კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 რა სტკივათ ქალებს ყველაზე მეტად და რატომ აღარ უნდათ მათ სიყვარული

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

ყველაზე დიდი ტკივილის მოყენება ახლობელ ადამიანს შეუძლია. ხშირად სწორედ ისინი გვიცრუებენ იმედს. ასე კარგავენ ადამიანები ნდობას და თავისი ცხოვრებიდან ცდილობენ წაშალონ წარსული, რომელმაც რეალობა სულ სხვანაირად წარმოაჩინა.
თიკო (37 წლის): გამწარებული, დაჩაგრული ქალი ვარ. მინდა, ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება გაგიზიაროთ, იქნებ ვინმეს ჭკუის სასწავლებლად გამოგადგეთ. ჩემთვის ოჯახი არც დედამთილს დაუნგრევია და არც მამამთილს. მატერიალური პრობლემაც არ გვქონდა – ქმარი მეგობარმა წამართვა. ქალმა, რომელიც დად მიმაჩნდა. ახლა ვხვდები, რომ სულელი ვარ, მაგრამ არაფრის გამოსწორება აღარ შემიძლია. ვდარდობ. ბავშვებმა კარგი მამა დაკარგეს, მე კი – არაჩვეულებრივი მეუღლე.
გამორჩეული მეგობარი იყო ჩემთვის. ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით. ვენდობოდი. როცა სადმე ჯგუფელებთან ერთად მივდიოდი, თან მიმყავდა, მისი ჯგუფელები კი მე მეპატიჟებოდნენ. განუყრელები ვიყავით.
– მომავალი მეუღლე როდის გაიცანით?
– მეგობრის სახლში სტუმრად მისულს გამაცნეს. მომეწონა და ჩემს დაქალსაც ვუთხარი. მაგრამ მან ცხვირი აიბზუა. უფრო მაგარ ტიპებს მოსწონხარ, მაგისთვის არ მემეტები. შესაფერისი უნდა იპოვო, ეგ რად გინდაო. მაშინ პირველად ვერ გავუგეთ ერთმანეთს და გული მეტკინა.
– გაუბრაზდით?
– ვერ გეტყვით, გავბრაზდი თუ, უბრალოდ, მეწყინა. მაგრამ იმ დღეს მასთან არ დავრჩი. დაახლოებით სამი დღე არ გვინახავს ერთმანეთი, მერე შევრიგდით. სხვათა შორის, ჩემმა შეყვარებულმა ყველა ჩემს მეგობარს შეაყვარა თავი. საოცარი უნარი ჰქონდა, რომ გაემხიარულებინე. ყველა გახარებული იყო ჩემი არჩევნით და მეუბნებოდნენ ისეთ კაცს მიჰყვები, გულს რომ არასდროს გატკენსო. მეჯვარე, ცხადია, ჩემი დაქალი იყო. თუმცა მერე გამაკვირვა, როცა ჩემი შვილის ნათლიაობაზე უარი თქვა – თურმე, ჩემი ქმრის ხელში ჩაგდება უნდოდა. ამას ძალიან გვიან მივხვდი, სამწუხაროდ. როცა მეორე შემეძინა, საერთოდ გადაიკარგა ცოტა ხნით, მისი ასავალ-დასავალიც ვერ გავიგეთ.
– ქმარი როგორი მეუღლე იყო?
– შესანიშნავი მეუღლე და მამა იყო. შრომა არ ეზარებოდა და ხელფასის აღების შემდეგ შინ ისე არ მოვიდოდა, ჩემთვის და შვილისთვის საჩუქარი არ მოეტანა. სხვა კაცებს ხომ არ უყვართ ცოლისთვის ყვავილების მირთმევა, ის ამით ხშირად მანებივრებდა. საოჯახო საქმეებშიც სიამოვნებით მეხმარებოდა. გოგოები მეხუმრებოდნენ, ბედნიერ ვარსკვლავზე ყოფილხარ დაბადებულიო. მეც ასე ვფიქრობდი.
– როდის მიხვდით, რომ მეგობარი გღალატობდათ?
