№43 ანეკდოტი
ჭიანჭველა ათრევს ქვებს, მორებს – სახლს აშენებს. მოგრიალდება ჭრიჭინა „კაბრიოლეტით“.
– რას აკეთებ?
– სახლს ვაშენებ.
– რისთვის?
– ნუ, მოვა ზამთარი, აცივდება. მე კი სახლში გავთბები.
– ოკ, ააშენე. მე კი ღამის კლუბში გავერთობი.
– ჭიანჭველა ათრევს ქვებს და ფიქრობს: „ოკ, მოვა ზამთარი და მერე ვნახოთ“.
დადგა ზამთარი. ჭიანჭველა შეშას ხერხავს. გამოიარა ჭრიჭინამ, ქურქში გახვეულმა.
– რას აკეთებ?
– შეშას ვხერხავ. ცივა. ახლა გავახურებ ღუმელს და გავთბები.
– დიახ, ცივა. მე კი აეროპორტში მივდივარ, რიო-დე-ჟანეიროში უნდა გავფრინდე. იქ მთელი ბოჰემა იკრიბება: მხატვრები, მწერლები... და მათთან გავატარებ ზამთარს.
– კრილოვი იქნება?
– რა თქმა უნდა, იქნება.
– ჰოდა, რომ ნახავ, გადაეცი, მე მისი დედა...