კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 ბრძნული აზრები

ვოლტერი: ასაკში ჩვენ არ ვხდებით კარგი ან ცუდი, უბრალოდ, ყველაზე მეტად ვგავართ საკუთარ თავს.
შტირნერი: ჩემ წინ აღმართულ კლდეს მხოლოდ იქამდე ავუვლი გვერდს, სანამ საკმარის დენთს არ მოვაგროვებ მის ასაფეთქებლად.
ბოუდენი: მხოლოდ ბარიერებისგან თავისუფალ გონებას შეუძლია სამყაროს ქაოსური სილამაზის წვდომა. ეს ჩვენი მთავარი აქტივია.
ბრონოვსკი: მეცნერების არსი ესაა: დასვი უაზრო კითხვა და აზრიანი პასუხის გზაზე დადგები.
ლეო ქიაჩელი: ყველაფერმა, რაც გაღიზიანებს სხვაში, შესაძლოა, საკუთარი თავის უკეთ შეცნობასთან მიგიყვანოს.
ჯონ ლოკი: ადამიანთა ქმედებანი მათი ნააზრევის საუკეთესო მთარგმნელია.
მონტესკიე: ერთი პირის მიმართ დაშვებული უსამართლობა საფრთხეა ყველასთვის.
მონტენი: არავინაა დაზღვეული, რომ სისულელე თქვას, მაგრამ ცუდია, როცა მას მოფიქრებულად ამბობენ.
ჭაბუა: ყველაზე უსაფრთხო პატიმრობას ყველაზე სახიფათო თავისუფლება სჯობია.
მაქს იევე: ყველაზე ხმამაღლა სიჩუმეს ითხოვენ.
ბრიუერი: უჭკუო ადამიანს მთელი ქვეყნიერების ჭკუაც ვერას არგებს, ისევე როგორც ბრმას – თვალხილულის მხედველობა.
გურამ ფანჯიკიძე: თუ შვილმა არ გაგიმართლა, ცუდად გიცხოვრია.
აკუტაგავა: მზე ვერ არჩევს მტყუან-მართალს, მზის მიზანი ვიღაცის გათბობა როდია. ის, ვინც საკუთარი თავი იპოვა, მზეს ჰგავს.
კონფუცი: ადამიანს სიბრძნემდე მისასვლელი სამი გზა აქვს. პირველი, ყველაზე კეთილშობილი – ფიქრი, მეორე, ყველაზე მარტივი – მიბაძვა, მესამე, ყველაზე მწარე – გამოცდილება.
ლაროშფუკო: ქალებს მამაკაცის გასულელება უფრო მოსწონთ, ვიდრე მათი საყვარლად ქცევა.
უიზ ხალიფა: ქალებს ის უყვარდებათ, რაც ესმით, კაცებს – რასაც ხედავენ. ამიტომ ქალები იღებებიან, ხოლო კაცები – იტყუებიან.
скачать dle 11.3