კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 ვილაპარაკოთ ქართულად

ავთენტიკური და არა ავთენტური.
არცთუ და არა არც თუ.
ალბათ და არა ალბად.
ეკვივალენტი და არა ექვივალენტი.
ვინიცობა და არა ვინცობა
იყოს და არა იყვეს.
იკვნეტს და არა იკვნიტავს.
ლათინურ-ამერიკული და არა ლათინოამერიკული.
მილიციელი და არა მილიციონერი.
მასიური – როცა იგულისხმება წონა;
მასობრივი – როცა იგულისხმება, ვთქვათ, ხალხის რაოდენობა.
პედიკიური და არა პედიკური.
ჟიურიმ და არა ჟიურმა.
სტაბილიზება და არა სტაბილიზირება.
სპეციალიზებული და არა სპეციალიზირებული.
სამარხვო და არა სამარხო.

გრამატიკული ნორმების დარღვევით დამკვიდრებული არასწორი ფორმები
ბოდიში და არა ბოდიშით.
ბოლოს და ბოლოს და არა ბოლო-ბოლო.
გააქვს ბურთი და არა იტანს ბურთს.
გენეალოგია და არა გენიალოგია (სიტყვიდან – გენეტიკა).
დაჯღაბნა და არა დაბღაჯნა.
ეზოთერიკოსი და არა ეზოთერიკი.
კერპი და არა კუმირი (რუსული სიტყვაა).
კვარცხლბეკი და არა პიედესტალი (ფრანგული სიტყვაა).
პენიტენციური სისტემა და არა პენიტენციალური სისტემა.
პოვა და არა ჰპოვა.
რიგი თემებისა და არა რიგი თემები.
საპატივცემულო, პატივსაცემი და არა საპატივსაცემო.
ტაქსიმ, ტაქსიში და არა ტაქსმა, ტაქსში.
უნებლიეთ და არა უნებლიედ.
უტკბესი და არა უტკბილესი.
უგრძესი და არა უგრძელესი.
უკეთესი და არა უკარგესი.
P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.
რუბრიკას უძღვება
თამარ ზამთარაძე
скачать dle 11.3