№43 ეს საინტერესოა
* იუსტინიანეს სამართლის კოდექსით, რომაელს, რომლის მონა შეძენიდან ექვსი თვის განმავლობაში თავს მოიკლავდა, უფლება ჰქონდა მისულიყო გამყიდველთან და იმ მონაში გადახდილი ფული უკან დაებრუნებინა.
* V – ამ ჟესტს ჩვენ ერთი მნიშვნელობით ვიყენებთ – გამარჯვება, თუმცა სხვა მნიშვნელობაც აქვს: შუა საუკუნეებში ფრანგები და ინგლისელები მშვილდ-ისრებით ებრძოდნენ ერთმანეთს და ლარს ცერა და საჩვენებელი თითებით ჭიმავდნენ. თუმცა ინგლისელებმა გამოიგონეს მშვილდი და ისრის სროლის ახალი ტექნიკა – ლარის მოსაჭიმად საჩვენებელი და შუა თითის გამოყენება. ამ ჟესტით ინგლისელები ამბობდნენ – „მე შენი არ მეშინია“.
* 1930 წლიდან ქალებს საშუალება მიეცათ, გამხდარიყვნენ პილოტები. ამასთან იყო რამდენიმე მოთხოვნა: უნდა ყოფილიყვნენ ექთნები, 115 კილოგრამზე ნაკლები წონით და აუცილებლად – გაუთხოვრები.