრომისებზე ლაპარაკობს, მაგრამ აზერბაიჯანის პრეზიდენტს საბრძოლო განწყობა აქვს და ყარაბაღელ სომხებს კულტურულ ავტონომიასა და ადამიანის უფლებების სრულ დაცვას ჰპირდება (იმაზე უკეთ იცხოვრებთ, ვიდრე თვითაღიარებული ყარაბაღის მმართველი ხუნტის პირობებში ცხოვრობთო).
  ალიევისვე განცხადებით, აზერბაიჯანულმა არმიამ კონტროლი დააწესა ირანის საზღვართანაც. ამასობაში კი, ფაშინიანმა სომხეთის თითოეულ მოქალაქეს მოუწოდა, იარაღი აიღოს ხელში და დაიცვან თავიანთი მონაპოვარი, თუმცა, იმავდროულად, მზადყოფნასაც გამოთქვამს, ფრონტის მთელ ხაზზე რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ (აზერბაიჯანსაც კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან და უარზე არ იქნებიანო). ამ შეთავაზებაზე ჯერჯერობით აზერბაიჯანის პრეზიდენტს არაფერი უთქვამს, თუმცა არ მგონია, რუსი სამშვიდობოების მიწვევა უნდოდეს, თუ, მაინცდამაინც, თურქ სამშვიდობოებთან ერთად.
  რაც მთავარია, ამის პარალელურად, თურქეთის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა (რაც მეტად საგულისხმოა, ვინაიდან თურქეთს არა მხოლოდ კავკასიაზე სურს თავისი გავლენის აღდგენა, არამედ ყირიმზეც), მეტიც, გასულ კვირას რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თურქეთის პრეზიდენტი ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში არ აღიარებს.
  მოკლედ, საქმეს ისეთი პირი ჩანს, რომ, რაც ყარაბაღში ხდება, ომის სპექტაკლის პირველი აქტია და გაგრძელება აუცილებლად იქნება... საქმე ისაა, სად?!




скачать dle 11.3