კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 რა განსაკუთრებული შემთხვევა მოხდა, როცა ნიკოლოზ ბოლქვაძე ამერიკის დრამატული ხელოვნების აკადემიაში ჩაირიცხა

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  „ფრთხილად აირჩიე ოცნება, ის შეიძლება ახდეს...“ 19 წლის ნიკოლოზ ბოლქვაძის ისტორია ზუსტად ამ ერთი ფრაზის ირგვლივ ტრიალებს... ნიკოლოზი აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონიდან დევნილ ოჯახში გაიზარდა. საერთო საცხოვრებლის ძალიან პატარა ოთახში, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, ფანჯარასთან მჯდომი ხშირად ოცნებობდა წარმატებულ მომავალზე და საკმაოდ პატარა ასაკში ბევრს ფიქრობდა, როგორ შეიძლებოდა, მისი ოცნებები ასრულებულიყო. სულ რაღაც სამი წლის იყო, როცა თეატრის შთაბეჭდილების ქვეშ მოექცა და მსახიობობაზე დაიწყო ოცნება. თუმცა, ამის შესახებ მხოლოდ მან იცოდა, ხმამაღლა თქმის ეშინოდა, რადგან პატარა ასაკიდანვე არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწია. ნიკოლოზ ბოლქვაძე მეორე ქართველი სტუდენტი იქნება, რომელიც „ოსკარების“ კინოფესტივალის დამფუძნებელ აკადემიაში – The American Academy of Dramatic Art-ში ისწავლის. მისმა მონოლოგმა აკადემიური ჟიურის აღფრთოვანება გამოიწვია და პასუხი მითითებულ ვადაზე ადრე მიიღო. თუმცა, ნიკოლოზის ოცნების ახდენამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია დარჩენილი, რომელზეც თავად გვესაუბრა.
ნიკოლოზ ბოლქვაძე: საერთო საცხოვრებელი, სადაც 12 წლამდე ვცხოვრობდი და სკოლაც, სადაც პირველიდან მე-10 კლასის ჩათვლით ვსწავლობდი, ფაქტობრივად, ჩვენი აფხაზეთი იყო. სკოლის პარალელურად, დავდიოდი მუსიკალურ სასწავლებელში – 10 წელი, აქედან ექვსი წელი – ვოკალში. სამი წლის ვიყავი, როცა დავინტერესდი თეატრითა და მუსიკით. ტელევიზორში ვნახე, როგორ უკრავდნენ ვიოლინოზე და მეც მომინდა მესწავლა. დიდი მოლოდინი მქონდა პირველი დღის მუსიკალური სასწავლებლში, როდის დავიჭერდი ვიოლინოს ხელში, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ცუდ პირობებში გვიწევდა ცხოვრება, ისე არ მოხდა, როგორც წარმოვიდგენდი – დედას სულ სხვა გადაწყვეტილების მიღება მოუწია, რაც მაშინ ჩემთვის გაუგებარი იყო, მოტყუებით ჩამწერა ვოკალზე. როცა მითხრეს, ვოკალზე უნდა მევლო, ტირილი დავიწყე. მაშინ, სულ რაღაც, ხუთი წლის ვიყავი. მახსოვს, გამოვარდა დირექტორი, პედაგოგები, შემიყვანეს საკლასო ოთახში, დამსვეს და დედას უთხრეს: ამ ასაკში ორ სპეციალობაზე იშვიათად ვინმე დავსვათ, მაგრამ იმდენად კარგი მონაცემები აქვს ვიოლინოსთვის ყველანაირად დაგეხმარებით, ოღონდ დაგვიტოვეთო. დედამ უარი თქვა, რაც ჩემთვის და ასევე მისთვისაც, ყველაზე დამანგრეველი იყო. მაგრამ, ხუთ კვადრატში გვიწევდა ხუთ ადამიანს ცხოვრება, ამასთან, მეზობლების ფაქტორიც იყო – მთელ კორპუსს ჩემი მუსიკით უნდა ეცხოვრა და სწორედ, ეს იყო უარის მიზეზი. სამი წლის ვიყავი, როცა ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ვნახე „ბამბაზიის სამოთხე“. საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ადგილიც კი მახსოვს სადაც ვიჯექი – პირველი ბელეტაჟის ლოჟა იყო. მას შემდეგ, სულ მინდოდა მსახიობებთან ერთად მეთამაშა და სცენაზე ვყოფილიყავი.
– ნიკოლოზ, როგორ მოხვდი ამერიკის დრამატული ხელოვნების აკადემიაში?
– სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, პარალელურად, ბევრი აქტივობა მაქვს, რომელიც პორტფოლიოს გასაკეთებლად გეხმარება, მსოფლიოს ტოპ-უნივერსიტეტებს შეგიძლია წარუდგინო. შესაბამისად, მიმოწერა მქონდა მსოფლიოს ხუთ წამყვან უნივერსიტეტთან, მათ შორის იყო: კემბრიჯი, ჰარვარდი. ხუთი ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტი ავირჩიე, მერე აღმოჩნდა, რომ ხუთივეში ჩავირიცხე და აქედან ჩემი მომავლისთვის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღე. ამჟამად ვსწავლობ ელსისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც 80-პროცენტიანი გრანტით ჩავირიცხე. მარტში 20 დღით ჩამოვედი საქართველოში, მაგრამ კარანტინის გამო დარჩენა მომიწია. თბილისში მოვძებნე სამსახური და სწორედ, აქ შევხვდი ადამიანს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში. ეს გოგონა აღმოჩნდა ამერიკული კინოაკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი. 1884 წლიდან, რაც ეს აკადემია დაარსდა, პირველი ქართველი სტუდენტია. ზოგადად, ჩემს სამსახიობო ოცნებებზე არასდროს არავისთან მისაუბრია, მეშინოდა, რამე არ მომხდარიყო, უბრალოდ, ჩვენს საუბარს მოჰყვა და მითხრა, რომ მეც შემევსო აპლიკაცია. თავიდან სასაცილოდ არ მეყო, მაგრამ მერე დავფიქრდი და ვთქვი, რატომაც არა, ვცდი-მეთქი. ორ კვირაში გავგზავნე საბუთები და დამინიშნეს გამოცდის თარიღი, მონოლოგი უნდა წამეკითხა. ავირჩიე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დრამატურგის – ტენეს უილიამსის „შუშის შემგროვებლიდან“ ტომის მონოლოგი (დრამატულ ჟანრში) და გაბრიელ დეივისის „აუტანელი სიმხურვალიდან“ ჩაკის მკვლელობის მონოლოგი (კომედიურ ჟანრში). ჩავწერე ვიდეო, გადავაგზავნე და მაშინვე წავშალე. აპლიკაციის გახსნა, როგორც კი მოხდა იმავე წამსვე მომივიდა ავტომატურად შეტყობინება, რომ აკადემიამ გახსნა ჩემი აპლიკაცია და 2-დან 4 კვირაში მაცნობებდნენ პასუხს. ზუსტად 25 წუთში მომდის ჩარიცხვის შესახებ პასუხი, რაც არ ხდება ხოლმე. ისეთი შოკი მქონდა, ვერ ვიჯერებდი. თან, სასწაული წერილი მომწერეს, რაღაც საოცრებები ეწერა. ვერ ვიჯერებდი და სამსახურში ყველას ვაკითხებდი, ნამდვილად ჩემზე წერენ ამ ყველაფერს-მეთქი – სიხარულისგან აზრის გამოტანა მიჭირდა. ვერ წარმომედგინა, რომ კინოსკოლაში, სადაც ასეთი აპლიკაციით აარჩიეს ენნ ჰეთუეი, პოლ რუდი და ბევრი სხვა ვარსკვლავი, ჩემზეც გააკეთებდნენ არჩევანს.
– სწავლა რომ გააგრძელო, გჭირდება ფინანსები და სოციალურ ქსელში დაიწყო კამპანია „ერთი დოლარი ნიკოლოზისთვის“. რა თანხაზეა საუბარი და რამდენ ხანში უნდა შეგროვდეს?
– საკმაოდ ასტრონომიული ციფრია წლიური გადასახადი, თუმცა ერთი წელი რომ მქონდეს ამ თანხის შესაგროვებლად, ჩემთვის ეს არ იქნებოდა რთული. აკადემიაში სწავლა ერთი წლის განმავლობაში ღირს 37 000 დოლარი, თუმცა 2 000 დოლარის ფასდაკლება უკვე ავტომატურად მივიღე. დრო რომ მქონდეს, არ ვინერვიულებდი და ამ თანხას საკუთარი შრომით გამოვიმუშავებდი, თუმცა, ახლა სულ სხვა რეალობის წინაშე ვარ. სწავლა 2 იანვარს იწყება, მაგრამ საფასური ერთი თვით ადრე უნდა გქონდეს გადახდილი. არის სხვა პრობლემაც, შეიძლება, თანხა შეგროვდეს, თუმცა ვიზის მიღება ვერ მოხერხდეს, რადგან სავიზო საბუთებში მითითებული უნდა გქონდეს ფინანსური სახსრების დამადასტურებელი საბუთი. წესით უკვე საელჩოში უნდა ვიყო შესული, რაც სამწუხაროდ, ვერ ხერხდება.
– რთული ცხოვრებისა და პირობების მიუხედავად მაინც შეძელი მიზნამდე მისვლა...
– ჯერ ბოლომდე ვერა. გვქონდა ხუთი კვადრატი საცხოვრებელი ფართი, ხუთნი ვიყავით ოჯახში და შეიძლება ითქვას, მორიგეობით ვსუნთქავდით. ბავშვობაში ფანჯარასთან რომ მივდიოდი, ვფიქრობდი, რა იქნებოდა მომავალში. თვითმფრინავს როცა ვხედავდი, მეგონა, ეს მხოლოდ მდიდარი ადამიანის შესაძლებლობა იყო და მეშინოდა, მინდოდა, რომ წარუმატებელი ადამიანი არ ვყოფილიყავი. სწორედ, ამიტომ ყველაფერში მაქსიმუმს ვდებდი, რათა ცხოვრებაში რაღაცისთვის მიმეღწია. ჩვენი ბინის გვერდით სარეკლამო კომპანიის შენობა იყო, სადაც „სნიკერსების“, „ბაუნტებისა“ და მსგავსი შოკოლადების შეფუთვები მოჰქონდათ ყუთებით, ოღონდ შიგნით ბამბის ღრუბლები იდო და არა შოკოლადი – რეკლამისთვის სჭირდებოდათ. მახსოვს, ბავშვებს გვაძლევდნენ ამ ყუთებს, ვიცოდით, შიგნით არაფერი იყო, მაგრამ გვაბედნიერებდა ის, რომ ეს მაინც გვქონდა... მინდა, ეს ყველაფერი გაიგოს ხალხმა, მიხვდეს, თუ რას ნიშნავს დევნილობა საკუთარ ქვეყანაში. როცა საკუთარ სამშობლოში შენი ადგილი არ გაქვს, ეს სულ სხვა ტკივილია და დამერწმუნეთ, ამაზე რთული არაფერია.

скачать dle 11.3