– რაიონში წავედი მშობლების მოსანახულებლად. იქ ორი კვირა უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ გულმა არ მომითმინა – ქმარი მარტო მყავს მიტოვებული, ცოდოა-მეთქი და რამდენიმე დღეში თბილისში დაბრუნება გადავწყვიტე. ქმარს ეს ამბავი არ შევატყობინე, სიურპრიზს მოვუწყობ-მეთქი. შინ რომ მივედი, კარი ვერ გავაღე, შიგნიდან იყო დაკეტილი. კარგა ხანს ვაკაკუნე და ბოლოს, როგორც იქნა, ქმარმა კარი გამიღო. უცნაურად არეული სახე ჰქონდა. ვკითხე – ხომ მშვიდობაა-მეთქი. კი, კი, უბრალოდ, მგონი, წნევა მაქვს, თავს ცუდად ვგრძნობ. შენ რატომ ჩამოხვედიო. მომენატრე და იმიტომ-მეთქი. ის იყო, უნდა ჩავხუტებოდი, რომ მითხრა: ჩუმად, სირცხვილია, შენი დაქალია ჩვენთანო. გამიკვირდა – აქ რა უნდა-მეთქი. – რა იყო, პირველია თუ უკანასკნელი, ჩვენთან რომ მოდისო? მაგრამ ხომ იცოდა, აქ რომ არ ვიყავი-მეთქი. მართლა არ მიფიქრია, რომ მიღალატებდნენ. გაწითლდა – რას ბოდავ? ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ, გვესტუმრა და ადამიანს ამის გამო ხომ არ ჩამოახრჩობო? ქალბატონიც გამოვიდა. ისიც დაბნეული მომეჩვენა, მაგრამ არაფერი ვკითხე. თითქოს, ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ ეჭვის ჭია მაინც შემიძვრა სულში და ისეთ რამეებზე დავიწყე ფიქრი, რომ მერე საკუთარი თავის შემრცხვა – ასე როგორ შეიძლება-მეთქი. მოკლედ, იმ დღის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დადგა. არ მინდოდა, მაგრამ ღალატზე მეფიქრებოდა. ვგრძნობდი, ჩემს თავს რაღაც ხდებოდა. ერთ დღეს სახლში წერილი ვიპოვე, სადაც ქმარი პატიებას მთხოვდა და მადლობას მიხდიდა იმ სიყვარულისთვის, რაც მას მივეცი. ჯერ ხუმრობა მეგონა, მაგრამ საღამოს შინ რომ არ მოვიდა, ავნერვიულდი. მის მეგობრებს ვურეკავდი, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა. კედლებს ვასკდებოდი სიმწრისგან, სად უნდა მეძებნა? დაქალს გადავურეკე, ჩემი გასაჭირის მოსაყოლად და მასაც ვერ დავუკავშირდი... ჰოდა, როგორც იქნა, მივხვდი ყველაფერს, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. მერე გავიგე, რომ ქალბატონი იტალიაში წასასვლელად ვიზას ამზადებდა – ერთად წასულან. ჩემი ქმარი მის მახეში გაება. ის უსირცხვილო წლების განმავლობაში ცდილობდა მის ცდუნებას და ბოლოს მიზანს მიაღწია.
თურმე, არავის ნდობა არ შეიძლება და ეს ორი ადამიანი მოღალატეობის, უზნეობის, ყოველგვარი ცუდის საუკეთესო მაგალითია. თვალები ფართოდ გაახილეთ, შეიძლება, მეგობარშიც კი ამოიცნოთ მოღალატე. ღმერთმა დაგიფაროთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობისგან, როგორიც ჩემი მეგობარი და ქმარი არიან. უწმინდურები, ბილწი სულის ადამიანები ყოფილან, მე კი ანგელოზები მეგონენ. ორივეს მიეზღვებათ სამაგიერო იმ ყველაფრისთვის, რაც გამიკეთეს.

скачать dle 11.3