კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 ლილიკო ნემსაძე: ვოცნებობ, რომ ყოფით პრობლემებზე აღარ ვიფიქრო

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: ლილიკო.
გვარი: ნემსაძე.
პროფესია: მუსიკოსი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– ჩემი გატაცება იყო კანფეტები და ვინც მჩუქნიდა, ის ხალხი დღემდე მახსოვს და მიყვარს. ისე, ძალიან წყნარი ბავშვი ვიყავი, სხვები რომ თამაშობდნენ, მე შორიდან ვუყურებდი ხოლმე. ჩავიკეტებოდი ოთახში და როცა მეკითხებოდნენ: ლილიკო, რას აკეთებ? ვპასუხობდი: ვფიქრობ. მერე მეხუმრებოდნენ, იცი, საერთოდ, ფიქრი რა არისო (იცინის).
– მშობლების როლი...
– უდიდესი, დღესაც თითოეული დღე მათით ვცხოვრობ და ვარსებობ. რაც კი გაუკეთებიათ ჩემთვის, უსაზღვროდ მადლობელი ვარ.
– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...
– კონკრეტულად არასოდეს მიფიქრია რომელიმე პროფესიაზე, უბრალოდ, მიკვირდა ხოლმე როგორ მუშაობდნენ ადამიანები – დილით რომ დგებოდნენ და მიდიოდნენ სამსახურში, მაინტერესებდა, რა იყო ეს სამსახური.
– პროფესიული ჩვევა...
– დაბნეულობა. როცა მუსიკას, მომღერალს, სტუდიაში ჩაწერას და ასე შემდეგ ეხება საქმე, ყველაფერი მავიწყდება. შეიძლება, მომღერალს შევხვდე და რვეული, რაშიც სიმღერა მიწერია, დამრჩეს. იმდენად მინდა, ყველაფერი კარგად გამომივიდეს, ვიბნევი.
– პირველი წარმატება...
– როცა სკოლაში ჩემმა თავისუფალმა თემამ გაიმარჯვა. რკინიგზელთა სახლში იმართებოდა ხოლმე კონკურსი და სიგელით დამაჯილდოვეს. ისე მიხაროდა, რომ ბალიშის ქვეშ მედო ხოლმე.
ჩემი მეტსახელი...
– ნემსო.
– წარმატებული ადამიანი...
– ყოველთვის უნდა იყოს მოწესრიგებული, მშვიდი, განათლებული და სხვებისთვის სამაგალითო. ირგვლივ ისეთი გარემო უნდა ჰქონდეს შექმნილი, რომ შენც მოგცეს სტიმული, მას დაემსგავსო.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– ყველაზე დიდი სიწმინდე, სიყვარული და რწმენაა.
– ვრისკავ...
– ყოველთვის. ჰოროსკოპით ვერძი ვარ და მიყვარს რისკი. ბევრი რამ გამირისკავს ცხოვრებაში თუნდაც ის, რომ 45 წლის შემდეგ გადავწყვიტე უცხო ქვეყანაში წასვლა და სწავლა. წელს მეორე მაგისტრატურის დიპლომი ავიღე საკომპოზიციო მიმართულებით. რთული იყო ყველაფერი, მაგრამ რაც დავიწყე, გავაკეთე. მიზანდასახული ვარ, რასაც ჩავიფიქრებ, აუცილებლად ვაკეთებ. უკან დახევა არ მიყვარს, არანაირ სიტუაციაში.
– მაკვირვებს...
– ღორობა. ძუნწი ადამიანები...
– ვერიდები...
– ცუდ თვალებს – ბოროტი ადამიანის მზერას, მართალია, ვერ მომერევა და სათანადოდ დავხვდები, თუმცა მაინც ვერიდები.
– ბედისწერა...
– რაც უწერია ადამიანს, ის ხდება ხოლმე, თუმცა პირადად არ დავკვირვებივარ. სიტყვა ბედისწერა ისეთია, მისი მეშინია და ამიტომ არ ვეძიები.
– სიყვარული არის...
– ხშირად სიმბოლურად გვხვდება ხოლმე გული ან გული – გაყრილი ისრით. რა გამოდის ასეთი სიყვარული? ამოირჩიე გული და გაიმეტე „გასანადგურებლად“? არა, არა, ვფიქრობ გულს არ სჭირდება ისარი – გული სიყვარულია, სიყვარულს კი გული აქვს.
– დრო და სიყვარული...
– ინდივიდუალურია. არ გავკიცხავ ადამიანს, რომელსაც სიყვარული გაუქრება, არც იმის გამიკვირდება, თუ პირიქით – მოემატება, მაგრამ
ნამდვილი გრძნობა დროს აუცილებად უძლებს.
– როცა პირველად შემიყვარდა...
