კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 რატომ უნდა შევამოწმოთ მხედველობა წელიწადში ერთხელ მაინც და როგორ მოიპოვა პაციენტების ნდობა ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ახალგაზრდა ხელმძღვანელმა – ანა დვალიშვილმა

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე



  სტრესი, არასწორი კვება, სპეციფიკური სამუშაო პირობები, დიაბეტი და ქრონიკული დაავადებები ხშირად ხდება თვალის სხვადასხვა დაავადების განვითარების მიზეზი. თვალის დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე აქტიურად მუშაობს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტი, ახალგაზრდა ოფთალმოქირურგის – ანა დვალიშვილის ხელმძღვანელობით. ანას პროფესიული ზრდა ევროპის რამდენიმე წამყვან კლინიკაში – პარიზის გლაუკომის ინსტიტუტში, ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, თურქეთის თვალის აკადემიაში წარიმართა. რამდენიმე წლის განმავლობაში გადიოდა ორდინატურის კურსს ქალაქ მინსკის რეგიონულ საავადმყოფოში.
  იშვიათი ოსტატობით ატარებს ყველა სირთულის ოპერაციას. მათ შორის რქოვანას გადანერგვას ულტრათანამედროვე აპარატურით.
  ანა დვალიშვილი (ოფთალმოლოგი, ქირურგი, ასისტენტ-პროფესორი, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი): ბავშვობიდან მქონდა შეხება პაციენტებთან – დედაჩემი ექიმია. ყოველთვის მომწონდა ეს პროფესია. თუმცა, ოფთალმოლოგობაზე თავიდან არ მიფიქრია. 2009 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე. დასრულების შემდეგ კი მინსკში, რეზიდენტურაში, კონკრეტულად, ოფთალმოლოგიის მიმართულებით დავიწყე სწავლა. მინსკის ოფთალმოლოგიის რესპუბლიკურ ცენტრში ორ წელიწადზე მეტი გავატარე და საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე. ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ბელარუსის მთავარმა ოფთალმოლოგმა, ტატიანა იმშინეცკაიამ, რომელიც ჩემთვის მაგალითის მიმცემი აღმოჩნდა. სწორედ, მან გამიწია დიდი დახმარება ოფთალმოლოგიის სრულფასოვნად შესწავლაში, ჩვენ დღესაც ვინარჩუნებთ საკმაოდ თბილ ურთიერთობას. ის არის ჩემი სამეცნიერო სადისერტაციო ნაშრომის თანახელმძღვანელი.
– შემდეგ იყო თურქეთის თვალის აკადემია, პარიზის გლაუკომის უნივერსიტეტი და ვენის ჰანუშ კრაკენჰაუსის კლინიკა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებით.
– დიახ და მიმაჩნია, რომ საკმაოდ სერიოზული გამოცდილება დავაგროვე. შემდეგ გადავწყვიტე რომ პროფესიული საქმიანობა ჩემს ქვეყანაში გამეგრძელებინა. გამორჩეულად მახსოვს ჩემი შეხვედრა ბატონ გოჩა ინგოროყვასთან. ის არის ადამიანი, რომელსაც სამედიცინო სფეროში ყველა იცნობს და პატივს სცემს. ადამიანი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა და შეაქვს ქართული თანამედროვე მედიცინის განვითარებაში. როდესაც შეხვედრაზე მივდიოდი, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს შემოთავაზება მელოდა. ახლად შექნილი დეპარტამენტი ჩამაბარა. გამაოცა, იმდენად კარგად ერკვეოდა ოფთალმოლოგიაში ახალ დიაგნოსტიკურ და მკურნალობის მეთოდებში. მეამაყება, რომ კლინიკაში ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ფორმირება, სწორედ, ჩემი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. ვნერგავ იმ გამოცდილებასა და მიდგომებს, რაც ევროპის საუკეთესო კლინიკებში მაქვს მიღებული.
– რაშია თქვენი წარმატების საიდუმლო?
– ალბათ, მიზნის დასახვა და შრომისმოყვარეობა. მეკითხებიან, ხოლმე – ასეთ ახალგაზრდას პაციენტები როგორ გენდობიანო. სხვათა შორის, მოსახლეობაში დიდად არის გაზრდილი ნდობა ახალგაზრდა ექიმების მიმართ. ძალიან ხშირად თვითონ პაციენტები აღნიშნავენ, რომ ურჩევნიათ, ახალგაზრდა, ევროპული გამოცდილების ექიმთან მკურნალობა. თუმცა, როდესაც საქმე ქირურგიას ეხება, ბევრჯერ პირდაპირ უკითხავთ: თქვენ უნდა გამიკეთოთ ოპერაცია? ამას ყოველთვის გაგებით ვეკიდები. საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ პაციენტთან ურთიერთობას. დეტალურად ვუხსნი ყველაფერს, ვაკმაყოფილებ მის ცნობისმოყვარეობას ქირურგიულ მანიპულაციასთან დაკავშირებით და ნდობაც ჩნდება.
