კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 არ შეიყვარო

  ისინი, ანუ საშიში მამაკაცები, რომელთაც ქალების ხარჯზე უყვართ ცხოვრება, საკმაოდ მომხიბვლელები და ელეგანტურები არიან, ამასთან, ქალის მიმართ ყურადღებიანები – კარგად ეხერხებათ კომპლიმენტები, შესანიშნავი მოსაუბრენი და ძალიან საყვარლები არიან.... ძნელია ქალმა თავი შეიკავოს და არ შეიყვაროს, თუმცა ეს სუსტი სქესის წარმომადგენელს შესაძლოა, ძალიან ძვირი დაუჯდეს.
  ალფონსი მამაკაცები მიზანმიმართულად კონცეტრირებული არიან შეძლებულ ქალებზე, სხვათა შორის, ეს მათი ერთადერთი მიზანია. ქალის ასაკს, გარეგნობას, ინტელექტს თუ მკერდის ზომას მათთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. თავიანთ ქსელში ქალს აუჩქარებლად, ჭკვიანურად ხლართავენ, თავიდან ფინანსებსაც არ ინანებენ. ანუ „საქმეში“ ჩასადებად საწყისი თანხის გაღებაც არ ენანებათ, მაგალითად, რესტორნისთვის, ყვავილებისთვის და სხვა საჩუქრებისთვის, ეს ხომ მათთვის ინვესტიციაა, რომელსაც მალე დივიდენდები მოჰყვება.
  რაც უფრო გამოცდილია ალფონსი, მით უფრო ძნელია მისი ზრახვების ამოცნობა, ნამდვილი პროფესიონალები ძალიან დელიკატურად მუშაობენ. ხშირად ალფონსი ქალს აჯერებს, რომ მის გარეშე იგი არარაობაა, რომ მხოლოდ მას შეუძლია უყვარდეს ის ასე ძლიერ და მხოლოდ მას შეუძლია იყოს მის მიმართ ყურადღებიანი. ამიტომაც მარტოხელა ქალები ექცევიან ფსიქოლოგიურ წნეხში და იმისათვის, რომ შეინარჩუნონ „სანუკვარი არსება“ ფულს დაუნანებლად იხდიან.
  ჟიგოლო-ალფონსი – ეს პროფესია რთული და კრეატიულია. იგი კარგი მენეჯერია, რომელმაც თავისი თავი და იდეები ქალს მიჰყიდა. ზოგიერთი მათგანი ერთბაშად რამდენიმე ქალთან აბამს რომანს. ჩვეულებრივი ქალისთვის ალფონსის ამოცნობა ძნელია. თუ სხვები მიუთითებენ, ცდილობენ, თვალი აუხილონ, ფაქტები და მაგალითები მოჰყავთ, ქალი იმ მომენტში „ბრმა და ყრუა“. სამწუხაროდ, ალფონსი მამაკაცები ჯერაც რჩებიან აქტუალურებად და პოპულარობით სარგებლობენ არცთუ უჭკუო ქალბატონებშიც კი.

მამაკაცისგან
განსხვავებით

  რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ქალბატონები ურთიერთობებში და საკუთარ სურვილებში არასტაბილურები არიან. მამაკაცებისგან განსხვავებით, მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობის ეტაპებს. მაგალითად: გაცნობის პერიოდში მათ სხვა მოთხოვნები აქვთ, ხოლო თანაცხოვრების პერიოდში – სხვა.
  თუ ქალბატონს მამაკაცი მოეწონა, აუცილებლად გააკეთებს მინიშნებას და გაჩერდება. ამით თითქოს ეუბნება მამაკაცს, ახლა შენი ჯერიაო. მან ის უნდა მოხიბლოს და თანაც რაც შეიძლება, ორიგინალურად.
  ქალბატონებს რომანტიკა სჭირდებათ. მხოლოდ შოკოლადითა და ყვავილებით ნუ შემოიფარგლებით. მამაკაცმა აუცილებლად უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და პატრნიორი ხშირად უნდა გააოცოს რომანტიკული სიურპრიზებით.
  ქალების შემთხვევაში არ არის გამართლებული გამოთქმა – ყველა ქალი ერთნაირია. ყველა ქალი ინდივიდუალურია: ზოგს სახლში ყოფნა და წყნარი საღამო ურჩევნია, ზოგს – ხმაურიანი გართობა, ზოგს კი – აბსულუტური დამოუკიდებლობა. მამაკაცი ვალდებულია, პარტნიორის სურვილებს პატივი სცეს.
გათხოვება, პრაქტიკულად, ყველა ქალის სურვილია. შესაძლოა, ამის მიზეზი, უბრალოდ, „დაოჯახებულის“ სტატუსი იყოს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, საყვარელ ადამიანთან მუდმივი თანაცხოვრების სურვილია.
  წლების მატებასთან ერთად ქალბატონებს სურვილების მთელი სია უგროვდებათ, მაგრამ მთავარ მოთხოვნად მაინც მამაკაცის ყურადღება რჩება.
მამაკაცმა კომპლიმენტები არ უნდა დაიშუროს, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება, გამოხატოს ის სიყვარული, რაც ქალთან აკავშირებს. გარდა ამისა, მამაკაცმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაამციროს პარტნიორი. მაქსიმალურად უნდა ეცადოს, მიეხმაროს მეუღლეს სახლის საქმეებში მაშინ, როცა მას ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
  სინამდვილეში სულაც არ არის რთული იმის გამოცნობა, თუ რა სურთ ქალბატონებს მამაკაცებისგან. მთავარია, სწორად შევაფასოთ შექმნილი სიტუაციები და ვიცოდეთ, რა ქვეტექსტი აქვს ქალის მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვას.