– ექვსი წლის ვიყავი. „სანტა ლუჩია“ არის ასეთი იტალიური სიმღერა, რომელიც საბავშვო სპექტაკლში იმღერა უფროსმა კლასელმა ბიჭმა. ამ სიმღერის შემდეგ შემიყვარდა ეს ბიჭი და დღემდე მახსოვს.
– ვეჭვიანობ...
– ყოველთვის, ოღონდ „სასიყვარულო“ ეჭვიანობა არ მახასიათებს. ისეთი ეჭვიანი არ ვარ, რომ დამაზარალოს. ვფიქრობ, სამართლიანი ეჭვიანი ვარ და სიგიჟეში არ გადამდის.
– მეშინია...
– სიცოცხლის დასასრულის და სიკვდილთან მიახლოების. ყოველი დღე ადამიანისთვის წარსულია, ამ წარსული დღეების ფონზე მეშინია წლების მატების. მეშინია, ოღონდ არ ვგულისხმობ სიბერის შიშს, უფრო – რამდენად შევძლებ და გამომივა წლებთან ერთად პროფესიაში, ოჯახში საქმის გაკეთება.
– ვემტერები...
– უსამართლობას.
– მაღიზიანებს...
– ჭორაობა, რომელიც საშინლად არ მიყვარს.
– ბოდიშის მოხდა...
– არ მიჭირს, პირიქით, მიყვარს კიდეც, თუ საჭიროება მოითხოვს.
– ვოცნებობ...
– ერთ დღესაც ყოფით პრობლემებზე რომ აღარ ვიფიქრო. ოცნების კოშკები არ მაქვს, რომელიც მატერიალური ფასეულობებისგან შედგება.
– ვიტყუები...
– ზოგადად, ტყუილი ვერძებს არ უყვართ, მაგრამ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ მოუტყუებია. პატარ-პატარა, კეთილი ტყუილის თქმა შეიძლება, ვიღაცას რომ გული ატკინო და გაამწარო, რა თქმა უნდა – არა.
– ვნანობ...
– ძალიან ბევრ რამეს. იმას, რომ საყვარელ, ძვირფას ადამიანებთან უფრო მეტი დრო ვერ გავატარე. წარსულში რომ დამაბრუნოთ, მათთან ვიქნებოდი...
– ვაგროვებ...
– სხვადასხვა ქვეყნის სიმბოლოების კოლექცია მაქვს, რომლებიც ჩამომაქვს უცხოეთიდან, ჩემმა მეგობრებმაც იციან ამის შესახებ და მჩუქნიან ხოლმე.
– ვზარმაცობ...
– ახლა – აღარ, მაგრამ ცხოვრების პირველი მეოთხედი ვზარმაცობდი. ცოტა სიზარმაცე კიდევ დამრჩა, თუმცა, პროფესიულად აქტიური ვარ. რადგან სწავლამ ასე შემიტყუა, ვფიქრობ, ზარმაცი არ ვყოფილვარ.
არასოდეს დამავიწყდება...
– როცა დედა გავხდი ორჯერ... კარიერიდან – შემოქმედებითი საღამო ფილარმონიაში, 2004 წელს.
– თავისუფლება არის...
– „ფრთები“, რომელსაც შემოისხამ და გაფრინდები, სადაც გინდა.
– ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
– მომავალზე.
– ჩემზე ამბობენ...
– „ოო, ეს ჩვენთან არ არის“ – შეიძლება, ვუსმენდე ადამიანს, მაგრამ არ ვიცოდე, რას ამბობს, ამაზე დამცინიან ხოლმე. მეგობრებს რაიმეს თქმა რომ უნდათ, მეუბნებიან: მოდი, შენს შვილს ვეტყვით და მერე ის შეგახსენებსო (იცინის).
– როცა მაქებენ...
– ვწითლდები, ბავშვივით თავს ვხრი და მეცინება.
– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
– უცხოეთში ცხოვრებამ. ეს სამი წელი, როცა საქართველოში არ ვიყავი, უფრო მეტი ფიქრის საშუალება მქონდა და უცებ აღმოჩნდა, რომ ბევრი რაღაც და ვიღაც, რომლებიც მნიშვნელოვნად მიმაჩნდა, საერთოდ არ ყოფილან მთავარი. სულ სხვა გადმოსახედიდან შევხედე ცხოვრებას და ძალიან კარგი, რომ ასე მოხდა.
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– ვიდრე რამეს გააკეთებ, უნდა დაფიქრდე - „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“. დაუფიქრებლად ნაბიჯის გადადგმა ძალიან ბევრ რამეს აფუჭებს, ამიტომ ყველაფერზე ვფიქრობ.
– ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...
– ბევრ რამეს შევცვლიდი. ვნანობ ჩემს გულუბრყვილობას, ძალიან მიმნდობი ვიყავი და ამას აუცილებლად შევცვლიდი, რადგან საბოლოოდ ჩემი თავი დავაზიანე. ასაკთან ერთად მოდის გამოცდილება და მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში ბევრი შანსი გავუშვი ხელიდან.

скачать dle 11.3