კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 აღსარებისათვის

  რომელი აღსარებასა შინა თავსა თვისსა იმართლებდეს, იგი უკურნებელ ჰყოფს სულსა თვისსა, რამეთუ არა იცის მან ჭეშმარიტი ძიება მიზეზისა და გულის-ხმის ყოფა საღვთო არა მოუგია მას.
  აღსარების თქმაში მარგები არ არის საჭირო და მრავალ ურგები სიტყვებით მიმოდაბნევა. არამედ პირდაპირ სთქვი: თავი გაიმტყუნე, შენი უთმენლობა აღიარე და ნუ იწყებ თავის მართლებას. თუ გინდ, სხვისი ბრალი იყოს, შენ რომ ვერ მოითმინე, მაინც ბრალეული ხარ და ამას იგლოვდე.
  აგრეთვე, ვინმემ რამე წაგართვა, გინა დაგაბრკოლა და წაეკიდე მას და აღსარებაშიც მას ამტყუნებ და თავს იმართლებ, იცოდე, ქრისტეს მოძღვრება სულ არ გაგიგია და ჭეშმარიტი აღსარებისგან სრულიად შორს ხარ.
  ჭეშმარიტი აღსარების მთქმელი ოდეს წარსდგება მღვდლის წინაშე ოლარის ქვეშ ყოვლად შემუსვრილია და სირცხვილი თავისი უღირსებისა არ აძლევს ნებას, მიზეზისა ძიებად და სხვისადმი დაბრალებად, არამედ მხოლოდ თავსა თვისსა განაშიშვლებს და ყოველ საქმეში ბრალდებულად თავსა ხედავს და არა სხვასა.
  ნუ ეძიებ სხვისა კანონსა და ნუ იტყვი, თუ იგი რად არღვევს ქრისტეს მცნებას. არამედ ეძიე შენი კანონი, თუ შენ რა გმართებს ყოფად, რათა ქრისტეს მოწაფეობა საქმით გაამართლო.
  ნუ ერჩი ბოროტსა განმზრახსა სულსა; უკეთურსა, რომელი გეტყოდეს ვითარმედ, – უკეთუ შენ ყოველთვის დაუთმნო ძმასა შენდამი შეცოდება, იგი წახდების და მიეჩვევისო, არამედ მოიგონე სიტყვა სახიერისა მოძღვრისა, რომელი იტყვის სამეოცდაათშვიდ გზის შენდობასა და მიტევებასა და ამისგან სცანი, რომ შენი საკუთარი კანონია ყოვლადვე და მარადის მოთმინება.
  თუმცა ძმისა კანონია არა გავნოს მოყვასსა, გარნა შენი კანონია დაითმინო. მისი კანონია, რომ არ გაგინოს, მაგრამ შენი კანონია, რომ მაგინებელი აკურთხო. მისი კანონია, ბოროტი არ გიყოს მტრულად, მაგრამ შენი კანონია, რომ ბოროტის წილ ბოროტი არ მიაგო და მტერი შეიყვარო. ამისთვის ღვთის მოყვარენი და ზეციერი სიბრძნის მუშაკნი მისდევენ კანონსა თვისსა და სდებენ სულსა თვისსა ქრისტესთვის მოთმინებითა.
კაცად კაცადმან თვისი ტვირთი იტვირთოს. მაშ შენ შენი იტვირთე.
სულის აღმოსვლის დროს მარტო შენსას გკითხავენ და არა სხვისას.
  შენ შენი ცოდვები უნდა აღიარო და არა ძმისა, და ნუ წააფარებ ზეწარსა გასამართლებლად და ნურცა სირცხვილითა დაფარავ მას, რამეთუ სირცხვილი ესე არს გამწმედელი ცოდვათა შენთა.
  ადგილი აღსარებისა არის სახე სამჭედურისა, რამეთუ ვითარ იგი რკინასა შეაგდებენ ცეცხლსა და ბერვითა განუხურვებენ და შემდგომ შანთსა გამოიღებენ და სცემენ უროსა და განიყრის გესლსა. ეგრეთვე კაცი მოაღსარებე სახე არს რკინისა, ხოლო ცეცხლი არს საღმრთო მადლი. მბერველი არს მღვდელი, რომელიც შთაბერავს კეთილ-შთაგონებითა და კითხვებით და განუხურვებს გულსა. ხოლო ურო არს სინდისი, რომელი სცემს ცოდვილსა სირცხვილის გამო და ესრეთ განიყრის გესლსა ცოდვისასა, რომელიც დაუფარავად აღიარებს.
  დიდად ცთომილ და ვნებულ არს მონანული იგი, რომელი აღსარებაშიც ძმისა შესმენასა იკადრებდეს სიფიცხით, რამეთუ გონებასა მისსა ალმური გეენიისა უბერავს და არა მადლი სულისა წმიდისა.
  აღსარება მაშინვე ვერ აძლევს ძლევამოსილებას ადამიანს თავის ვნებულ თვისებათა მოსასპობლად. გარნა მცირ-მცირედ იღებს საღვთო ძლიერებას ყოველი აღსარების დროზედ და მით მოეღება ბოლო ბუნების ძლიერ მეომარ თვისებებს, რომლისათვის სახეცა შესაბამის მოგახსენებთ: მაგალითად, ოდეს ვისმე ნებავს ხის დიდისა მოჭრა, ნუ თუ ერთითა და ორითა შეკვეთითა მოიჭრის იგი? არამედ მიადგება იგი მოუწყინებლად და სცემს ცულსა ნელ-ნელა და კვეთს ცოტ-ცოტად და ბოლოს ხე იგი დიდი წაიქცევის.
წმიდა ალექსი ბერის
„მოძღვრებანი“
скачать dle 11.3