კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 როგორ ხდება საკვებიდან კორონავირუსით დაავადება და რა შეცდომას ვუშვებთ პროდუქტის გარეცხვისას

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

არსებობს მოსაზრება, რომ კორონავირუსი საკვები პროდუქტიდან ადვილად გადადის ადამიანზე, ანუ, თუ პროდუქტს დაინფიცირებული ადამიანის ხელი შეეხება ან მას ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირზე დავდებთ, დიდი საფრთხეა, მისგან ბევრი ადამიანი დაინფიცირდეს. ამიტომ, დიასახლისები, მაღაზიაში ნაყიდ პროდუქტს, ხილს თუ ბოსტნეულს გამდინარე წყლის გარდა, სხვადასხვა სარეცხ საშუალებებში ავლებენ და რეცხავენ. როგორც სურსათის უვნებლობის ექსპერტი, სურსათის უვნებლობის საკონსულტაციო ცენტრის დირექტორი, ეპიდემიოლოგი მიხეილ ბეღელაძე ამბობს, ეს გაცილებით საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ხოლო, როგორ დავამუშავოთ და „გავასუფთავოთ“ მიკრობებისა და ვირუსებისგან ხილი და ბოსტნეული სწორად, არის თუ არა საკმარისი მათი გამდინარე წყალში გარეცხვა და რას უნდა მივაქციოთ ამ კუთხით მეტი ყურადღება მომატებული ეპიდემიოლოგიური სტატისტიკის ფონზე, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
– რამდენად შესაძლებელია, ადამიანს კორონავირუსი საკვები პროდუქტიდან გადაედოს?
– კორონავირუსის საკვები პროდუქტიდან ადამიანზე გადაცემა, ერთმნიშვნელოვნად შეუძლებელია. თუმცა, ზედაპირიდან კორონავირუსით საკვებზე გადაცემის რისკი მაინც არსებობს. მაგალითად, გაურეცხავ და დაბინძურებულ პროდუქტს, თუ ადამიანი ხელით ეხება, რასაკვირველია, ვირუსის გადაცემის რისკი მაღალია. ასე რომ, გაურეცხავი და არასწორად დამუშავებული საკვებიდან ადამიანის კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხე ნამდვილად არსებობს. თუ მაღაზიაში ადამიანი ეხება ხილს, ბოსტნეულს დაინფიცირებული ხელით, მას უკან დებს და მერე მეორე ადამიანი ეხება მას, ამ დროს, კონკრეტული საკვები, ინფექციის გადამტანი ხდება. თუმცა, თუ მისი სწორად გარეცხვა-დამუშავება მოხდა, ინფექციის მატარებელი აღარაა.
– როგორ უნდა მოხდეს მაღაზიაში ნაყიდი ხილისა და ბოსტნეულის დამუშავება, სახლის პირობებში? მხოლოდ გამდინარე წყალში გარეცხვაა საკმარისი თუ სხვა საშუალებებიც უნდა გამოვიყენოთ?
– სასურსათო პროდუქტს, ადამიანი ორი სახით მიიღებს – ნედლს ან დამუშავებულს. ნედლი სახით მიღების დროს სასურსათო პროდუქტი, რა თქმა უნდა, უვნებლობის თვალსაზრისით და მათ შორის, კორონავირუსთან დაკავშირებითაც, უფრო მაღალი საფრთხის შემცველია, ვინაიდან, მასზე მიკრობების რაოდენობა, დამუშავებამდე ბევრად მეტია. ამიტომ, მეტად საყურადღებოა, რომ ნედლი სახით მიღებამდე ხილი და ბოსტნეული კარგად უნდა დაამუშავოთ. ეს ხდება გამდინარე წყლით. როცა ხილი და ბოსტნეული გამდინარე წყალში ირეცხება, მათ ამ დროს მიკრობები სცილდება. კატეგორიულად იკრძალება საყოფაცხოვრებო სარეცხი საშულებებით, მაგალითად, ჟელეს, საპნის ან სხვა სარეცხი საშუალებების გამოყენება ხილ-ბოსტნეულის რეცხვისას. როცა პროდუქტი ქიმიურად ბინძურდება, ის გაცილებით მავნებელი ხდება ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ზოგადად, დაახლოებით, 20-30 წუთი გამდინარე წყალში ხილ-ბოსტნეულის გარეცხვა, საკმარისია.
– ბევრი დიასახლისი კორონავირუსისგან თავის დასაცავად, სახლში მიტანილ პროდუქტს, წყალში გახსნილ სამედიცინო სპირტის ნაზავში ავლებს. ეს რამდენად სწორია და უსაფრთხო?