– რა პრობლემები აქვთ თქვენს პაციენტებს ყველაზე ხშირად?
– ყველაზე ხშირია მხედველობის ასაკობრივი დაქვეითება, რაც უმეტესწილად, ბროლში ასაკობრივი ცვლილებებით არის გამოწვეული. ხშირად მოდიან პაციენტები გლაუკომის დიაგნოზით. სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი პაციენტია გლაუკომის უკვე ბოლო სტადიით, რომელიც უკვე აღარ ექვემდებარება მკურნალობას. ამიტომ ყველას მოვუწოდებ – აუცილებელია, ყველა ადამიანმა, განსაკუთრებით 40 წლის შემდეგ, წელიწადში ერთხელ მაინც გაიაროს ოფთალმოლოგის კონსულტაცია. ქრონიკული დაავადებებიდან აღსანიშნავია შაქრიანი დიაბეტისა და თირკმლის პათოლოგიის მქონე
პაციენტები, რომლებიც ხშირად კომპლექსურ მკურნალობას საჭიროებენ. აღსანიშნავია, რომ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში არსებობს მჭიდრო კონტაქტი ნეფროლოგიის, ნევროლოგიის, ენდოკრინოლოგიისა და ოფთალმოლოგიის მიმართულებებს შორის. დიაგნოზის დასმაც და მკურნალობის სტრატეგიის შემუშავებაც კომპლექსურად ხდება.
  აქტიურად ვმუშაობთ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების თვალისმხრივი დაზიანებების პრევენციის ღონისძიებებზე. კლინიკაში დიალიზზე მყოფი 300–ზე მეტი პაციენტი ყოველთვიურ სრულ ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს გადის, რათა მოხდეს თირკმლის რეტინოპათიისთვის დამახასიათებელი ცვლილებების ადრეული გამოვლენა და მართვა. ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში, უმეტესად, ნელა და შეუმჩნევლად მიმდინარეობს თვალის დაზიანება და როდესაც პაციენტი ექიმს მიმართავს, მხედველობის სრულად აღდგენა უკვე თითქმის შეუძლებელია. მაგალითად, პაციენტს შეიძლება, ჰქონდეს გლაუკომა, მაგრამ ამის შესახებ არაფერი იცოდეს. ჩვენ გვყოლია პაციენტები მაღალი ცენტრალური მხედველობითა და შორს წასული გლაუკომის დიაგნიზით. სამწუხაროა, რომ გლაუკომისას დაზიანებული ნერვული ბოჭკოების აღდგენა აღარ ხდება, ამიტომ ის პერიფერიული მხედველობა, რომელიც დაიკარგა თითქმის შეუძლებელია, აღდგეს. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდებით ხდება გლაუკომის ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობის ტაქტიკის ინდივიდუალური შერჩევა თითოეულ პაციენტში.
  კლინიკის ახალი შენაძენია ოფთალმოქირურგიული საოპერაციო მიკროსკოპი, რომელიც ულტრათანამედროვეა და მსგავსი აღჭურვილობა ევროპის მრავალ კლინიკასაც კი სანატრელი აქვს.
– ანა, რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მოგმართონ თქვენ?
– ოფთალმოლოგიაში საკმაოდ ბევრი პათოლოგია საწყის ეტაპზე სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და პაციენტი მათ მხოლოდ მაშინ ამჩნევს, როდესაც მხედველობა უკვე შეუქცევადად არის დაკარგული. ამიტომ, პაციენტები, მაღალი არტერიული წნევით, შაქრიანი დიაბეტით, თირკმლის პათოლოგიებით, აუცილებლად საჭიროებენ სისტემატურ ოფთალმოლოგიურ კონსულტაციას.
40 წლის ასაკის ზევით წელიწადში ერთხელ მაინც საჭიროა ოფთალმოლოგთან ვიზიტი.
მხედველობის პროგრესირებადი დაქვეითება, გაორება, თვალების ტკივილი და მოჭერის შეგრძნება, ნათებები და შავი წერტილები თვალების წინ, მხედველობის გარდამავალი დაბინდვა – ეს ის სიმპტომებია, რომლის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ოფთალმოლოგთან ვიზიტი.
ტელ: 595-61-62-49.
скачать dle 11.3