მოლოდინები,
ოცნება და...

  გაცნობა, შეყვარება, მოლოდინები, ოცნება და... განშორება. მერე კიდევ იგივე. ზოგიერთი ქალი, სურვილის მიუხედავად, ვერ ახერხებს ოჯახის შექმნას. რა თქმა უნდა, მიზეზები არსებობს. ნებისმიერი ქალი ოცნებობს ისეთ ადამიანს შეხვდეს, რომელიც მთელი ცხოვრება მის გვერდით იქნება. მაგრამ მათი მთავარი შეცდომა ისაა, რომ ცხოვრების თანამგზავრს გონებაში არსებული სტერეოტიპების მიხედვით „ხატავენ“, რაც ამახინჯებს რეალურ სურათს და ქალებს აიძულებს სიყვარულის ილუზია დავიჯერონ.
  თითქმის ყველა ქალი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვედრია „შეუფერებელ“ მამაკაცს. თუმცა, მხოლოდ მათი მცირე ნაწილი აკეთებს დასკვნებს, აცნობიერებს, რომელი ტიპის პარტნიორს უნდა მოერიდოს, ხოლო ნაწილი კი ჯიუტად იმეორებს იმავე შეცდომას. ამის მიზეზი ქალების ქვეცნობიერში იმალება.
  სადღაც ღრმად, არსებობს სერიოზული ურთიერთობისა და ოჯახის შექმნის შიში. ხშირად, სწორედ, ის მართავს ქალების ქცევას და უბიძგებთ მათ, შეიყვარონ ის, ვინც არ უნდა შეიყვარონ.
ახლო ურთიერთობის შიშის რამდენიმე მიზეზი არსებობს:
* მშობლების ოჯახში არსებული პრობლემა – ოჯახური სკანდალები, მამის უხეშობა;
* მოზარდობისას არსებული კომპლექსი. აზრები – „მე სიყვარულის ღირსი არ ვარ“, „არ შემიძლია კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება“, „არავის ვაინტერესებ“ – ხელს უშლის მამაკაცის მიმართ ინტერესის გაჩენას;
* ადრეულ ასაკში სიყვარულში განცდილი მარცხი ზოგიერთი ადამიანის სულში მოუშუშებელ იარას ტოვებს, რაც ხელს უშლის მომავალ ურთიერთობას.
ქალებს, რომლებიც არ ემზადებიან სერიოზული ურთიერთობისთვის, ადვილად უყვარდებათ მიუწვდომელი იდეალები: ესტრადის ვარსკვლავები, ლექტორები, მკურნალი ექიმები, ინტერნეტ-მეგობრები... ზოგჯერ ასეთი ქალები ნამდვილად ხვდებიან შესაფერის მამაკაცს, მაგრამ ხელს კრავენ მას.
როგორ მოიქცეთ?
* იმედგაცრუება გამოწვეულია შინაგანი შიშით, მოიშორეთ აზრი, რომ ყველაფერში მართალი ხართ, მშვიდად მოიძიეთ უთანხმოების მიზეზი;
* გააანალიზეთ, საიდან გაჩნდა პრობლემა, წარსულში რა გახდა მისი წარმოქმნის საფუძველი. გადახედეთ სხვადასხვა პარტნიორთან ურთიერთობას. თუ აღმოაჩენთ, რომ მათში იგივე სცენარი მეორდება, გააკეთეთ დასკვნები და იპოვეთ გამოსავალი – შეცვალეთ მოვლენების ტრადიციული განვითარება. შეცდომის არსში გარკვევის შემდეგ კი აირჩიეთ ურთიერთობის მოგვარების სხვა გზა.
скачать dle 11.3