№44 ბავშვთა სპა ,,ბაბლი“ – თქვენი პატარების ჯანმრთელობისა და ჰარმონიისთვის
დიდი ხანი არაა, რაც თბილისში ბავშვთა სპა „ბაბლი“ გაიხსნა და მასზე მოთხოვნა უკვე ძალიან მაღალია. აღნიშნულმა სპა-პროცედურებმა წამყვანი პედიატრების, ორთოპედ-ტრავმატოლოგების, ნევროლოგებისა და რეპროდუქტოლოგების დიდი ნდობა და მხარდაჭერა დაიმსახურა. რატომ არის რეკომენდებული თქვენი პატარებისთვის ჰიდროთერაპიის კურსებისა და მასაჟების ჩატარება და რა სასიკეთო შედეგები მოაქვთ მათ. ბავშვთა სპა „ბაბლის“ დამფუძნებელი სოფიო მაისურაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს საუკეთესოა პატარებისთვის, რაც ახალშობილებისა და მოზარდების არა მხოლოდ კუნთებისა და ძვალ-სახსროვანი სისტემის გაუმჯობესებას, არამედ, მთლიანად ორგანიზმის გაჯანსაღებასა და სენსორულ სტიმულაციას უწყობს ხელს.
ბავშვთა სპა „ბაბლი“ ჰიდროთერაპიის სრულ კურსს და პროფესიონალი სპეციალისტების მიერ ჩატარებულ პროცედურებს გთავაზობთ. თუ რატომ უნდა ატაროთ ახალშობილი ბავშვთა სპა „ბაბლში“, ამას სპეციალისტებისგან შეიტყობთ.
სოფიო მაისურაძე: რაც უფრო ადრე დაიწყებს პატარა ჰიდროთერაპიის პროცედურებს, მით უფრო ბუნებრივი იქნება მათთვის გარემო. ისინი თბილი სითხიდან გამოვიდნენ და მასში დაბრუნების შეგრძნება ეხმარება მათ მარტივად შეეგუონ გარემოს. წყალი ეხმარება ჩვილებს, გამოიყენონ მთელი სხეული თითქმის პირველვე დღიდან, რაც ძალზე სასარგებლოა დამოუკიდებელი ფიზიკური მოძრაობის არარსებობის გამო, სანამ ისინი ცოცვაზე არ გადავლენ. პატარები, რომლებიც ჰიდროთერაპიის პროცედურებს გადიან, კოორდინაცია და ბალანსის შეგრძნება გაცილებით ადრეულ ასაკში უვითარდებათ, სიარულის დაწყება უფრო უადვილდებათ, სენსორული და სხვა ტიპის მოტორიკაც უფრო ჩამოყალიბებული აქვთ და ყველა სხვა სასარგებლო ეფექტთან ერთად, ბავშვის ნერვული სისტემაც მოწესრიგებულია.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სპაში ყველა პროცედურას ატარებს მხოლოდ სამედიცინო კვალიფიციური პერსონალი. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ „ველედას“ პროდუქციას, „ჰაგისის“ ერთჯერად პამპერსებს. წყალი ერთჯერადად ივსება და იცლება, სტერილდება და ისევ ივსება. რაც შეეხება მასაჟს, გვყავს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებმაც კვალიფიკაცია ევროპაში გაიარეს. ექიმი-ორთოპედები მკურნალობენ ორთოპედიული პრობლემების მქონე ბავშვებს. ჩვენთან წარმოდგენილია სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მასაჟის სრული სპექტრი, ინდივიდუალური შერჩევით. ასევე, მინდა, გამოვეხმაურო მცდარ სტიგმას, თითქოსდა ზამთარში ბავშვი ცურვაზე არ უნდა ატარო, რადგან გაციების შანსი მაღალია. ამ დროს პირიქითაა, წყლის პროცედურები უჯანსაღებს მას იმუნიტეტს და ვირუსებისა და ინფექციების წინააღმდეგ ორგანიზმი ბევრად გაკაჟებულია.
რატომ უნდა ატაროთ ახალშობილი ჰიდროთერაპიის პროცედურებზე?
– წყლის მსუბუქი წინააღმდეგობა ხელს უწყობს კუნთების და ჩონჩხის გაძლიერებას. პატარას შეუძლია, პირველად შეისწავლოს მოძრაობები თავდაყირა
მდგომარეობაში, სიმძიმის და მხარდაჭერის გარეშე;
მდგომარეობაში, სიმძიმის და მხარდაჭერის გარეშე;
– წყალი ამცირებს სიმძიმის მოქმედებას სისხლძარღვთა მიმოქცევაში, რაც ხელს უწყობს გულში სისხლის უხვად მიწოდებას;
– რეგულარული ვარჯიშის ეფექტი განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის;
– წყლის წნევა გულმკერდში ზრდის კარგი სუნთქვის უნარს და აძლიერებს რესპირატორულ სისტემას;
– ამ პროცესს შეუძლია საჭმლის მონელების გაუმჯობესება და საკვები ნივთიერებების შეწოვა, ასევე, ხელს უწყობს განავლის ნიმუშის რეგულირებას;
– სენსორული სტიმულაცია ან ტაქტილური სტიმულაცია, რომელიც კანზე წყლის საშუალებით მოქმედებს, გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე;
– ჰიდროთერაპიასთან ერთად, კვალიფიციურ სპეციალისტთა მიერ ჩატარებული მასაჟი ეხმარება პატარას ძვალ-სახსროვანი სისტემის გაუმჯობესებასა და ორთოპედიული პრობლემების მოგვარებაში;
ასე რომ, არ გადადოთ და ესტუმრეთ ბავშვთა სპა „ბაბლს“, სადაც პროფესიონალები იზრუნებენ თქვენი პატარას გაჯანსაღებაზე.
ნოემბრის თვის აქცია
30 %-იანი ფასდაკლება ბავშვთა მასაჟის როგორც სამკურნალო, ასევე გამაჯანსაღებელ პროცედურებზე.
ჩასაწერად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ტელეფონით – 598-19-17-33.