№43 როგორ გახდა ელენე ფეიქრიშვილი ამერიკაში წარმატებული „ინფლუენსერი“ და რა მისწერა მას კიმ კარდაშიანმა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ელენე ფეიქრიშვილი ოჯახთან ერთად ამერიკაში, პენსილვანიაში ცხოვრობს. საქართველოდან 2015 წელს საყვარელ ადამიანთან ერთად წავიდა საცხოვრებლად, ამერიკაში ქართული ოჯახი შექმნა და საკუთარი საქმეც იპოვა, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა.
ელენე ფეიქრიშვილი: ერთ-ერთ ბანკში ვმუშაობდი და მაშინ გავიცანი მომავალი მეუღლე. ეს იყო 2009 წელს. 2012 წელს მან მწვანე ბარათი მოიგო და ოჯახთან ერთად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. იმ დროიდან სრულიად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. მეც ყველანაირად ვცდილობდი, რომ აქ წამოვსულიყავი და სამი წლის შემდეგ ეს ნაბიჯი გადავდგი. ტურისტული ვიზით ჩამოვედი, აქ დავქორწინდით და დღეს მეც მწვანე ბარათის მფლობელი ვარ. აქ ერთად ვცხოვრობთ და უკვე მეორე შვილს ველოდებით.
– წასვლამდე, სამი წელი ცალ-ცალკე ყოფნა არ გაგიჭირდათ?
– მართლა ძალიან რთული იყო ეს გამოწვევა, მაგრამ, ალბათ, საჭიროც. გავუძელით ამ გამოცდას. ჩამოსვლის შემდეგ კი ოჯახის შექმნამ და სიყვარულმა გამიმარტივა აქაურობასთან ადაპტაციის პროცესი. ძალიან მიჭირს იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში მყავს დედა, და და ბევრი საყვარელი ადამიანი, მაგრამ საბოლოოდ, ყველა ისეთ მომავალს ირჩევს, როგორც მისთვის და მისი ოჯახისთვისაა უკეთესი და ნამდვილად არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას. ვირუსის გამო ამ მომენტში რთულია ქვეყნებს შორის მიმოსვლა, მაგრამ სხვა შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შემიძლია, ჩამოვიდე საქართველოში და დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად გავატარო. რადგან აქ ვცხოვრობ, ეს არ ნიშნავს, რომ „გადაკარგული“ ვარ.
– ოჯახი შენი წასვლის წინააღმდეგი არ იყო?
– მამა დამეღუპა. დედა იცნობდა ჩემს მეუღლეს და მის მიმართ პატივისცემით იყო განწყობილი, ძალიან უყვარდა. დღემდე ვეკითხები ხოლმე, როგორ გამომიშვი ამ სიშორეს-მეთქი და მპასუხობს, შენს ბედნიერებას ხელს როგორ შევუშლიდიო. დარწმუნებული იყო ჩემი და ჩემი მეუღლის გრძნობებში. პირველად რომ ვუთხარი, ამერიკაში წასვლა მინდა-მეთქი, ველოდი, რომ მოცდას მთხოვდა, მაგრამ უცებ დამთანხმდა, როგორც შენ გინდა, ისე მოიქეციო, რაც ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იყო. ჩემი მომავალი მეუღლე ზაფხულში იყო ჩამოსული, ორი თვე დარჩა და მისი წამოსვლის შემდეგ მივხვდი, რომ მეც მასთან ერთად უნდა ვყოფილიყავი. ზუსტად ორ თვეში გავაკეთე ვიზა და საახალწლოდ ჩამოვედი. ხომ ამბობენ, ამერიკაში ოცნებები ხდებაო და მეც ავიხდინე საშობაო ოცნება (იცინის). თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, მის გაცნობამდე სხვა ქვეყანაში წასვლაზე არც მიფიქრია. საქართველოში ცხოვრებას და ჩემი პროფესიით მუშაობას ვაპირებდი, მაგრამ ჩემი გეგმები მთლიანად ამოტრიალდა
(იცინის).
(იცინის).
– ამერიკაში სულ სხვა საქმით ხარ დაკავებული. ძალიან აქტიურობ სოციალურ ქსელში Ellene Pei-ს სახელით და არაჩვეულებრივად ართმევ თავს „ინფლუენსერობას“, რაც თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.