– სამედიცინო სპირტისა და სადეზინფექციო ხსნარის მოხმარება, როცა საქმე ეხება ხილ-ბოსტენეულისა და სხვა საკვები პროდუქტის გარეცხვას, დაუშვებელია. ამ მხრივ, კარგია გამოხდილი წყლის მოხმარება. შეგიძლიათ, მასში ჩაალაგოთ ხილი ან ბოსტნეული და მერე მიირთვათ. ეს აბსოლუტურად უვნებელია. სამედიცინო სპირტი მიკრობს ერთ ადგილას აფიქსირებს, გამოხდილი წყალი კი, მას აშორებს. ნედლი სურსათის გასარეცხად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებიც არსებობს, თუმცა, ის, რასაც ხელის ზედაპირის დასამუშავებლად ხმარობთ, ამ მიზნისთვის მიუღებელია და ჯანმრთელობისთვის – რისკის შემცველი. ყოველთვის უნდა ერიდოთ მის მოხვედრას ორგანიზმში.
– რა უნდა გავითვალისწინოთ საკვების თერმული დამუშავებისას?
– საკვები პროდუქტის თერმული დამუშავება მნიშვნელოვანი ეტაპია უცნებლობის მაჩვენებლის მიხედვით. პროდუქტებმა უნდა გაიარონ სათანადო თერმული დამუშვება, ამასთან უნდა დავიცვათ შესაბამისი წესები. მძიმე პათოგენებისა და საშიში მიკრობების განადგურება ხდება, მინიმუმ, 70 გრადუსზე 2 წუთის განმავლობაში. მაგალითად, კვერცხი, ხორცი ან ზღვის პროდუქტები მაღალ ტემპერატურაზე უნდა შეწვათ. წვნიანის მომზადების დროსაც, 1 წუთით დუღილი საკმარისია, რომ მიკრობები განადგურდეს. მზა პროდუქტი მოათავსეთ მაცივრის ზედა თაროზე, მოუმზადებელი კი – ქვედა თაროებზე. ანუ, ისინი აუცილებლად უნდა გააცალკევოთ. არა მარტო მაცივარში, არამედ სურსათის მაღაზიიდან წამოღების დროსაც კი, სხვადასხვა პროდუქტი ცალ-ცალკე პარკში უნდა იყოს მოთავსებული. კვერცხი მაცივარში შენახვამდე უნდა გარეცხოთ. წინასწარ უნდა გარეცხოთ ბანანიც, შემდეგ გაფცქვნათ და მიირთვათ.
– სუპერმარკეტში გვხვდება პოლიეთილენის პარკებში მოთავსებული, გარეცხილი-გათლილი და დაჭრილი ბოსტნეული, რომელიც უბრალოდ, სახლში მიტანის დროს, პარკის მოცილებისთანავე, შეგვიძლია, მივირთვათ. რამდენად უსაფრთხოა პოლიეთილენის პარკში უკვე დამუშავებული ბოსტნეულის და ხილის ასე გამოყენება?
– თუ პოლიეთილენის პარკში წარმოდგენილი ხილი ან ბოსტნეული მწარმოებლის მიერ ქარხნულად სწორად არის დამუშვეული, გარეცხილი და დაჭრილი, ის უსაფრთხოა. მან წარმოების პროცესში უკვე გაიარა დამუშავება და აღარ არის საშიში. თუმცა, პოლიეთილენის პარკში, ვაკუუმ შეფუთვაში მისი შენახვის ვადა განსაზღვრულია. მაგალითად, ბოსტნეულისთვის, ეტიკეტზე უნდა იყოს სტიკერი, სადაც მითითებულია ვადები და მისი შეფუთვიდან 6-7 დღე ის ვარგისია. ასე რომ, პროდუქტმა მარკეტიდან სახლამდე სწორი გზა უნდა გაიაროს – დააკვირდით დამზადების ვადას, რა პირობებში ინახება ტრანსპორტირების დროს, განცალკევებული პარკებით მიიტანეთ ის სახლამდე და გარეცხეთ სანამ მაცივარში შეინახავთ. გაითვალისწინეთ, რომ მალფუჭებადი პროდუქტები მაცივარში 0-6 გრადუსზე ინახება, გაყინული პროდუქტი – მინუს 12-18 გრადუს ტემპერატურულ რეჟიმზე. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ კვერცხის, ხორცის ან თევზის პროდუქტის გარეცხვამდე და გარეცხვის შემდეგაც ხელები აუცილებლად უნდა დაიბანოთ. სწორად გაალღვეთ გაყინული პროდუქტი. დაუშვებელია მათი გალღობა, გამდინარე წყალში ან ოთახის ტემპერატურაზე. გაყინული პროდუქტი საყინულედან უნდა გადაიტანოთ მაცივრის ქვედა თაროზე და სამაცივრე პირობებში გაალღოთ, რათა მიკრობების გამრავლება არ მოხდეს. თუ გეჩქარებათ, შეგიძლიათ, მიკროტალღურ ღუმელშიც გაალღვოთ.

скачать dle 11.3