№43 ფრჩხილების მაგია
ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე
აღმოჩნდა, რომ ფეხის თითებზე დაკვირვებითა და ანალიზის საშუალებით შესაძლებელია იმის გაგება, თუ ვინ იყვნენ შენი წინაპრები. მოსახლეობის მსოფლიო მიგრაციის შედეგად უამრავი ეროვნება ერთმანეთს შეერია. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პირდაპირი მანიშნებლები ჩვენი წარმომავლობის შესახებ ჩვენივე ფეხის თითებია. მოემზადეთ, შეიძლება სიურპრიზის წინაშეც კი აღმოჩნდეთ.
ყურადღებით დააკვირდით თქვენს ფეხებს და მიუსადაგეთ შესაბამისი ვარიანტი.
1. თუ თქვენი ფეხის თითები თანაბარი კუთხით არის დახრილი ცერა თითიდან ნეკამდე, თქვენ ეგვიპტელი ხართ. ანუ, თითები კლების მიხედვითაა განლაგებული. ეგვიპტური ტერფის მქონე ადამიანებს მიაწერენ ისეთ თვისებებს, როგორიცაა: რბილი და ემოციური ხასიათი, რომანტიკული და მიმნდობი.
2. თქვენ რომაელი ხართ, თუ ყველა თითი თითქმის ერთი სიგრძისაა. ცერა თითი, პრაქტიკულად, მეორე თითის ტოლია, დანარჩენი თითების სიგრძე კი ოდნავ იკლებს. რომაული ტერფის მფლობელებს მიაწერენ გულმოდგინებასა და დაჟინებულობას. სწორედ ამ თვისებების საშუალებით აღწევენ ისინი წარმატებას.
3. ბერძენი ხართ, თუკი თქვენი ფეხის რიგით მეორე თითი მესამე თითზე გაცილებით გრძელია. ბერძნული ტიპის ტერფის მფლობელებს მიაწერენ თავნებობასა და ამბიციურობას, დამოუკიდებლობასა და მიზანდასახულობას. არსებობს მოსაზრება, რომ ოჯახში ისაა უფროსი (ცოლი ან ქმარი), ვისაც მეორე თითი ცერაზე გრძელი აქვს.
4. თქვენ გერმანელი ხართ, იმ შემთხვევაში, თუ ცერა თითი ყველაზე დიდია, დანარჩენებს კი ერთნაირი სიგრძე აქვთ. ასეთ ადამიანებს ახასიათებთ წესრიგისკენ და სტაბილურობისკენ სწრაფვა. გერმანული ტერფის მქონეებმა იციან რა უნდათ ცხოვრებაში და დაჟინებით ცდილობენ მის მიღწევას.
5. თქვენ კელტი ხართ, თუ ყველაზე გრძელი თითი რიგით მეორეა. კელტური სისხლი, რომელიც თქვენში ჩქეფს, ხშირად გიბიძგებთ გაუაზრებელი ქმედებებისკენ. ძირითადი მახასიათებლებია – იმპულსურობა და სიჯიუტე. ასევე გაქვთ დიდი ნებისყოფა.