– აქ რომ ჩამოვედი, იმდენად განსხვავებული ცხოვრების სტილი დავინახე, მივხვდი, რომ ბანკში მუშაობა აღარ მინდოდა. ბლოგერობას რაც შეეხება, მე „იუთუბით“ დავიწყე. ძალიან დიდი ხანი ვუყურებდი უცხოელ „ინფლუენსერებს“, მომწონდა მათი ცხოვრება. მინდოდა, მეც მეცადა, მაგრამ არ ვიცოდი, გამომივიდოდა თუ არა. სახლში ვიყავი, ბავშვს ველოდებოდი და გადავწყვიტე, რამე საქმით დავკავებულიყავი, თან საკუთარი თავი გამერთო. ახლა ამ სამყაროში უკვე ბევრ რამეში გავერკვიე, მაგრამ თავიდან წარმოდგენა არ მქონდა, ვერ ვხვდებოდი, რომ შეიძლებოდა, სერიოზულ ბრენდებთან მეთანამშრომლა და ეს შემოსავლის წყარო გამხდარიყო. ყველაფერი ნელ-ნელა მოვიდა. აქცენტის პრობლემა და ეკრანის კომპლექსი მალევე დავძლიე. უცხოელი მაყურებლისგან თავიდანვე იმდენად დადებითი ემოციები წამოვიდა, რომ დიდი სტიმული მომეცა. პირველი პერიოდი მხოლოდ „ბიუთი“ პროდუქტებზე და ცხოვრებისეულ ამბებზე ვიღებდი ვიდეოებს. ეს საქმე ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა და ასეა დღემდე. კამერის წინ რომ მაკიაჟს ვიკეთებ ან, უბრალოდ, ვსაუბრობ, ეს ისე მაბედნიერებს, ვხვდები, რომ არასდროს მომბეზრდება.
– და ეს უკვე აღარაა მხოლოდ სიამოვნება, შემოსავლის წყაროა.
– კი, დროსთან ერთად შემოსავლის წყაროდაც იქცა. თავიდან ყველაფერს ჩემი ხარჯებით ვაკეთებდი. შემდეგ გამოჩდნენ კომპანიები, რომლებმაც თანამშრომლობა, საკუთარი პროდუქტების დატესტვა და დარეკლამება შემომთავაზეს. პირველად ერთ-ერთმა ავსტრალიურმა ბრენდმა მომწერა და ის ემოციები დღემდე მახსოვს. ახლა უკვე არაერთ ბრენდთან ვთანამშრომლობ. მივხვდი, რომ მხოლოდ „ბიუთი“ არ მაკმაყოფილებდა და მინდოდა, საკუთარი თავი მოდის მიმართულებითაც მეცადა. ძალიან ბევრ ბრენდს ვთავაზობდი კოლაბორაციას, ბევრისგან მომდის შემოთავაზება და ამ დროისთვის უკვე არაერთ წარმატებულ ბრენდთან ვთანამშრომლობ.
– რაზეც გოგონები ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ – სამოსსა და თავის მოვლის საშუალებებს ვგულისხმობ, შენთვის ეს შემოსავლის წყაროა.
– ნამდვილად. არ მახსოვს ტანსაცმელსა და „ბიუთი“ პროდუქტებში ფული ბოლოს როდის გადავიხადე (იცინის). მხოლოდ იმ ბრენდებთან ვთანამშრომლობ, რომელიც მე მომწონს. მეილზე ყოველდღე მომდის შემოთავაზებები, მაგრამ თუ თვითონ არ მომწონს ბრენდი, რეკლამასაც ვერ გავუკეთებ, ჩემთვის სასურველ ბრენდებს კი დიდი სიამოვნებით ვთანხმდები.
– მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული „ინფლუენსერის“, კიმ კარდაშიანის ყურადღების ცენტრში როგორ აღმოჩნდი?
