კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2001 წლის 7 აპრილს, საღამოს, 10-ს რომ 10 წუთი აკლდა. მაინტერესებს, რა არის მისი კარმული მისია და რა პროფესია იქნება მისთვის წარმატებული?
პასუხი: მისი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოს წინდახედული, ფრთხილი, ორგანიზებული, შეუპოვარი, დისციპლინიანი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისმოყვარე, ფულის ყაირათიანად მხარჯველ-გადამანაწილებელი. ნებისმიერ სიტუაციაში უნდა შეძლოს სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნება. სადაც შევა, შეიტანოს ჰარმონია, სილამაზე და არა აგრესია ან დეპრესია. უნდა იყოს ერთგული და გარშემოც ასეთი ადამიანები შემოიკრიბოს. ასევე, უნდა შეეძლოს საკუთარ თავზე ინიციატივის აღება. ნებისმიერ საქმეს უნდა მიუდგეს პასუხისმგებლობითა და სერიოზულობით. პროფესიებიდან კარგია: იურისპრუდენცია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, ფოტოხელოვნება ან ბიზნესი, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოების, საკონსულოების დონეზე, მედიცინის ფართო სპექტრი. მას, სწორედ, ამ სფეროებში აქვს წარმატების შანსი.
კითხვა: დავიბადე 1960 წლის 4 აპრილს, საღამოს საათებში, რა არის ჩემი კარმული მისია და რა სფეროში ვიქნები წარმატებული?
პასუხი: თქვენი კარმული მისია უკავშირდება ხასიათში არსებული ისეთი თვისებების წინა პლანზე წამოწევასა და განვითარებას, როგორებიცაა: ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, პრაქტიკულობა, ფულის ყაირათიანი ხარჯვა და გადანაწილება, ნებისყოფა, სისუფთავე და წესრიგი. ასევე, უნდა იყოთ მარტოხელა მებრძოლი, გქონდეთ საქმისადმი სერიოზული მიდგომა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, იყოთ დემოკრატი, სხვებსაც დაუტოვოთ თავისუფალი არჩევნის უფლება. ისწავლოთ ინტუიციაზე დაყრდნობა, დიპლომატიურობა ურთიერთობაში. სადაც საჭიროა, უნდა შეძლოთ სპონტანური იმპროვიზაცია, ორიგინალური თვითგამოხატვა, არასტანდარტული მოქმედება. უნდა დაეყრდნოთ უანგარო პრინციპებს. ამით შეასრულებთ კოსმიურ მისიას და წინ წახვალთ ცხოვრებაში. პროფესიებიდან კი, კარგია და წარმატების მომტანი: სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო-საფინანსო საქმიანობის ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიური მოღვაწეობა, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, ტექნიკა-მექანიკის, ავტომატიკის, კავშირგაბმულობის სხვადასხვა სფეროები, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აუდიო-ვიდეო, ასევე, პროგრამული სისტემების ბიზნესი ან შემოქმედება, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, საინჟინრო საქმიანობა.
скачать dle 11.3