– საოცარ ემოციებში ვიყავი, როცა ეს მოხდა. ძალიან დიდ პატივს ვცემ კარდაშიანების შრომისმოყვარეობას. მთელი ოჯახი მსოფლიოში ყველაზე
ძლიერი „ინფლუენსერები“ არიან. კიმის ბრენდმა წელის ქამარი გამოუშვა, რომელიც ძალიან მომეწონა და გამოვიწერე. ძალიან ლამაზ ფორმას აძლევს ტანს. „ინსტაგრამზე“ ნახავთ, რომ ძალიან მიყვარს ჩემს სარკეში ფოტოების გადაღება, ამ ქამრითაც გადავიღე და გამოვაქვეყნე. ცოტა ხანში ამ ბრენდის წარმომადგენელმა მომწერა, რომ ძალიან მოეწონათ ჩემი ფოტო და უნდოდათ, კომერციული მიზნებისთვის გამოეყენებინათ, რაზეც სიხარულით დავთანხმდი. შემდეგ ამ პროდუქტის განახლებას აპირებდნენ ბაზარზე და ამასთან დაკავშირებით ბრენდმა ისევ გამოაქვეყნა ეს ფოტო და მომნიშნა. ეს იმ დროისთვის უკვე ჩვეულებრივი ამბავია, რადგან კონტრაქტზე მქონდა ხელი მოწერილი. რამდენიმე წუთში ვხედავ, ჩემს „მესინჯერში“ შეტყობინებას, რომ კიმ კარდაშიანმა მომნიშნა საკუთარ „სთორიზე“. მართლა ვერ წარმოვიდგენდი, რომ კიმიც დადებდა ამ ფოტოს და თან ჩემი „ინსტაგრამით“ მომნიშნავდა. თვალებს ვერ ვუჯერებდი. უბედნიერესი ვიყავი. შეიძლება, ხალხმა თქვას, რა უხარიაო, მაგრამ ჩემი აზრით, კარდაშიანები მართლა მისაბაძი „ინფლუენსერები“ არიან, მთელი მსოფლიო იცნობს და ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. შემდეგ მივწერე კიდეც ჩემი მისდამი დამოკიდებულების შესახებ და ძალიან თბილად მიპასუხა, რასაც ასევე, ვერ წარმოვიდგენდი (იცინის).
ძლიერი „ინფლუენსერები“ არიან. კიმის ბრენდმა წელის ქამარი გამოუშვა, რომელიც ძალიან მომეწონა და გამოვიწერე. ძალიან ლამაზ ფორმას აძლევს ტანს. „ინსტაგრამზე“ ნახავთ, რომ ძალიან მიყვარს ჩემს სარკეში ფოტოების გადაღება, ამ ქამრითაც გადავიღე და გამოვაქვეყნე. ცოტა ხანში ამ ბრენდის წარმომადგენელმა მომწერა, რომ ძალიან მოეწონათ ჩემი ფოტო და უნდოდათ, კომერციული მიზნებისთვის გამოეყენებინათ, რაზეც სიხარულით დავთანხმდი. შემდეგ ამ პროდუქტის განახლებას აპირებდნენ ბაზარზე და ამასთან დაკავშირებით ბრენდმა ისევ გამოაქვეყნა ეს ფოტო და მომნიშნა. ეს იმ დროისთვის უკვე ჩვეულებრივი ამბავია, რადგან კონტრაქტზე მქონდა ხელი მოწერილი. რამდენიმე წუთში ვხედავ, ჩემს „მესინჯერში“ შეტყობინებას, რომ კიმ კარდაშიანმა მომნიშნა საკუთარ „სთორიზე“. მართლა ვერ წარმოვიდგენდი, რომ კიმიც დადებდა ამ ფოტოს და თან ჩემი „ინსტაგრამით“ მომნიშნავდა. თვალებს ვერ ვუჯერებდი. უბედნიერესი ვიყავი. შეიძლება, ხალხმა თქვას, რა უხარიაო, მაგრამ ჩემი აზრით, კარდაშიანები მართლა მისაბაძი „ინფლუენსერები“ არიან, მთელი მსოფლიო იცნობს და ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. შემდეგ მივწერე კიდეც ჩემი მისდამი დამოკიდებულების შესახებ და ძალიან თბილად მიპასუხა, რასაც ასევე, ვერ წარმოვიდგენდი (იცინის).
– ახლა, როცა უკვე მეორე შვილს ელოდები, როგორ ფიქრობ, გააგრძელებ ჩვეული აქტიურობით ამ საქმეს?
– მეორე შვილს იანვარში ველოდებით. უფროსი – ლუკა სამი წლის ხდება. ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს მეუღლისგან. ისე კარგად უვლის, მგონი, ლუკასთვის დედა ჩემი მეუღლე უფროა (იცინის). თან, როცა საქმე გიყვარს და მისი კეთება ძალიან გსიამოვნებს, მგონია, რომ საჭირო დროს აუცილებლად გამონახავ. იმედი მაქვს, მეორე შვილი რომ გვეყოლება, ასევე გაგრძელდება. მინდა, ისეთი „ინფლუენსერი“ ვიყო, რომ მსოფლიომ გამიცნოს და კიდევ – ჩემი შვილები ხშირად ჩამოვიყვანო საქართველოში, რომ საკუთარ ქვეყანასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ.